12 მთავარი შეცდომა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დროს - 28 ნოემბერში 2011 - Персональный сайт
პარასკევი, 20.01.2017, 21:01მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 394
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » 12 მთავარი შეცდომა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დროს
19:31
12 მთავარი შეცდომა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დროს


12 მთავარი შეცდომა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დროს

 

პირველადი დახმარების აღმოჩენა დაზარალებულისათვის უნდა მოხდეს ოპერატიულად და მართებულად. დაგვიანება ზოგჯერ სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ შეცდომით რაიმეს გაკეთებას და დაშავებას სჯობს, სულაც არაფერი გავაკეთოთ.

პირველად დახმარებას, ჩვეულებრივ, არაპროფესიონალები ატარებენ. ამის გამო ხშირად ლახტს რამოდენიმე საათით ადებენ, ხოლო ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გულის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარება დაზარალებულის მოტეხილ ნეკნებზე წამოებს.

აი, ის 12 ძირითადი შეცდომა, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დროს:

1. ზედმეტი მოძრაობა

დაიმახსოვრეთ: ავტოსაგზაო შემთხვევისა და სიმაღლიდან ვარდნის დროს დაზარალებულის გადაადგილება ექიმის მოსვლამდე არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იქ დარჩენა სახიფათოა (ხანძარი, მოჭრილი ხე, წყლის მოზღვავება და სხვ). დევიზი - ” არ გადაადგილო და არ გადააბრუნო დაზარალებული სასიცოცხლო ჩვენების გარეშე” ძალზედ აქტუალურია. ხშირად მაშველებს დაზარალებულის ძალით ამოყვანის ნაცვლად უწევთ დაზიანებული მანქანის ნაწილებად დაშლა.

ასევე არ არის საჭირო ავადმყოფის ზედმეტად განძრევა, როდესაც არის ეჭვი ინფარქტის ან ინსულტის არსებობაზე. ასეთ ავადმყოფს შეიძლება ძვირად დაუჯდეს საკუთარი ფეხით წასვლა სტაციონარში. ეს კატეგორიულად დაუშვებელია. მისი გადადგილება უნდა მოხდეს მხოლოდ საკაცის დახმარებით.

2. ამოვარდნილობის ჩასწორება

არ შეიძლება ამოვარდნილობის ჩასწორება სახლისა და ქუჩის პირობებში მაშინაც კი, როდესაც 100%-ით ხართ დარწმუნებული, რომ მოტეხილობა არ არის (გამონაკლისია უდაბნოსა ან მიუვალ ტყეში ყოფნა). გამოცდილი ექიმისთვისაც კი შეუძლებელია ტრავმის სიმძიმის მხოლოდ თვალით შეფასება. ამ დროს ადექვატური ქმედებაა დაზიანებული კიდურის უმოძრაო მდგომარეობაში დაფიქსირება, სასწრაფოს გამოძახება და ტრავმ-პუნქტში გამგზავრება. რაც შეეხება დაფიქსირებას, არტაშანის დადება როდი ნიშნავს კიდურის ”მიბმას ” ბანდის საშუალებით ხის სწორ ფიცარზე. დაიმახსოვრეთ, დაუშვებელია კიდურის ძალით გასწორება! მისი ბანდით დამაგრება ხდება დაზარალებულისათვის მაქსიმალურად მოსახერხებელ პოზაში ისე, რომ დაფიქსირებული იყოს არამარტო დაზიანებული ადგილი, არამედ მახლობლად მდებარე ორი ან ზოგიერთ შემთხვევაში სამი სახსარიც კი.

3. ლახტის არასწორად დადება

სისხლდენის შეჩერების მიზნით ლახტის დადების დროს ხდება უამრავი შეცდომის დაშვება, რის გამოც სპეციალისტები ურჩევენ მხოლოდ მჭიდრო ნახვევის დადებას, დაზიანების ზევით მდებარე სახსრის მოხრას ან ჭრილობის მჭიდრო ტამპონადას. ხშირად ეს სავსებით საკმარისია. ამასთან ნახვევის შეცვლის ნაცვლად ხშირად მასზე ზემოდან ხდება ნახვევს დამატება, რის გამოც მედიკოსები სრულად ვერ ახერხებენ სისხლის დანაკარგის ოპერატიულად შეფასებას.

როდესაც საქმე ეხება სიცოცხლისათვის საშიშ არტერიულ სისხლდენას, არ ღირს ძვირფასი დროის დაკარგვა ლახტის ძიებისათვის და სჯობს თითებით გადავუჭიროთ ხელი ალისფერი სისხლის შადრევანის შესაჩერებლად.

არტერიული სისხლდენის შემთხვევაშიც კი, ლახტის დადების ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს 1 საათისა ზამთრის პერიოდში და 1,5-2სთ - ზაფხულში. წელიწადის დროის მიუხედავად, ლახტი უნდა მოვუშვათ ყოველ 20 წთ-ში, რათა დავიცვათ დაზარალებული კიდურის დაკარგვისაგან.

4. ცხვირიდან სისხლდენის შეჩერება თავის უკან გადაწევის გზით

თავის უკან გადაწევის დროს ცხვირიდან სისხლის ნაკადი იკლებს, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ სისხლდენა შეჩერდა. ასე სისხლი განაგრძობს დინებას ცხვირ-ხახიდან კუჭისაკენ. ეს არასასიამოვნოა და შემდგომში შეიძლება სისხლიანი პირღებინების მიზეზიც გახდეს, თანაც ამ დროს შეუძლებელია სისხლდენის ინტენსივობის შეფასება.

ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში ადექვატური დახმარებაა: დაზარალებულს თავი მსუბუქად გადმოვახრევინოთ წინ, მოვახდინოთ ცხვირის ნესტოების წინა ტამპონადა წყალბადის ზეჟანგში დასველებული მარლით ან ბამბით, და მხოლოდ ამის შემდეგ შევეცადოთ იმის გარკვევას, თუ რა გახდა სისხლდენის მიზეზი.

თვალის ან ქუთუთოს დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია სწრაფი მოქმედება

5. სამკურნალო პრეპარატის მიღება სხვისი რჩევით

განმარტება, ”- მე მომიხდა და თქვენც მოგიხდებათ”, ხშირია ჩვენს კულტურაში იმის მიუხედავად, რომ ძალიან ხშირად ექიმები გვაფრთხილებენ, თავი შევიკავოთ ასეთი რჩევების მიცემისაგან.

გახსოვდეთ, როცა ადამიანი ცუდად არის, არ ურჩიოთ მას იმ მედიკამენტების მიღება, რომლებიც თქვენ დაგეხმარათ ანალოგიური ჩივილების დროს. შესაძლებელია, ეს ჩივილები სულ სხვადასხვა პრობლემით იყოს გამოწვეული. გარდა ამისა, ყველა მედიკამენტს აქვს ჩვენება, უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები, რომელიც უცნობია არასამედიცინო განათლების მქონე პაციენტებისათვის.

ყველაზე ხშირი შეცდომაა - ვურჩიოთ ყველა ადამიანს, რომელსაც გულზე აქვს ხელი დადებული, მიიღოს ნიტროგლიცერინი. ასეთი დახმარების შედეგად შეიძლება ადგილი ქონდეს წნევის მკვეთრ დაქვეითებას კრიტიკულ ნიშნულამდეც კი. ერთადერთი გამონაკლისია, თუკი დაზარალებული თვითონ გვთხოვს კონკრეტული პრეპარატის ან ინჰალატორის მოტანას. ეს ეხება ქრონიკულ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ექიმის დანიშნულება.

6. ზოგიერთ შემთხვევებში პირღებინების ხელოვნურად გამოწვევა

მოწამვლების დროს ავადმყოფებს ხშირად ურჩევენ პირღებინების გამოწვევას. ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება მჟავებით და ტუტეებით მოწამვლის დროს. როდესაც პირღებინება გამართლებულია, არ ღირს ამისათვის კალიუმის პერმანგანატის ხსნარის, სოდის და სხვ. გამოყენება. საკმარისია ამისათვის მხოლოდ თბილი წყალი.

7. პირის ღრუში კბილებს შორის კოვზის ან სხვა საგნების ჩატენა

ასეთი რამ ხშირად ხდება ეპილეფსიით დაავადებულების შემთხვევაში. ამის შედეგია ჩამტვრეული კბილები და ხახის დაზიანება მეტალის საგნებით, ასევე ბრონქებისა და ტრაქეის ობსტრუქცია უფრო მყიფე და მსუბუქი საგნებით. საკმარისია, გულყრის შემთხვევაში პაციენტს მხოლოდ თავი დავუჭიროთ, რაც მას დამატებით ტრავმას ააცილებს, ხოლო კრუნჩხვის ჩამთავრების შემთხვევაში, გადავაბრუნოთ გვერდზე.

8. დამწვრობის დროს ზეთის, ხოლო ჭრილობის შემთხვევაში - იოდის გამოყენება

კატეგორიულად არ შეიძლება მწვავე დამწვრობის დაფარვა ზეთით ან პანთენოლით. მართებულია, თუკი გავაცივებთ დამწვარ მიდამოს ცივი წყლის ჭავლით ან აბაზანით, ისიც მხოლოდ 1-2 წთ-ით და არა 10-15-20წთ. ასევე არ არის მიზანშეწონილი ღრმა ჭრილობაში იოდის, ბრილიანტის მწვანის ან სპირტის ჩასხმა. გამოუცდელმა ადამიანმა ეს ნივთიერებები მხოლოდ ზედაპირული ექსკორიაციების დასამუშავებლად უნდა გამოიყენოს. ყველა სხვა შემთხვევაში უმჯობესია წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით შემოვიფარგლოთ.

9. გადაცდენის დროს ზურგზე ხელის დარტყმა

ეს მიღებული მეთოდია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში, პირიქით, სასუნთქ გზებში მოხვედრილი უცხო სხეულის კიდევ უფრო ღრმად გადცდენას უწყობს ხელს. უმჯობესია, დაზარალებულს ვურჩიოთ თვითონ, პანიკის გარეშე გადაიხაროს წინ და გააკეთოს რამოდენიმე მკვეთრი ამოსუნთქვა ან იქვე მყოფმა ადამიანმა ზურგის მხრიდან ამოუდოს მას ხელი იღლიებს ქვეშ და დააწვეს მზის წნულის მიდამოში (და არა მკერდზე).

10. არასწორად ჩატარებული გულ-ფილტვის რეანიმაცია

გულის არაპირდაპირი მასაჟისა და ხელოვნური სუნთქვის ჩატარება უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა, სკოლის ასაკიდან დაწყებული, მაგრამ თუკი ამის გამოცდილება არ გაქვთ, სჯობს თავი შეიკავოთ გაკეთებისაგან. დაიმახსოვრეთ, თუ ადამინს აქვს პულსი და გულისცემა, ეს მანევრი არ ჩაატაროთ. ცუდად ჩატარებული პრეკორდიალური დარტყმის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მალების მოტეხილობა.

11. ჭრილობიდან უცხო სხეულების ამოღება

შეიძლება თითიდან ხიჭვის ან მცირე ჭრილობიდან თეფშის ნამსხვრევის ან ოდნავ გაჩხვლეტილი კანიდან ლურსმნის წვერის ამოღება, მაგრამ კატეგორიულად დაუშვებელია სერიოზული ჭრილობიდან რაიმე საგნის (მაგ დანის) ამოღება, მიუხედავად იმისა, რომ გულმკერდში შერჭობილი დანის მქონე ადამიანის ცქერა ნამდვილად არასასიამოვნოა. ნუ გეშინიათ ჭრილობის დაინფიცირების, შიში უკვე დაგვიანებულია და ჭრილობა დაბინძურებული. საჭირო იქნება მხოლოდ მასთან

შემდგომი ბრძოლა. სერიოზული ჭრილობიდან უცხო სხეულის (დანის, ბასრი საგნის და ა.შ) ამოღებისას მოსალოდნელია სისხლდენის განვითარება, რომელთანაც ბრძოლა საკმაოდ ძნელია საოპერაციოს გარეთ.

12. თერაპია ალკოჰოლით

გაუტკივარების მიზნით ალკოჰოლის გამოყენების პრაქტიკა ჯერ კიდევ შემორჩენილია ხალხში. უმჯობესია ამ მიზნით სხვა ვარიანტები შევარჩიოთ. ნასვამ მდგომარეობაში ადამიანი ვერ გრძნობს ხიფათს და ზედმეტმა მოძრაობამ შეიძლება გაართულოს მდგომარეობა და ასევე დიანოზის დასმა. გარდა ამისა, მედიკამენტების უმრავლესობა არ არის გათვლილი ალკოჰოლის მიღებასთან. ამასთან, მთვრალი პაციენტი ექიმისათვის დამატებით სირთულეებს ქმნის.

 

P.S. საერთოდ, ექიმამდელი დახმარების აღმოჩენა ზოგჯერ სახიფათოც კი არის. აშშ-ში დღეისათვის მოქმედებს კანონი - ”კეთილი სამარიტელი”, რომლის მიხედვითაც იკრძალება გადაუდებელ მდგომარეობაში ექიმამდელი დახმარების აღმოჩენისათვის ადამიანის გასამართლება, რასაც ადრე არც ისე იშვიათად ქონდა ადგილი.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უნდა მივატოვოთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანი? რასაკვირველია, არა. სხვა საქმეა, რომ ჩვენი მოქმედება უნდა იყოს შეწონილი კომპეტენტურობასთან. მრავალი ორგანიზაცია ატარებს კურსებს, სადაც შეისწავლება პირველადი სამდიცინო დახმარების საფუძვლები. შესაბამისი ინფორმაცია მოიძევება ინტერნეტსა და სამედიცინო გამოცემებშიც. საჭიროა მხოლოდ ადამიანების სურვილი და კეთილი ნება.

წყარო: medportal.ge

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 278 | დაამატა: gio | ტეგები: 12 მთავარი შეცდომა გადაუდებელი დახმ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი