ხუთშაბათი, 25.04.2024, 07:40მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ძაღლების შეწყვილება
21:37
ძაღლების შეწყვილება

ძაღლების შეწყვილება

თუ თქვენ თქვენი ძაღლის დართვა გადაწყვიტეთ, კარგი იქნება თუ კინოლოგს მიმართავთ დახმარებისთვის. კინოლოგი დაგეხმარებათ სწორად შეურჩიოს მეწყვილე თქვენს ძაღლს. ამ საქმეს პროფესიონალის რჩევა ჭირდება, რადგან ყველა ძაღლს თავისი სტანდარტი აქვს და არსებობს ისეთი ნიუანსები, რომლებიც ჩვეულებრივი თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება. კინოლოგმა კარგად იცის ამა თუ იმ ჯიშის სტანდარტები, ცდილობს დააბალანსოს ძუსა თუ ხვადის პლუს-მინუსები, რათა ნამატი მაქსიმალურად დახვეწილი იყოს. მაგალითად სხვადასხვა ფერის ძაღლების დაწყვილება სერიოზული სელექციაა. აუცილებელია ძაღლის გენეალოგიის ცოდნა. უნდა იცოდეთ რა ფერის წინაპრები ყავდა წინა სამ თაობაში ძუსაც და ხვადსაც. უნდა იცოდეთ, რომელია დომინანტური და არადომინანტური ფერები. ფერიდან გამომდინარე ძაღლებს სხვადასხვა პიგმენტაცია აქვთ, ამიტომ არის აუცილებელი ყველა ნიუანსის ცოდნა. რაც შეეხება დაწყვილების პერიოდს, უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა ძაღლს სხვადასხვა დრო აქვს. აღსანიშნავია, რომ ბევრი გაზაფხულს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ლეკვები ზაფხულში იბადებიან. წელიწადის ამ დროს მარტივია ლევების მოვლა, არ ცივა, არც ქარი შეაწუხებთ. თუმცა ზაფხულში ბევრი პარაზიტი და ბაქტერიაა. დაწყვილების პერიოდისთვის ყველა სეზონს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 1373 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი