პარასკევი, 29.03.2024, 08:56მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » არჩვი (ფსიტი)
15:36
არჩვი (ფსიტი)


არჩვი (ფსიტი)


არჩვი (ფსიტი ), ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიმაღლე მინდაოში 65-70 სმ, მენჯთან 75-85 სმ. წონა 40 კგ-მე. მაღალი მთების ჩლიქოსანია. იგი უფრო ქვედა ზონაში, ზღვის დონიდან 1500-2000 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ადგილებში ბინადრობს.
არჩვი დილით და საღამოთი გამოდის საძოვრად და უმთავრესად ალპური ბალახეულით იკვებება. იკვებება ბალახით, ზოგჯერ ბუჩქნარის ყლორტებითა და ნეკერით. იგი მეტისმეტად ფრთხილი ცხოველია. ძოვის დროს ხშირად თავს მაღლა სწევს და მიდამოს ათვალიერებს. თუ ყური მოჰკრა რაიმე საეჭვო ხმაურს, ქანდაკებასავით გაირინდება და დიდხანს ასე დგას, ხიფათის შემთხვევაში გამოსცემს საგანგებო სტვენას, მაშინვე მთელი ფარა დაიქსაქსება და გაქცევით შველის თავს.
არჩვი ნოემბერში მაკეობს. მაკეობა 6 თვემდე გრძელდება. მაის-ივნისში შობს ერთ ან იშვიათად ორ თიკანს. როგორც დედალ, ისე ვაც არჩვს პატარა, ლამაზი, ბოლოში მოხრილი რქები აქვს. ამიტომ ნადირობის დროს ძნელია მისი სქესის გარჩევა.
არჩვის ძირითადისაბინადრო ადგილსამყოფელია: ლაგოდეხის, ახმეტის, ყვარელის, თელავის, თიანეთის, ბაღდათის, ოზურგეთის, ვანის, ჩოხატაურის, და აფხაზეთის რაიონები. მცირე რაოდენობით ისინი ბინადრობენ აგრეთვე ზოგიერთ სხვა რაიონშიაც.
ჩვენში არჩვზე ნადირობის საშუალებები და ხერხები თითქმის ისეთივეა, როგორც ჯიხვისა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ არჩვზე მორეკვით ხერხსაც იყენებენ, როდესაც არჩვი ტყის ზონაშია ჩამოსული და თავშეფარებულია ხშირ ტყეს ან ბუჩქნარს. ასეთ დროს შეიძლება სადალულიანი თოფის ხმარებაც მსხვილი ფინდიხით (კარტეჟით) დატენილი ვაზნებით.
ამჟამად ჩვენში არჩვზე ნადირობა აკრძალულია.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 3016 | დაამატა: gio | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი