შაბათი, 20.04.2024, 14:22მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 25 » ამლაყი იხვი
17:14
ამლაყი იხვი


ამლაყი იხვი

 

საკმაოდ დიდი ზომის იხვია, ფრთა 280-360მმ-ია, ნისკარტი – 50-58მმ, წონა – 800-1500. სქესობრივი დიმორფიზმი გამოხატულია სიდიდესა და შეფერილობაშიც. მამალი დედალზე დიდია. შეფერილობით მამალი თავსა და კისერზე შავია, მწვანე ელფერით; ბეჭებს შორის არე ქარცია; ზურგის შუა ნაწილითეთრი, ხოლო ზურგის გვერდებიშავი. კუდი თეთრია, მაგრამ ბოლოში შავია. ჩიჩახვი თეთრია, მკერდის წინა ნაწილიმოწაბლისფროქარცი, რომელიც მუცლის მახლობლად შავში გადადის. მუცლის შუაში გასწვრივი შავი ზოლია, რომელიც ღია წაბლისფერი კუდის ქვემო მფარავებამდე გრძელდება. სხეულის გვერდები და ფრთების მფარავები თეთრია; პირველი რიგის მომქნევებიშავი; მეორე რიგის მომქნევების გარეთა მარაოები მუქი მწვანეა, მესამე რიგის მომქნევების გარეთა მარაოებიმოჟანგისფრო-ყავისფერი, ხოლო შიგნითა მარაოები-თეთრი, ნისკარტზედა კეხისმაგვარადაა ჩაზნექილი. იგი, მის ძირში არსებულ გამონაზარდებთან ერთად წითელია, ხოლო "ფრჩხილაკი” – შავი, ფეხებივარფისფერი. ზაფხულში მამლისა და დედლის შეფერილობა მსგავსია. თუმცა დედალს შუბლზე, ლოყებსა და კისერზე თეთრი ურევია, ხოლო ნისკარტზედას ძირში გამობურცულობა არა აქვს.

ბუდობს არეალი სპორადულია, მაგრამ საკმაოდ ვრცელი. ჩრდილოეთით ვრცელდება სკანდინავიამდე, სამხრეთითხმელთაშუა ზღვის ნაპირებამდეევროპასა და აფრიკაში. აღმოსავლეთით მოიპოვება ველის ზონაშიირანში, მონგოლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ყოფილ სსრ კავშირის ტერიტორიაზე ბუდობს აქა-იქ ბალტიისპირეთში, სამხრეთ უკრაინაში, კავკასიონში, ვოლგის ქვემო დინების, შუა აზიის, ყაზახეთის მლაშე ტბებზე და ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე ევროპასა და აფრიკაში, აგრეთვე არაბეთსა და აზიის სამხრეთ ნაწილებში. მრავლადაა კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი, ხოლო დასავლეთ საქართველოშიმოზამთრე ფრინველის სახით.

ბინადრობს უპირატესად მლაშე ტბებზე, რაც ხშირად განაპირობებს მისი არეალის საზღვრებს. მლაშე ტბების სანაპიროებზე ეტანება ქვიშიან ბურცობებს ან ღორღიან ადგილებს, სადაც შეიძლება სოროების გამოთხრა ან არსებობს ნაპრალები ბუდეების მოსაწყობასდ.

სქესობრივ სიმწიფეს მეორე წელს აღწერვს. მონოგამური ფრინველია. ბუდეს ჩვეულებრივ ღრმა სოროებში იკეთებს, რომელსაც თვითონ თხრის ან იყენებს, მელიის, მაჩვისა და სხვა მიტოვებულ სოროებს. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 8-12 კვერცხს. სოროების უკმარისობის შემთხვევაში, ერთ ბუდეში კვერცხს დებს რამდენიმე დედალი და მაშინ კვერცხების რაოდენობა ბევრად მეტია. საინკუბაციო პერიოდი 27-29 დღემდე გრძელდება.

ძირითადად ცხოველური საკვებით იკვებებამლაშე წყლების კიბოსნაირებით, წყლისა და ხმელეთის მწერთა ლარვებით, ნაირგვარი ჭიებით. ზოგიერთ სეზონზე მცენარეულობებითაც იკვებება.

მცირერიცხოვნობის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ კარგია სპორტული ნადირობისათვის.

 

წყარო: monadire.com

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1515 | დაამატა: gio | ტეგები: ამლაყი იხვი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი