შაბათი, 20.04.2024, 16:12მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 25 » ძაღლის ფიზოლოგიური განვითარების თავისებურებები
18:24
ძაღლის ფიზოლოგიური განვითარების თავისებურებები


ძაღლის ფიზოლოგიური განვითარების თავისებურებები

 

ძაღლების(ძუს) სქესობრივი და ფიზიოლოგიური სიმწიფე

ძუს სქესობრივი სიმწიფე ხასიათდება ახურების პირველი პერიოდის დადგომით. ამ დროისთვის იწყება საკვერცხეების ფუნქციონირება: მათში პერიოდულად ვითარდება ფოლიკულები, მწიფდება კვერცხუჯრედები. მდედრი იძენს განაყოფიერების უნარს. სქესობრივი სიმწიფის დადგომის ვადა დამოკიდებულია ჯიშის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, შენახვის პირობებზე და კვებაზე.

 

პირველი ახურება საშუალოდ დგება 8-10 თვის ასაკში. თუმცა მცირე ზომის ძაღლებში შესაძლებელია ეს მოხდეს 6 თვის ასაკში, დიდი ზომის ძაღლებში 12-14 თვის ასაკში. აღსანიშნავია, რომ სქესობრივი და ფიზიოლოგიური სიმწიფის ასაკი ძაღლებში ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ დართვა(განაყოფიერება) რეკომენდირებულია არაუადრეს 1,5-2 წლის ასაკში. .. ფიზიოლოგიური მომწიფების შემდეგ. ვინაიდან, პირველი ახურების პერიოდისთვის არ არის დასრულებული ორგანიზმის ფიზიოლოგიური მომწიფება, ამიტომ ნაადრევ დართვას შეუძლია უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ორგანიზმის ნორმალურ ფორმირებაზე, აგრეთვე შთამომავლობაზეც.

სქესობრივი ციკლი - იგულისხმება სქესობრივი სისიტემის ის ცვლილებები, რომლებიც ახასიათებს ძუს ერთი ოვულაციიდან მეორემდე(პირველი ახურების დაწყებიდან მეორემდე).

სქესობრივი ციკლის ხანგრძლივობა ძუების უმრავლესობაში 5-8 თვეა, თუმცა არსებობს ჯიშობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები. 4 დან 13 თვემდე. სქესობრივი ციკლი იყოფა 4 სტადიად ანუ ფაზად: პროესტრუსი, ესტრუსი, მეტესტსუსი და ანესტრუსი.

ახურების ცნებაში ძირითადად გულისხმობენ პირველ 2 ფაზას: პროესტრუსს და ესტრუსს.

პროესტრუსი (განაყოფიერებისთვის მოსამზადებელი პერიოდი) - საშუალოდ 9(3-დან 16-მდე) დღე გრძელდება. ამ დროს ხდება დამახასიათებელი ცვლილებები საკვერცხეებში, სასქესო ორგანოებში და ქცევაში, თუმცა ან დროს არ ხდება დართვა.

ესტრუსი (საკუთრივ მზადყოფნა განაყოფიერებისათვის) - საშუალოდ 6 (3-12) დღე გრძელდება. ამ პერიოდში ხდება დართვა. უმრავლეს შემთხვევაში ძუს განაყოფიერებისათვის საკმარისია ერთჯერადი დართვა ნებისმიერ პირველ 3-4 დღეს. განმეორებითი დართვა 1-2 დღის შემდეგ ზრდის განაყოფიერების ალბათობას და ნაყოფის სიმრავლეს.

მეტესტრუსი - ეს არის ფაზა, როდესაც იქმნება ხელსაყრელი პირობები ნაყოფის განვითარებისათვის და ქრება პირველი 2 ფაზისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი. ამ სტადიის ხანგრძლივობა 60-90 დღეა და მთავრდება შობადობით.

ანესტრუსი - სქესობრივი სიმშვიდის პერიოდია. ამ სტადიის ხანგრძლივობა 3-6 თვე გრძელდება.


რუბრიკას უძრვება - ექიმი-ვეტერინარი პაატა ჩხეიძე.

წყარო: hunters.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 2041 | დაამატა: gio | ტეგები: ძაღლის ფიზოლოგიური განვითარების თავ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი