შაბათი, 20.04.2024, 16:20მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 2 » "აქტიური" ჭიაყელა სპინინგით მშვიდობიან თევზზე
23:23
"აქტიური" ჭიაყელა სპინინგით მშვიდობიან თევზზე


"აქტიური" ჭიაყელა სპინინგით მშვიდობიან თევზზე

                      

თევზაობის მეთოდი რომელზეც მინდა ამ სტატიაში მოგითხროდ ყველაზე უფრო ჰგავს ჯიგ თევზაობას სპინინგით. ჯიგ თევზაობისას იყენებენ სილიკონის ან პარალონის სატყუარებს (ამ მეთოდზე აუცილებლად იქნება სტატია), მაგრამ რა ქნას გამოუცდელმა, დამწყებმა სპინინგისტმა? სილიკონის და პარალონის სატყუარებით საჭირო გატარების სწავლას საკმაო დრო სჭირდება, თანაც ის თევზი რომელზედაც ამ სატყუარებით ნადირობენ, ჩვენს წყალსატევებში პრაქტიკულად აღარ დარჩა (განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში).

სწორედ ამიტომ მეთოდი რომელსაც მე შემოგთავაზებთ საქართველოსთვის ძალიან წარმატებულია, ვინაიდან აქ სატყუარად ვიყენებთ ჭიას (წითელ, მიწის, წვიმის). ამ მეთოდით თევზაობენ როგორც მტაცებელ (ჭერეხი, ფარგა, ქორჭილა, ქარიყლაპია) ასევე თითქმის ყველა მშვიდობიან თევზზე (კობრი, წვერა, ხრამული, ჭანარი, ღორჯო, შამაია).

"აქტიურ" ჭიაზე თევზაობისთვის დაგჭირდებათ მსუბუქი კლასის, 2.7 სიგრძის, სწრაფი წყობის სასპინინგე ჯოხი. კოჭა ამ კლასის ანკესის შესაბამისი, 2000-4000 სერიის. თუ ძუას ვხმარობთ სატყუარის ტყორცნა უფრო შორ დისტანციაზე იქნება შესაძლებელი, თუ წნულს მაშინ მთელი მონტაჟი უფრო მგრძნობიარე იქნება. მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ მაღალხარისხიან 0.18 მმ სისქის ძუას რომელიც იძირება.

განვიხილოთ კერძოთ მონტაჟები. ძირითადი არის 4 ვარიანტი და მათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ, იმისდა მიხედვით თუ რა პირობებში თევზაობთ, შეიტანოთ კორექტივები მონტაჟში.

პირველ მეთოდში გამოიყენება ჯიგ-თავიანი 1-5 გრამიანი ნემსკავი ან მძიმე "მორმიში". ეს ნემსკავები მაგრდება ზედ ძირითად ძუაზე ყოველგვარი ლიდერის გარეშე. გატარება ხდება "ხოხიალით", ანუ ტყორცნის შემდეგ ველოდებით სატყუარის ფსკერზე დაშვებას, ვაკეთებთ 15-20 წამიან პაუზას და შემდეგ ვიწყებთ კოჭის ძალიან ნელი ტემპით ტრიალს. 2-3 ბრუნის შემდეგ ისევ 15-20 წამიანი პაუზა. როდესაც სატყუარა ასეთი გატარებისას მიხოხავს ფსკერზე, იგი ქმნის მღვრიე ღრუბელს რომელიც თევზის ყურადღებას იპყრობს და ჩარტყმა ხდება ძირითადად პაუზის დროს. ამ მონტაჟით თევზაობენ მდგარ წყალზე ან სუსტი დინებისას, ფსკერი სასურველია არ იყოს ქვიანი.

მეორე მონტაჟის გამართვისას ჩვეულებრივ ნემსკავი (მისი ზომა დამოკიდებულია იმაზე თუ რამხელა ჭიას ვხმარობთ) მაგრდება ძირითად ძუაზე და მისგან 5-10 მილიმეტრში ფიქსირდება საფანტის ტიპის სიმძიმე, რომლის წონა წყალსატევის სიღრმეზეა დამოკიდებული, რაც უფრო ღრმაა ჭერის ადგილი მით უფრო მძიმეა საფანტი. გატარება ხდება როგორც "ხოხიალით", ასევე "საფეხურით" , ანუ ტყორცნის შემდეგ ვაცდით სატყუარას ფსკერზე დაშვებას, შემდეგ კეთდება 15-20 წამიანი პაუზა, მერე ჯოხით ვაკეთებთ სატყუარის ფსკერიდან აწევას და ვატრიალებთ კოჭას 2-3 ჯერ და ამ პროცესს ვიმეორებთ რეგულარულად.საფეხურით თევზაობისას ჩარტყმა ხდება ან პაუზაზე ან სატყუარის ვარდნისას.

მესამე მონტაჟისთვის დაგვჭირდება მოძრავი (სრიალა) სიმძიმე, ნემსკავი რომელიც მაგრდება ძუის ლიდერზე და დახვევის საწინააღმდეგო შემაერთებელი (вертлюжок). გატარებას რომელიც ამ მონტაჟისთვისაა რეკომენდირებული ჰქვია "კაკუნი". ტყორცნის შემდეგ ვაცლით სატყუარას ფსკერზე დაშვებას და 15-20 წამიანი პაუზის შემდეგ ჯოხის წვერით ვაკეთებთ რამოდენიმე ისეთ მოძრაობას, რომ ჩვენმა სიმძიმემ ფსკერზე კაკუნი დაიწყოს, ამით წარმოიქმნედა მღვრიე ღრუბელი რომელიც იზიდავს თევზს და ჩარტყმაც სწორეგ კაკუნის შემდგომ პაუზის დროს ხდება. ამ მეთოდით დინებაზე თევზაობენ.

მეოთხე მონტაჟი გათვლილია ზრდილ თევზზე. მისთვის საჭიროა ორკავა ნემსკავი, კევლარის ლიდერი და მოძრავი სიმძიმე. ამ მონტაჟისას იყენებენ დიდი ზომის ჭიას ან რამოდენიმე ჭიას ერთად. გატარება ხდება "საფეხურით", დიდი პაუზებით შუალედებში. ამ მეთოდით კარგათ იჭერება ლოქო, ქორჭილა, ფარგა.

ზემოთ აღწერილი ყველა მეთოდისას გატარებაში უნდა გავაკეთოდ 15-20 წამიანი პაუზები, თუ ჩარტყმები იშვიათია პაუზა შეიძლება გავზარდოთ კიდეც, ეს იმიტომ ხდება რომ როგორც წესი ჩვენი ნადირობის ობიექტი არამტაცებელი თევზია.

სტატია წარმოადგენს fisher.ge-ს (არასამეწარმეო იურდიული პირი "საქართველოს მეთევზეთა კლუბი") საკუთრებას, სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია).


წყარო: fisher.ge

კატეგორია: სპინინგი | ნანახია: 1550 | დაამატა: gio | ტეგები: აქტიური ჭიაყელა სპინინგით მშვიდობია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი