პარასკევი, 19.04.2024, 15:15მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » დასავლეთ კავკასიური ჯიხვი
15:35
დასავლეთ კავკასიური ჯიხვი

დასავლეთ კავკასიური ჯიხვი


დასავლეთკავკასიური ჯიხვის კავკასიის ენდემია, მისი არეალი მოიცავს დასავლეთ კავკასიონს-მთა შხარადან მის უკიდურეს წერტილამდე. გავრცელებულია სვანეთში, შესაძლებელია შემორჩენილი იყოს რაჭაში (სვანეთის საზღვართან) და აფხაზეთში (რიწის ნაკრძალი).ძირითადად გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე 800-დან 4000 მ-მდე ზღვის დონიდან. ძირითადი ჰაბიტატია ტყით დაფარული ფერდობები კლდეების მახლობლად. სქესმწიფე მამრები როგორც წესი უფრო მაღლა არიან, ვიდრე მდედრები და ახალგაზრდები.
გამრავლების პერიოდი იწყება ნოემბრის შუა რიცხვებიდან და იანვრის ბოლომდე გრძელდება. ამ დროს წარმოიქმნება მდედრებისა და მამრების შერეული ჯგუფები. მამრი სქესმწიფობას 5 წლის ასაკში აღწევს, ხოლო მდედრი 2 წლის ასაკში. მაკეობა 150-160 დღე გრძელდება. შუნი (ნეზვი) შობს ერთ, იშვიათად ორ ციკანს. ახალშობილი 3-4 კილოგრამამდე იწონის. ციკანი ძუძუს დაახლოებით 2-3 თვე წოვს,თუმცა დაახლოებით 1 თვის შემდეგ ბალახის ჭამას იწყებს. ჯიხვი საძოვრების ფიტომასის თითქმის ნახევარს იყენებს და ძლიერ გავლენას ახდენს იმ ტერიტორიების სახეობრივ შემადგენლობასა და რაოდენობაზე, სადაც იკვებება. შესაძლოა გამოიწვიოს მცირე სუქცესიური პროცესები. ძირითადი საკვები სუბალპური და ალპური მაღალბალახეულობაა, თუმცა ასევე იკვებება ხის ფოთლებით, წიწვებით და ქერქით, აგრეთვე ლიქენებით და სოკოებითაც. ძლიერ ეტანებიან მლაშე წყლებს და მინერალების გამონალექებს, ხელოვნურ სამარილეებს. დიდი რაოდენობით ჭამენ თიხანარევ ფხვნილს მყინვარებიდან მომდინარე ნაკადულების ნაპირზე.
იკვებებიან დილიდან შუადღემდე და საღამოს ამ დროს დღეში მათ შეიძლება 20 კმ-იც გაიარონ.ახასიათებთ არა მარტო დღე-ღამური, არამედ სეზონური მიგრაციაც განსაკუთრებით თოვლიან ზამთარში.
ჯიხვი კავკასიონზე გავრცელებული მტაცებლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მსხვერპლ-სახეობას წარმოადგენს.მასზე ნადირობს ჯიქი, რომელიც დღეისათვის დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ასევე მგელი, ფოცხვერი. ციკნებით იკვებება მთის არწივი და ბატკანძერი.
არსებული შეფასების თანახმად აღინიშნება რიცხოვნობის კლება 50% უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ასევე დეგრადირებულია ჰაბიტატი და შემცირებულია მისი ფართობი. დაფიქსირებულია ჭარბი ექსპლოატაცია.
ნადირობა აკრძალულია, შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 2634 | დაამატა: gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი