აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი - 2 მარტში 2011 - Персональный сайт
პარასკევი, 09.12.2016, 10:47მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 390
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი
15:33
აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი


ეკუთვნის ღრურქიანების ოჯახს და თხების გვარს. დიდი კავკასიონის ენდემია. ჯიხვების სისტემატიკა დღემდე დამუშავებული არ არის, ამ საკითხში მეცნიერთა აზრთა სხვაობაა. უფრო სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ, რომ არსებობს ჯიხვის ერთი პოლიმორფული სახეობა, რომელშიც გაერთიანებულია მორფოლოგიურად განსხვავებული სამი ფორმა: 1) დასავლეთკავკასიური ჯიხვი, 2) ცენტრალურკავკასიური ჯიხვი, 3) აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი. 
ჯიხვის ყველა ფორმისათვის დამახასიათებელია მსხვილი, მასიური, რამდენამდე წაგრძელებული სხეული, შედარებით პატარა თავი და ძლიერი კისერი. სხეული ეყრდნობა დაბალ მსხვილ ფეხებს. მოზრდილი მამრის სხეულის სიგრძე 160 სმ, სიმაღლე 100 სმ-მდეა, წონა 140-160 კგ. მდედრების ზომა და წონა 1/3-ით ნაკლებია , ვიდრე ხარჯიხვისა. ყველაზე უფრო დამახასიათებელია რქების აგებულების თავისებურობა. რქები აქვთ როგორც მამრებს, ისე მდედრებს, მაგრამ მამრებს ისინი 3-ჯერ მსხვილი და მასიური აქვთ. რქების აგებულების თავისებურებათა მიხედვით განსხვავდებიან ურთიერთშორის ჯიხვის ზემოაღნიშნული 3 ფორმა. დასავლეთ კავკასიური ჯიხვისათვის დამახასიათებელია ერთ სიბრტყეში ნამგლისებურად მოღუნული რქები, რომელთა წვეროები მიმართულია ოდნავ ქვემოთ და შიგნით. აღმოსავლეთ კავკასიური ფორმის მამრის რქები მოღუნულია უფრო რთულად - გაშლილი სპირალის სახით; მათი წვეროები კი მიმართულია უკან და ზემოთ. ცენტრალურ კავკასიურ ფორმას აქვს რქები, რომლებსაც თავისი აგებულებით შუალედი ადგილი უკავია პირველ ორ ფორმას შორის. ზემოჩამოთვლილი ფორმები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან რქების გარეგანი სკულპტურით. დასავლეთ კავკასიური ჯიხვის ჯიხვის რქების გარეთა მრუდზე კარგად ჩანს განივი, საკმაოდ ღრმა ნაჭდევები რქის სიგრძის ნახევარ მეტ მანძილზე. ასეთი ნაჭდევები ნაკლებად მკაფიოა ცენტრალურ კავკასიურ ჯიხვის რქებზე, ხოლო აღმოსავლეთ კავკასიურ ჯიხვს ასეთი თითქმის არ გააჩნია.ზამთარში ჯიხვების ბეწვი გრძელია და ერთფეროვანი, ხშირი თივთიკით. ასეთი საფარველის გამო მათ შეუძლიათ აიტანონ დიდი კავკასიონის მაღალმთიანეთის ძალიან მკაცრი კლიმატური პირობები. გაზაფხულობით ბეწვი შედარებით თხელია და მოკლე.
დიდი კავკასიონის ენდემია. ალპური ზონის ტიპიური ბინადარია. მისი საზაფხულო ადგილსამყოფელებია ალპური მდელოები, თოვლითა და ყინულით დაფარული ადგილები, ციცაბო კლდოვანი ფერდობები. ზამთრობით ჯიხვები ინაცვლებენ ადგილს სუბალპური მეჩხერი ტყის ზონაში, ხევების ციცაბო კლდოვან ფერდობებზე. ჯიხვების ნაწილი რჩება საზამთროდ ალპურ ზონაში და ზამთარს ატარებს თოვლიანი საფარისაგან თავისუფალ უბნებზე. ჯიხვების დამახასიათებელია ჯოგური ცხოვრება. ჯოგები ნაწილდება ასაკისა და სქესის მიხედვით. ჯიხვი ძირითადად იკვებება ბალახით, მაგრამ წლის ცალკე სეზონებში მისი საკვების შემადგენლობა შეიცავს მერქნიანი მცენარეების ნაირგვარ ნაწილებს, ჯიხვის საკვებს შეადგენენ 100 სახეობაზე მეტი მცენარე. ჯიხვი ძოვს ადრე დილისა და საღამოს საათებში, ხოლო ზოგიერთ ადგილას მთელი ღამის განმავლობაში. ჯიხვები ახდენენ სეზონურ მიგრაციებს, მინერალური მარილების ნაკლებობის შემთხვევაში. ძალიან ფრთხილი ცხოველია, კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და სმენა. ჯოგში ყოველთვის გამოირჩევა უფრო გამოცდილი და ფრთხილი ცხოველი, რომელიც ადრე შეიტყობს საფრთხის მოახლოვებას და მკვეთრი სტვენისმაგვარი "საგანგაშო” სიგნალით მიიქცევს მთელი ჯოგის ყურადღებას და გაიყოლებს მას უშიშარი ადგილისაკენ.ჯიხვების ატეხილობა იწყება ნოემბრის მეორე ნახევარში და თითქმის იანვრამდე გრძელდება. მასობრივი დოლი მიმდინარეობს მაისში. ნეზვი მეტწილად შობს ერთ ციკანს, ზოგჯერ ორს. ახალშობილი ციკანი რამდენიმე წუთის შემდეგ ფეხზე დგება, ხოლო ერთ-ორ საათში უკვე სირბილი შეუძლია. გამრავლების უნარი ხარჯიხვებს უნვითარდება 3-4 წლის, ხოლო მდედრებს 2 წლის ასაკში.
ჯიხვი იძლევა მაღალხარისხიან ხორცს, ტყავს, თივთიკს და რქებს. ამავე დროს სპორტული ნადირობის ობიექტია. ადვილად შინაურდება, თავისუფლად ეჯვარება შინაურ თხას და იძლევა მაღალპროდუქტიულ ჰიბრიდს.
ნადირობა აკრძალულია.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 843 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი