შაბათი, 20.04.2024, 10:53მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ალერგია ცხოველებში
21:31
ალერგია ცხოველებში

ალერგია ცხოველებში


ალერგია – ცხოველის (ან ადამიანის) იმუნური სისტემის "არასწორი”, ამაღლებული რეაქცია ამა თუ იმ ნივთიერებაზე. მრავალ ალერგიას გააჩნია მემკვიდრეობითი მიდრეკილება. ის ნივთიერებები, რომლებიც ცხოველებს, ჩვეულებრივ, უბრალოდ უქრებათ ორგანიზმიდან, ალერგიას დაქვემდებარებულებში იწვევენ ანთებით პროცესს. ალერგია სპეფიციურია, ანუ ჩნდება მკაცრად განსაზღვრულ ნივთიერებებზე და, როგორც წესი, უმნიშვნელოდაა დამოკიდებული ამ ნივთიერების რაოდენობაზე, რომელიც ორგანიზმში ხვდება. მაგალითად, საკვების ალერგიისას პატარა ნაჭერი საკმარისია პროცესის აღსადგენად.
არსებობს ალერგიის რამდენიმე სახეობა, ცხოველებთან ყველაზე უფრო გავრცელებულია ალერგია რწყილების ნერწყვზე, ალერგია გარემო ნივთიერებებზე და საკვების ალერგია.


ალერგია რწყილების ნერწყვზე – ყველაზე გავრცელებული ალერგია, რომელიც ხშირად საჭიროების დონეზე არ ფასდება, რადგანაც ცხოველზე რწყილების აღმოჩენა სულაც არაა აუცილებელი. საქმე იმაშია, რომ ალერგიული რეაქციის წარმოქმნისათვის საკმარისია რწყილის ერთი ნაკბენი, ალერგია ვითარდება მის ნერწყვზე, ხოლო კბენა რწყილს უბრალოდ გასეირნების დროსაც შეუძლია. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ხშირად ერთად მცხოვრები და რწყილის მქონე ცხოველები იფხანენ სხვადასხვანაირად – ერთ ნაწილს უვითარდება ალერგიული რეაქცია, სხვებს – არა.


საკვების ალერგია – ყველაზე იშვიათი. საკვების ალერგიის განვითარებისათვის იმუნურ სისტემას სჭირდება დრო, ყოველთვის სხვადასხვა, ამიტომაც არასწორია ფიქრი იმის შესახებ, რომ საკვების ალერგია ჩნდება ახალ პროდუქტებზე. პირიქით, ცხოველისათვის სრულიად ახალი ცილები ყველაზე ნაკლებ სავარაუდოდ გამოიწვევენ რაიმე რეაქციას და ამიტომაც გამოიყენებიან დიაგნოსტიკისათვის. უფრო ხშირად, ალერგია ვითარდება ცილაზე-ხორცზე. ალერგია მკაცრად ინდივიდუალურია – ერთს იგი საქონლის ხორცზე უვუთარდება, მეორეს – თევზზე.


ალერგია გარემო ნივთიერებებზე (ათოპიური დერმატიტი) – გავრცელებულობის მხრივ მეორე ალერგია. ჩვეულებრივ, ამ ალერგიის პირველი გამოვლინებები ჩნდება 10 თვიდან 3 წლამდე ასაკის შუალედში. მისი გამომწვევი ნივთიერება შეიძლება იყოს სხვადასხვა – ყვავილის მტვერი, სახლის მტვერი, ობი. "მიკროდოზა” საკმარისია რეაქციის გასაჩენად. რამდენადაც ჩვენ არ შეგვიძლია ცხოველის იზოლირება გარემოსაგან, ალერგიის ეს ტიპი მკურნალობას მთელი სიცოცხლის მანძილზე მოითხოვს. ჩვენ არ შეგვიძლია ალერგიის მკურნალობა, მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, გვაქვს მკურნალობის არჩევის საშუალება იმისათვის, რათა გავხადოთ ცხოველის ცხოვრება მეტად კომფორტული.



ნიშნები

სამწუხაროდ, ალერგიათა ყველა ტიპის ნიშანი ერთმანეთის მსგავსია – ქავილი, სიწითლე. გამონაყარი, როგორც წესი, არა ალერგიის, არამედ მეორადი შეერთებული ბაქტერიული ანთების ნიშანია.
რწყილოვანი ალერგიისათვის უფროა დამახასიათებელი ზურგის, გავის და კუდის დაზიანება. საკვების ალერგიისა და გარემო ნივთიერებებზე ალერგიის გარჩევა გარე ნიშნებით შეუძლებელია. ალერგიის აშკარა სეზონური დინება დამახასიათებელია ათოპიური დერმატიტისათვისა და რწყილებზე ალერგიისათვის.



დიაგნოსტიკა

დიაგნოზი "ალერგია” დგინდება კლინიკური ნიშნებისა და ქავილის სხვა მიზეზების (პარაზიტების) გამორიცხვის საფუძველზე. არ არსებობს ალერგიის დამადასტურებელი ანალიზი. რამდენადაც ყველა ალერგიის კლინიკური ნიშანი ძალზე მსგავსია, მთელი მსოფლიოს დერმატოლოგიაში მიღებული დიაგნოსტიკა ტარდება ერთი-მეორე ალერგიის თანმიმდევრობითი გამორიცხვის გზით. რამდენადაც არ შეგვიძლია ზუსტად დავამტკიცოთ ცხოველთან გარემო ნივთიერებებზე ალერგიის არსებობს, ჩვენ თანმიმდევრულად გამოვრიცხავთ ალერგიას რწყილებზე და საკვების ალერგიას. ამასთან, საკვების ალერგიის გამორიცხვისათვის ტარდება სპეციალური დიაგნოსტიკური კვება 6-8 კვირის მანძილზე, რომლისათვისაც გამოიყენება ცხოველისათვის აბსოლუტურად ახალი პროდუქტები. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ამ პერიოდში საკვების ძალიან პატარა ნაჭერსაც კი შეუძლია პრობლემის აღდგენა და სწორი დიაგნოზის დადგენაში ხელის შეშლა. მსოფლიოში არ არსებობს ანალიზი, რომელიც უტყუარად გვიჩვენებს, თუ რომელ პროდუქტზე აქვს ცხოველს საკვების ალერგია. ამის გარკვევა მხოლოდ დიაგნოსტიკური დიეტითაა შესაძლებელი.



მკურნალობა

საკვების ალერგია – მისი გამომწვევი პროდუქტის ამოღება რაციონიდან.
ალერგია რწყილების ნერწყვზე – გაძლიერებულ რეჟიმში გარკვეული რწყილსაწინააღმდეგო პრეპარატების მუდმივი გამოყენება.


ათოპიური დერმატიტი – როგორც ვახსენეთ უკვე, ალერგიის ამ ტიპის მკურნალობა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მისი კონტროლირება. არსებობს მკურნალობის რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ნებისმიერი მათგანის ჩატარება საჭირო იქნება ცხოველის მთელი ცხოვრების მანძილზე. პაციენტის შესაბამისად, მკურნალობა შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, იაფი და ეფექტური, ანაც შეიძლება მოითხოვდეს დროისა და საშუალებების მნიშვნელოვან დანახარჯებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობის მეთოდის არჩევა – თქვენი გადაწყვეტილებაა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ. ალერგიის ამ ტიპის ცხოველების გამოყენება მოშენების მიზნით რეკომენდირებული არაა, რადგანაც დაავადებას აქვს მემკვიდრეობითი მიდრეკილება.
ალერგიის ნებისმიერი ტიპის ცხოველს მიდრეკილება აქვს მეორადი ბაქტერიალური ან/და სოკოიანი ანთების განვითარებისადმი, ამიტომაც ხშირად საჭიროებენ დამატებით ანტიბაქტერიალურ ან/და ანტისოკოიან მკურნალობას.


წყარო: vet-express.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 1329 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი