დურაჯი - 27 თებერვალში 2011 - Персональный сайт
კვირა, 04.12.2016, 17:16მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 389
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » დურაჯი
18:37
დურაჯი

დედალი დურაჯი

მამალი დურაჯი


დურაჯი


მისი გავრცელების არეალი, ბოლო ხანებში შემცირდა და მე-20 საუკუნის მეორე მახევარში მხოლოდ რამოდენიმე ცალი იყო დარჩენილი მდინარე ივრის ჭალებში საგარეჯოსა და სიღნაღის რაიონებში.
დურაჯის ადგილსამყოფელი და საბუდარი ადგილებია ხშირი ეკალ-ბარდი, მაყვალიანი, ბროწეულიანი, იალღუნით დაფარული და ჩალიანი ბუჩქნარები. ესეთი ადგილები განსაკუთრებით იზიდავს დურაჯს, თუ ის მდებარეობს მდინარის ან არხის პირას. იგი არ ერიდება ადამიანს და ხშირად მის მეზობლადაც სახლდება.
დურაჯის საკვებია მცენარის კვირტები, ბალახის თავთავი, ნორჩი ფოთლები, ყველანაირი გარეული ნაყოფი, მცენარეულობის თესლი, მწერები, ლოკოკინები და მცირე ხერხემლიანები.
დურაჯები გაზაფხულზე წყვილდებიან. მამალი დურაჯი მონოგამია, მეტად ერთგულია თავისი ოჯახისადმი. აპრილის შუა რიცხვებიდან დურაჯი იწყებს მიწაზე ბუდის გაკეთებას, რომელშიც აფენს ხმელ ბალახს და შიგ 7-9 კვერცხს დებს, ზოგჯერ კი კვერცხების რაოდენობა ორჯერ მეტია. კრუხად უმთავრესად დედალი დურაჯი ზის, მამალი კი ბუდეს დარაჯობს. დურაჯი საბუდარი ადგილებიდან უმთავრესად დილით და საღამოთი გამოდის, მხოლოდ იგი ისეთი ფრთხილი არ არის როგორც ხოხობი, და ხშირად ამ გაუფრთხილებლობის მსხვერპლი ხდება. მონადირეები სარგებლობენ ამ ფრინველის გულუბრყვილო ქცევით და თუ პირველი აფრენისთანავე სროლას ვერ მოახერხებენ, ადვილად პოულობენ მას მეორე ადგილზედაც.
დურაჯის მოსაპოვებლად საჭიროა 6-7 ნომერი საფანტი.

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 459 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი