ხუთშაბათი, 28.03.2024, 17:50მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » დემოდეკოზი
20:55
დემოდეკოზი

დემოდეკოზი


დემოდეკოზი პარაზიტული დაავადებაა. მისი გამომწვევი დემოდექსის ტკიპა კანშიგა პარაზიტია. ამჟამად ცნობილია ამ ტკიპის ას ორმოცამდე სახეობა, რომლებიც სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმში პარაზიტობენ. დაავადება ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ძაღლებში ის დერმატიტებს ანუ კანის ანთებით დაავადებებსა და ჰიპერკერატოზებს – კანისა და მისი დანამატების პათოლოგიურ გასქელებას იწვევს.ბოლო ხანს ეს დაავადება ადამიანებს შორისაც გახშირდა, თუმცა ადამიანის კანში დემოდექსის მხოლოდ რამდენიმე სახეობა პარაზიტობს, თანაც მისი ორგანიზმიდან იმ ტკიპის გამოყოფა, რომელიც ძაღლის დასნებოვნებას იწვევს, აღწერილი არ არის. ასე რომ, ძაღლი და ადამიანი დემოდეკოზის გადაცემის თვალსაზრისით ერთმანეთს საფრთხეს არ უქმნიან.

როგორ ვლინდება დემოდეკოზი

ცხოველებში დემოდეკოზის სამი კლინიკური ფორმაა მოსალოდნელი. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სკვამოზური ანუ ქერცლოვანი ფორმა. ის ძაღლებში ყველაზე ხშირად გვხვდება, რასაც გარკვეული მიზეზი აქვს: ვინაიდან ძაღლის ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარები საკმაოდ ფართოა, დემოდექსის ტკიპა მათში ადვილად აღწევს და ყველაზე ადრე სწორედ მათ აზიანებს. ტკიპის ცხოველქმედების შედეგად ჯირკვლები წყვეტენ ცხიმის გამომუშავებას. კანი შრება და იქერცლება. პროცესი წვრილი, 1-3 მმ დიამეტრის წითელი წერტილოვანი ლაქების წარმოქმნით იწყება. შემდეგ ამ ადგილებს ბეწვი სცვივა და მელოტდება. ამგვარი ცვლილებები უმეტესად ლოკალიზებულია თვალების ირგვლივ, ლოყებზე, ცხვირის ზურგზე, ფერდებზე, კისერზე. სიწითლე თანდათან გაივლის და დაზიანებულ ადგილებზე კანის აქერცვლა იწყება. კანი სქელდება, ადვილად ნაოჭდება, უჩნდება სისხლმდინარე ნახეთქები. ქერცლს მონაცრისფერო-მოლურჯო ელფერი აქვს და ადვილად ჩამოიფცქვნება. როცა პარაზიტი საოფლე ჯირკვლებში კი არა, თმის ფოლიკულის ძირში იბუდებს, ვითარდება დემოდეკოზის პუსტულოზური ფორმა. ჩნდება მომცრო ჩირქგროვები - პუსტულები. როგორც წესი, ამ დროს ღრმად მდებარე თმის ფოლიკულები ზიანდება. კანის ღრმა ფენებში თავდაპირველად 1-4 მმ დიამეტრის დემოდეკოზური კერები ჩნდება, რომლებიც შემდგომში შესაძლოა ჩირქით გაივსოს, თავისთავად გაიხსნას და ზედაპირი მურა ნაცრისფერი ქერქით დაეფაროს. დემოდეკოზის ამ ფორმისას უმეტესად ზიანდება ყბათაშორისი სივრცე, პირის მახლობლად, ტუჩებისა და თვალების ქვემოთ მდებარე არეები. საზოგადოდ, დემოდეკოზის დროს ძაღლს თავის არე უფრო ინტენსიურად უზიანდება. ეს ბუნებრივია, ვინაიდან სხეულის სწორედ ამ ნაწილით ეხება ძაღლი დაავადებულ ცხოველს. კანის დიდი უბნების დაზიანებისას ძაღლის სხეული არასასიამოვნო, ამძაღებული კარაქის მსგავს სუნს გამოსცემს. იშვიათია დემოდეკოზის პაპულოზური ფორმა. მას დიდი ზომის ანთებითი ელემენტების – პაპულების წარმოქმნა ახასიათებს. დაავადების ეს ფორმა ძლიერი პარაზიტული ინვაზიის, მისი გენერალიზაციის დროს ვითარდება და უპირატესად ზურგის, გავის მიდამოს, კუდის ფუძის დაზიანებით ვლინდება. იშვიათი არ არის დაავადების შერეული ვარიანტიც, რომლის დროსაც ზემოთ აღწერილი ორი ან სამივე ფორმა ერთდროულად გვხვდება. შერეული ფორმა, წესისამებრ, სკვამოზურით იწყება, შემდეგ ჩნდება პუსტულები, პროცესის გენერალიზაციის შემთხვევაში კი - პაპულები. დემოდეკოზის ნებისმიერ ფორმას ხშირად ერთვის მეორეული ბაქტერიული (უმეტესად - სტაფილოკოკური) ინფექცია.

ვის ემართება დემოდეკოზი

ვეტერინარები აღნიშნავენ, რომ დემოდეკოზით უმთავრესად ის ძაღლები ავადდებიან, რომლებსაც ინდივიდუალური მიდრეკილება აქვთ ამ პათოლოგიისადმი, რაც, უპირველეს ყოვლისა, თმის ფოლიკულის ფიზიოლოგიის დარღვევას უკავშირდება. ეს უკანასკნელი აღინიშნება თმიანი საფარველის გაცვენისას, კანის ატონიისას. ამ დროს განვითარებული ცვლილებების გამო ტკიპა ადვილად აღწევს თმის ფოლიკულში, თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ დასნებოვნება არც ჯანსაღი თმიანი საფარველის შემთხვევაშია გამორიცხული. დემოდეკოზისადმი განწყობას ქმნის აგრეთვე კანში იმუნური რეაქციების დათრგუნვა და ჰორმონული დარღვევები. დემოდეკოზით დასნებოვნების აუცილებელი პირობაა ძაღლის კონტაქტი დაავადებულ ცხოველთან და ამ დროს მის ორგანიზმში სქესობრივად მომწიფებული დემოდექსის შეღწევა. სხეულის იმ უბანზე, რომლითაც ჯანმრთელი ძაღლი ავადმყოფს შეეხო, იმატებს ტემპერატურა, რაც ხელს უწყობს პარაზიტის გამრავლებას. დასნებოვნების შემდეგ დემოდექსი განსაკუთრებით ინტენსიურად მრავლდება ჰორმონ ოქსიტოცინის ზემოქმედებით, ეს უკანასკნელი კი ძაღლის ორგანიზმში უხვად წარმოიქმნება ლეკვების ძუძუთი კვებისას. ამის გამო მეძუძური ძაღლის ორგანიზმში დემოდექსი გაცილებით სწრაფად მრავლდება და ძუძუს წოვებისას ლეკვებსაც ასნებოვნებს.
ცნობილია, რომ დაავადებულ ადამიანთა 20%-ს დაავადება კლინიკურად არ უვლინდება - ისინი დემოდექსის მხოლოდ მატარებლები არიან. ძაღლებში უსიმპტომო მატარებლობის შესაძლებლობა შესწავლილი არ არის, თუმცა სპეციალისტები მის არსებობას არ გამორიცხავენ.

დიაგნოსტიკა

დემოდეკოზის კლინიკური ნიშნები ძალიან ჰგავს სხვადასხვა მიზეზით აღმოცენებული კანის ანთებითი დაავადების – დერმატიტის სურათს. სწორედ ამიტომ ამბობენ სპეციალისტები, რომ დემოდეკოზის დიაგნოზის დასმა მხოლოდ სიმპტომების მიხედვით შეუძლებელია. გამონაკლისია დაავადების გენერალიზებული ფორმა, რომელსაც ცხოველის სპეციფიკური სუნით ამოვიცნობთ. დაავადების დიაგნოზის დასმის უმთავრესი და ამავე დროს არცთუ რთული მეთოდია დემოდეკოზური უბნების შიგთავსის მიკროსკოპია, რაც ექიმს საშუალებას აძლევს, მიკროსკოპში უშუალოდ დაინახოს დემოდექსი. მეთოდი საკმაოდ სარწმუნოა. ტკიპის აღმოჩენა პუსტულების შიგთავსშიც შეიძლება.

როგორ ვუმკურნალოთ დემოდეკოზს

დემოდეკოზის მკურნალობა პირველ რიგში მისი გამომწვევის ცხოველმყოფელობის დათრგუნვას გულისხმობს. გარდა ამისა, აუცილებელია დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებზე ზემოქმედება, კერძოდ, კანის ატონიის მკურნალობა, თმის ზრდის გაუმჯობესება, იმუნური რეაქციების სტიმულაცია, ჰორმონული დარღვევების აღმოფხვრა. ეტიოტროპული (მიზეზზე უშუალოდ მოქმედი) მკურნალობა კომპლექსურია. ის ითვალისწინებს ანტიპარაზიტული პრეპა¬რატების გამოყენებას როგორც ადგილობრივად, ისე სისტემურად – ტაბლეტების ან ინექციების სახით. მკურნალობის წვრილმანების შესახებ საუბარს აღარ გავაგრძელებთ, ვინაიდან ეს პროფესიონალი ვეტერინარების პრეროგატივაა.


წყარო: vet-express.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 3191 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ზაალ  
0
გამარჯობათ, სამი თვის ლეკვი მყავს, დაავადებულია დემოდეკოზით, რა პრეპარატი უნდა გამოვიყენო, რას მირჩევთ

სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი