პარასკევი, 19.04.2024, 10:34მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ბაკხმული ანუ ავღანი(ავღანური მწევარი)
17:31
ბაკხმული ანუ ავღანი(ავღანური მწევარი)

ბაკხმული ანუ ავღანი(ავღანური მწევარი)

არავინ იცის თუ საიდან მოვიდნენ ავღანური მწევარები. ითვლება, რომ სწორედ ავღანურ მწევარს მიანიჭა უპირატესობა ნოემ და ასეთი ძაღლების წყვილი კიდობანში წაიღო. ავღანის წარმომავლობა ფესვებით ძველ დროში მიდის. მისი წინაპრების გამოსახულებებს პოულობენ სოლებრივ ფირფიტებზე და სვეტებზე. სამშობლოში ავღანური მწევარები იმდენად ფასობდა, რომ პატრონები მათ სხვა მფლობელისათვის მიყიდვის შემდეგ პარავდნენ. ამ ჯიშს იყენებდნენ ცხვრებისა და პირუტყვის დასაცავად, ირმებზე და სხვა ნადირზე სანადიროდ, კომპანიონის სახით ან უბრალოდ როგორც ლამაზ ძაღლს. რაც შეეხება მათ უშიშრობას და სიმამაცეს, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ავღანი ლეოპარდთან ბრძოლაშიც კი გამარჯვებული გამოდიოდა.
ღირსეულად დასმული თავი, შორს მისწრაფებული გამოხედვა და შეუდარებელი არისტოკრატიული გარეგნობა სწორედ ესაა ეკზოტიკური და კეთილშობილი ავღანი. დიდებული, ხშირი, რბილი, აბრეშუმისებრი ბეწვი ფარავს ავღანის გრაციოზულ და ტანად ფიგურას. ამ ჯიშის თავი მოგრძოა, თათები დამალულია ხშირ ბეწვში („ჩუსტები"). კუდი დაფარულია საუცხოო ბეწვით, ბოლოში შემოხვეულია რგოლის ან ნახევრად რგოლის ფორმით. სიმაღლე მინდაოში: 61-71 სმ. წონა: 23-28 კგ. შეფერილობა: მრავალფეროვანი, ერთ, ორ ან სამფეროვანი.
ხასიათი. ავღანი კეთილი და გულშემატკივარი ძაღლია. იგი ფლობს უდაბნოებში მცხოვრებ წინაპართა სიბრძნეს. ავღანი მიდრეკილია დამოუკიდებლობისადმი, იგი თავდაჭერილია, ასევე ალერსიანია ბავშვების მიმართ. ავღანური მწევარი საჭიროებს ხანგრძლივ სეირნობებსა და სივრცეს.
უკრაინელი მონადირე ალექსანდრე გარნიკი ამბობს: ორი ბაკხმული მყავს და ყოველი მათი ველზე გაყვანა საშუალოდ სამი-ოთხი კურდღლის დაჭერით მთავრდება. ძაღლები ანონსით მუშაობენ, ხშირად დაჭერილი ცხოველები მოაქვთ კიდეც. წარმატებით ვნადირობ ერთი ძაღლითაც. მახვილი თვალი აქვთ, მინდვრის ხედვა იდეალური.
ბაკხმული სწრაფი რბოლის დროს 78 კმ/სთ-ს ავითარებს. მისი მანევრირება აღტაცებას იწვევს, მას შეუძლია ერთ თათზე 180 გრადუსით შემობრუნდეს და 2,5 მეტრის სიმაღლეზე ახტეს. კარგად განვითარებული ზურგის კუნთების გამო იგი ზამბარასავით იკუმშება და იშლება.

კატეგორია: მონადირე ძაღლები | ნანახია: 1835 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი