ოთხშაბათი, 24.04.2024, 13:22მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 2 » დამატებითი საკვები ფიდერით ჭერაში
23:57
დამატებითი საკვები ფიდერით ჭერაში


დამატებითი საკვები ფიდერით ჭერაში

 

ფიდერით ჭერის პრაქტიკაში დამატებითი საკვების თემა ჩემი აზრით ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს დამწყებ მეთევზეებში, რადგან ისინი, როგორც წესი, მიიჩნევენ, რომ ფიდერით თევზაობის წარმატება 100%-ით თუ არა, 80%-ით მაინც დამოკიდებულია გამოყენებული დამატებითი საკვების შემადგენლობაზე. გავბედავ და გამოვთქვავ ჩემს აზრს, რომ ასეთი მიდგომა შეცდომაა. მე ვთვლი, რომ ფიდერით ჭერაში წარმატების მისაღწევად ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს თევზაობის სტილის და წესების უზუსტეს დაცვას (რაზეც უკვე ბევრი ვისაუბრეთ), ვიდრე დამატებითი საკვების რეცეპტს. საუკეთესო საკვებიც რომ შევიძინოთ ან დავამზადოთ, თუ სწორად არ შევარჩევთ დასაკვებ წერტილს, არ შევასრულებთ ზუსტ ტყორცნას და ცუდად ავაწყობთ მონტაჟს, თევზაობის შედეგები იმედების გამაცრუებელი იქნება.

ამიტომ, ამ თემის დასაწყისში უფრო მერთებულად მივიჩნევ, რომ, მანამ, სანამ უშუალოდ საკვების რეცეპტებზე ვისაუბრებთ, განვიხილოთ ის ძირითადი შეცდომები, რომლებიც შეიძლება დამწყებმა ფიდერით მოთევზავემ დაუშვას დამატებით საკვებთან მიმართებაში.

 

შეცდომა 1. ვიყიდეთ ყველანაირი ბურღულეული, კოფტონი, არომატიზატორები და კიდევ სხვა მრავალი რამ, რაც ინტერნეტში წავიკითხეთ და ეს ყველაფერი გაურკვეველი პროპორციით შეურიეთ ერთმანეთს. ასეთი მიდგომა ყველაზე ხშირია დამწყებ ფიდერით მოთევზავეებში, მეც სწორედ ასე დავიწყე. რა თქმა უნდა, ასეთი ნარევის ზოგიერთი კომპონენტი მიმზიდველი იქნება თევზისთვის, მაგრამ მთლიანობაში მისი ეფექტურობა საკმარისი არ იქნება და არც ფინანსურ დანახარჯებსაც არ გაამართლებს.

ამიტომ, უნდა ვიცოდეთ შემდეგი წესი: უნდა შევქმნათ .. "ბაზა", ანუ სულ რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარი მარტივი საკვები, რომელსაც შემდგომში შეურევთ სხვადასხვა დანამატებს - უკვე მომავალი თევზაობის პირობებიდან გამომდინარე. ანუ ეს ნიშნავს, რომ ყოველ გასვლაზე მეთევზე ინდივიდუალურად არჩევს თავის სამიზნეს და დამატებითი საკვების მომზადება უფრო საინტერესო და შემოქმედებითი პროცესი ხდება.

 

შეცდომა 2. საკვების არასაკმარისი ან გადამეტებული დასველება. ფიდერით თევზაობაში არსებობს "ოქროს წესი" - საკვებურაში მოთავსებული საკვების კონსისტენცია უნდა იყოს ისეთი, რომ ფსკერზე დაშვებისას მაშინვე დაიწყოს მისი გამორეცხვა. თუ საკვები არასაკმარისად იქნება დასველებული, ის გადმოიყრება საკვებურიდან ან მონტაჟის ტყორცნის დროს, ან წყალზე დაცემისას, ანუ ფსკერს ვერ მიაღწევს. ან პირიქით, ზედმეტად დასველებული "პლასტილინისებური" საკვები ვერ დატოვებს საკვებურას და უკან ამოყვება მას ძუის ამოხვევისას. შესაბამისად, დატენიანების სატანადო ხარისხის მისაღწევად მცირეოდენი ვარჯიში გვჭირდება. ამაში დაგვეხმარება შემდეგი მარტივი ხერხი. ნუ დაასხავთ წყალს მთელ თქვენს საკვებს, რაღაც ნაწილი დატოვეთ მშრალი. ხოდა, თუ წყალი ბევრი მოგივათ, ყოველთვის შეძლებთ დატენიანების შემცირებას მშრალი საკვების დამატებით. და ერთიც, წყალი საკვების დასასველებლათ უნდა ავიღოთ უშუალოდ იმ ტბიდან ან მდინარედან, სადაც ვთევზაობთ, რადგან იგი არ შეიცავს იქაური თევზისთვის უცხო კომპონენტებს, რომლებმაც შეიძლება დააფრთხონ იგი.

 

შეცდომა 3. რაც მეტს ჩავყრით, მეტს დავიჭერთ. ეს მოსაზრება არასწორია ორი მიზეზის გამო - ერთი ის, რომ ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ და არა გავაძღოთ თევზი და კიდევ ის, რომ ცხელ ზაფხულში, როცა წყალი თბილია, ფსკერზე დიდი რაოდენობით დაყრილი საკვები მალე იწყებს ლპობას და აფრთხობს თევზს. პრინციპში, ფიდერით თევზაობის დროს ძნელია დიდი რაოდენობის საკვების ტყორცნა საკვებურათი, მაგრამ მაინც გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ ზედმეტად ბევრი საკვები შეიძლება მავნე აღმოჩნდეს თევზაობისთვის. ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ ზაფხულის სიცხეში დიდი რაოდენობის საკვები შეიძლება უკვე ნაპირზევე გაგვიფუჭდეს. ასეთი საკვებით თევზაობისას ჩვენ დიდი ხნით დავითხოვთ თევზს ცვენს ირგვლივ მდებარე აკვატორიიდან.

მოკლედ ეს არის ის ძირითადი, რისი თქმაც მინდოდა ამ თემის დასაწყისში, თუ ფორუმელთაგან ვინმეს კიდევ გაქვთ ინფორმაცია დამატებითი საკვების სწორ გამოყენებაზე ფიდერით ჭერაში - დაპოსტეთ. მე კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს აზრს, რომ თუ ვინმე კარგად იჭერს თევზს ფიდერით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ მეთევზემ იცის დამატებითი საკვების რაღაც "საიდუმლო" რეცეპტი, ეს უფრო იმაზე მიუთითებს, რომ მას კარგად აქვს გააზრებული ფიდერით თევზაობის ფილოსოფია, ფლობს კარგ ტექნიკას და კარგად იცის, თუ რა დანიშნულება აქვს მისი დამატებითი საკვების ყოველ კომპონენტს.

წყარო: fisher.ge

კატეგორია: ფიდერი | ნანახია: 1487 | დაამატა: gio | ტეგები: დამატებითი საკვები ფიდერით ჭერაში | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი