პარასკევი, 23.06.2017, 06:35მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 404
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30 » ძაღლისთვის “დაჯექი!” “ადგილზე!” ბრძანებების სწავლება
20:25
ძაღლისთვის “დაჯექი!” “ადგილზე!” ბრძანებების სწავლება


ძაღლისთვის "დაჯექი!” "ადგილზე!” ბრძანებების სწავლება

 

1. ძაღლისათვის ჯდომისა და ადგილზე დარჩენის სწავლებაძალიან კარგი ილეთია საწყისი წვრთნისას, რომელიც საშუალებას მისცემს თავი აარიდოს მანქანის ქვეშ მოხვედრას და გახდეს მასთან შემდგომი ურთიერთობის საფუძველი. მას შემდეგ, რაც ძაღლს დასვამთ ბრძანებით "დაჯექი!”, მოათავსეთ ხელისგული მისი ცხვირის წინ.

2. ხელების ჩამოუშვებლად მიეცით ბრძანება "ადგილზე!” და დადექით სახით ძაღლის წინ. მაგრად გეჭიროთ თასმა და მზად იყავით მოსაქაჩად, როდესაც ძაღლი მოისურვებს წასვლას. თუ იგი ადგა, დაიწყეთ ყველაფერი თავიდან.

3. როდესაც ძაღლი მიხვდება, თუ რა გსურთ მისგან, დადეთ თასმა და თანდათანობით წადით. არ დაგავიწყდეთ ხელის ჭერა მაღლა, რათა ძაღლი ხედავდეს მას და თან იმეორეთ "ადგილზეიმდენჯერ, რამდენჯერაც ეს იქნება საჭირო.

ილეთის ათვისებასთან ერთად გაზარდეთ დისტანცია. ივარჯიშეთ ცოტა ხანს, რათა არ გადაღალოთ არც ძაღლი და არც საკუთარი თავი.



"ბარიერი!” ბრძანების სწავლება

დაბრკოლებათა გადალახვა.
1. იმისათვის, რომ ასწავლოთ ძაღლს ბარიერებზე გადახტომა, დაიწყეთ მარტივი და უსაფრთხო საშუალებებით – მორით ან დაბალი კედლით. გაუკეთეთ ძაღლს თასმიანი წყვეტიანი ჯაჭვი, მიეცით ბრძანება "დაჯექი!” და გადადით დაბრკოლების მეორე მხარეს. იმისათვის, რომ ძაღლს გადახტომა აიძულოთ, მიარტყით დაბრკოლებას და უბრძანეთ "აპ!” ან "ბარიერი!”.

2. როდესაც ძაღლი ხტება, ჯაჭვი უნდა ეკიდოს თავისუფლად. თუ ძაღლი ჯიუტობს, ნელა მოქაჩეთ იგი, ხოლო როდესაც ის გადალახავს დაბრკოლებას, შეაქეთ ამისათვის. როდესაც ძაღლი თავის თავში დარწმუნდება, გადადით ნახტომებზე თასმის გარეშე და დარჩით იმავე ადგილას, საიდანაც იგი ხტება.

"მობრუნდი!” ბრძანების სწავლება
1. როდესაც ძაღლი თქვენს გვერდით მოძრაობს, მსუბუქად მიარტყით თეძოზე, რათა მიიპყროთ ძაღლის ყურადღება და მოაბრუნოთ მარჯვნივ, ამასთან იმეორეთ სიტყვა "გვერდით!”

2. დაიწყეთ თქვენი ძაღლისათვის მარცხნივ და მარჯვნივ მობრუნების სწავლება მხოლოდ მის მერე, რაც იგი დაიწყებს მოძრაობას გვერდით და თქვენი განზრახვების, წინასწარ განჭვრეტას.

3. მარცხნივ მობრუნება უფრო რთულია, რადგანაც თქვენ შესაძლოა მას თათზე დააბიჯოთ ფეხი მისი გვერდით მობრუნებისას. დაიწყეთ შენელებული მოძრაობიდან.

"გვერდით!” ბრძანების სწავლება

1. ახალგაზრდა ძაღლი, რომელიც თასმას ქაჩავს, ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ პატრონმა გამოტოვა ის დრო, როდესაც უნდა გამოეყენებინა წყვეტიანი ჯაჭვი.

2. ძაღლი, რომელმაც სწორად აითვისა გვერდით მოძრაობის ილეთი, წინასწარ უნდა განჭვრიტოს პატრონის ქმედებები. მან იცის, რომ თასმის მსუბუქ მოქაჩვას თან შეიძლება სდევდეს ბრძანება "დაჯექი!” ან ტროტუარის კიდეზე შეჩერება.

3. თუ ძაღლი ცდილობს ჩამორჩენას, მისი ამისაგან გადაჩვევა უნდა მოხდეს წყვეტიანი ჯაჭვის დახმარებით: როდესაც ძაღლი გვერდით იმყოფება, ჯაჭვი თავისუფლად კიდია; ხოლო როდესაც ცხოველი ებჯინება, ჯაჭვი იჭიმება.

"დაწექი!” "ადგილზე!” ბრძანებების სწავლება

1. ადგილზე ძაღლის ჯდომისა და დარჩენის შეჩვევის შემდეგ, ადვილია შემდეგ ილეთზე გადასვლა. დასვით ძაღლი და აიძულეთ დაწოლა, წინა თათების წინისაკენ ბიძგით.

2. როდესაც ძაღლი დაწვება, უთხარით ხმადაბლა "დაწექი!” თუ ძაღლი შეეცდება ადგომას, გაიმეორეთ "დაწექი!” და ეგრევე დაუმატეთ "ადგილზე!” – წინა ბრძანების განმტკიცებისათვის. ეცადეთ ძალიან ძლიერ არ უბიძგოთ ძაღლის თათებს.

3. როდესაც ძაღლი დაწვება, დადექით მის პირისპირ და დრუნჩთან ხელის დაჭერასთან ერთად, მიეცით ბრძანება "ადგილზე!”, თუ იგი შეეცდება ადგომას. გადით და განაგრძეთ ჟესტით მკვეთრი სიგნალის მიცემა.

"ჩემთან!” ბრძანების სწავლება
ლეკვისათვის "ჩემთან!” ბრძანების სწავლება საჭიროა უპირველეს ყოვლისა. დაუძახეთ ლეკვს მისი სახელით და დაამატეთ მხიარული ხმით "ჩემთან!” თუ ლეკვი ეგრევე მოვა – მიეცით მას პატარა გემრიელი ნაჭერი და მოეფერეთ. ქუჩაში ბრძანება უნდა ჟღერდეს ხშირად და მას ყოველთვის უნდა მოჰყვებოდეს გემრიელი ნაჭერი.

წაქეზება უნდა ხდებოდეს ეგრევე, რაც ნიშნავს, რომ ბრძანების წარმოთქმისას ნაჭერი ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს პატრონის ხელში. წაქეზება საჭიროა არა პატრონთან ნებისმიერი მისვლისათვის, არამედ მხოლოდ ბრძანების შედეგად მისვლის შემთხვევაში.

მეორე მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: თუ ძაღლი არ მოდის პატრონის დაძახებაზე, უკანასკნელმა ისე უნდა ქნას, თითქოს მიდის სადმე მის გარეშე. ძაღლს არ უყვარს მარტოობაში დარჩენა და წაჰყვება თავის პატრონს. ეგრევე წააქეზეთ ძაღლი, მიეცით ნაჭერი, შეაქეთ და მოეფერეთ.

"ფუ!” ბრძანების სწავლება
ლეკვი ყოველთვის შეასრულებს თქვენთვის არასასურველ ქმედებებს და იმისათვის, რომ ისინი ჩვევაში არ გადაეზარდოს, ლეკვმა უნდა იცოდეს ბრძანება "ფუ!”

ამ ბრძანებისადმი მიჩვევა საჭიროა 2-თვის ასაკიდან. სხვა ბრძანებების მსგავსად, ძაღლმა ეს ბრძანებაც უნდა შეასრულოს დაუყონებლივ. "ფუ!” ბრძანებას ამბობენ მკვეთრი და მკაცრი ხმით, რომელიც გამოხატავს პატრონის უკმაყოფილებას. ერთდროულად მას მოჰყვება წკეპლის ან სპეციალური მათრახის სუსტი დარტყმა.

არ შეიძლება ხელით ან თასმით რტყმა, თქვენი ხელი ლეკვისათვის ხომ ალერსის სიმბოლოა, თასმა კი განკუთვნილია გასასეირნებლად.

თუ თქვენ ლეკვს თასმით სცემთ, ვეღარ შეძლებთ ლეკვის გასეირნებას თასმით: ლეკვს შიში გაუჩნდება მის მიმართ.

ამ ბრძანების გამომუშავება უნდა იყოს შეხამებული ლეკვისათვის აკრძალული ქმედებების შეჩერებით. მკაცრად და ყურადღებით ადევნეთ თვალი თქვენს ლეკვს. "ფუ!” ბრძანება – მკვეთრი და მოულოდნელია, ასეთივე უნდა იყოს ფიზიკური ზემოქმედებაც.

ლეკვები და ზრდასრული ძაღლები, ჩვეულებრივ, იღებენ მიწაზე არსებულ სხვადასხვაგვარ ნარჩენებს, მაგრამ არა შიმშილის, არამედ თანდაყოლილი მოთხოვნილების გამო.

წარსულში ძაღლები საკვებს სწორედ ასეთი ხერხით შოულობდნენ. ნარჩენების აღება იწვევს მძიმე შედეგებს.

ამასთან ბრძოლა საჭიროა უკვე ლეკვის ადრეულ ასაკში, ერთდროულად "ფუ!” ბრძანების დამუშავებასთან ერთად ლეკვის გადაჩვევა მიწიდან სხვადასხვაგვარი ნარჩენის აღებისაგან შეიძლება სხვადასხვა ხერხით.

მაგალითისათვის: გასეირნების წინ ლეკვისათვის უცნობმა პიროვნებამ დადგენილ ადგილებში საჭიროა დადოს ხორცის რამდენიმე ნაჭერი, რომლებსაც უნდა ეყაროს პილპილი ან სხვა მწარე, მაგრამ უვნებელი წამალი. სეირნობის დროს საჭიროა მოახდინოთ ლეკვისათვის ამ ნარჩენების პროვოცირება: ასეთი "საჩუქარი” ლეკვს ნამდვილად არ მოეწონება. მსგავსი გაკვეთილის განმეორება საჭიროა რამდენიმეჯერ, სატყუარის განთავსების ადგილის, ხარისხისა და გემოს შეცვლით.

მეორე ხერხი – თითქმის იგივეა, მაგრამ გემრიელი საკვების მიცემა ხდება მწარე სანელებლების გარეშე. მას ცვლის წკეპლა, რომლითაც პატრონი ურტყავს ლეკვს, თუ ეს უკანასკნელი გემრიელ ნაჭერს იღებს. ამასთან, დარტყმა უნდა შეესაბამებოდეს ძაღლის ზომებს. ერთდროულად წარმოითქმის ბრძანება "ფუ!”.

ამკრძალავი ბრძანება, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ძაღლებისა და გარშემომყოფების უსაფრთხოებისათვის.

სისუფთავისადმი შეჩვევა
ადრე თუ გვიან (უფრო ადრე), თქვენი ახალი ლეკვი მოისაქმებს იატაკზე. პირველ რიგში, აიღეთ გაზეთი და დადეთ იგი მოსაქმებულ ადგილას, რათა მან შეიწოვოს შარდი. შეინახეთ გაზეთი. შემდეგ აიღეთ ტილო, საპონი და წყალი, გარეცხეთ იატაკი და გაამშრალეთ იგი კარგად. შემდეგ სველი გაზეთის ნაჭერი დადეთ მშრალი გაზეთებისაგან შექმნილ საკმაოდ დიდი მონაკვეთის მოხერხებულ კუთხეში. ყოველთვის, როდესაც მოწმინდავთ ძაღლის მოსაქმებულს, დატოვეთ სველი გაზეთის ერთი ნაჭერი მშრალ გაზეთებზე. ყოველი ზუსტი მოხვედრის შემდეგ აუცილებელია მისცეთ ლეკვს რაიმე გემრიელი. მოხარშული ხორცი ან ქათამი სრულიად შესაფერისი იქნება ამ მიზნისათვის. 10 დღეც არ გავა, და თქვენი მიზანი იქნება მიღწეული!

დატოვეთ ლეკვი ღამით. სავარაუდოდ, იგი დაიწყებს ტირილს და ყმუილსაც კი, ზოგიერთი ლეკვი ძალიან ჟინიანია თქვენთან მოახლოების სურვილის თვალსაზრისით. მაგრამ დატოვეთ იგი ღამით მარტო. ეს შეიძლება ჟღერდეს უხეშად, თუმცა ასეთი პროცედურა საუკეთესოა, რაშიც შემდგომში თავად დარწმუნდებით. უბრალოდ მიეცით წკმუტუნის საშუალება: ადრე თუ გვიან იგი დაიღლება.გათენებისას დაელოდეთ, სანამ ლეკვი მოშარდავს, და მხოლოდ ამის შემდეგ აჭამეთ. ლეკვები, ჩვეულებრივ, ტუალეტში გაღვიძებისთანავე, ძილის წინ, საჭმელის ყოველი მიღებისა და ყოველი "ჩუმი საათის” შემდეგ დადიან. "შეცდომათა” რაოდენობის შესამცირებლად, დასვით იგი გაზეთზე უფრო ხშირად პირველი რამდენიმე დღის მანძილზე მანამ, სანამ იგი არ მიხვდება გაზეთების არსებობის არსს.

სისუფთავისადმი მიჩვევა – უბრალო რამ არის, თუ ამას სწორად გააკეთებთ. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ საქმე გაქვთ გარდაუვალობასთან. გააფრთხილეთ მისი მოთხოვნილება მანამ, სანამ ამას თავად იზამს. პირველ რამდენიმე შეცდომაზე არაფერი უთხრათ, განსაკუთრებით პირველი 24 საათის მანძილზე. შემდეგ, თუ იგი არ დაგიჯერებთ, მიუთითეთ შეცდომაზე და ჩუმად, მაგრამ მტკიცედ უთხარით: "ფუ!” ამის გაკეთება საჭიროა დამაჯერებლად და მკაცრად. ლეკვი უნდა მიხვდეს, რომ რაღაც ცუდი ჩაიდინა, მაგრამ ძალიან არ შეაშინოთ. ამის გარდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ცემა ან ყვირილი. მოახდინეთ ყველაფრის ორგანიზება ისეთნაირად, რომ მას არ ჰქონდეს ურჩობისა და დასჯის ობიექტად ყოფნის შესაძლებლობა. უფრო ხშირად შეაქეთ იგი კარგი საქციელისათვის და წააქეზეთ.

ლეკვის დასჯა მოშარდვის შემდეგ რამდენიმე წუთში სრულიად არაეფექტურია. ამის მიუხედავად, შეიძლება არასასურველ ადგილას მოშარდვის მცედლობების რაოდენობის შემცირება, თუ ყურადღებით უთვალთვალებთ ლეკვს იმ მომენტში, როდესაც იგი დაიწყებს ფუსფუსს და დამახასიათებელი პოზის მიღებას, და ხმამაღლა დაუკრავთ ტაშს. არავითარ შემთხვევაში არ ღირს ძაღლის გაზეთზე დასმა და მისი ხელით დაკავება. ამან შესაძლოა გამოიღოს უკუეფექტი.
საჭიროა განსაკუთრებული გულმოდგინეობით გარეცხოთ ყველა ის ადგილი, რომელიც დასვარა ლეკვმა. უსიამოვნებების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია ხალიჩის და თეთრეულის გაფუჭებასთან, არ შეუშვათ ლეკვი საძინებელში, არ დაიძინოთ ლეკვთან ერთად. დადგით რამდენიმე ადგილას ფარდულები, კუთხეებში დააფინეთ ბევრი გაზეთი. სწორედ იმ ადგილას, სადაც ლეკვი ყველაზე ხშირად ისაქმებს. გარკვეული დროით ჩაკეტეთ ლეკვი ერთ ადგილას (უმჯობესია სააბაზანოში) ფარდულით ან იატაკზე დაფენილ გაზეთებთან ერთად.

თუ ვერაფერი აიძულებს ლეკვს ისარგებლოს ფარდულით ან გაზეთით, ჩაკეტეთ იგი რამდენიმე დღით გალიაში ან მოათავსეთ ვოლიერში, სადაც იატაკი მთლიანად იქნება დაფარული გაზეთებით. თანდათანობით შეამცირეთ გაზეთებით დაფარული ტერიტორია. 2-3 კვირაში შედეგი უნდა იყოს დადებითი. თანდათანობით შეამცირეთ ფარდულთა და გაზეთების რაოდენობა სხვადასხვა კუთხეში. დაიწყეთ ლეკვის გაშვება ოთახებში, თავიდან იმ ოთახში სადაც მას არასოდეს მოუსაქმავს, შემდეგ კი დანარჩენებში. თუ შეცდომები ისევ დაიწყება, ესე იგი, თქვენ იჩქარეთ და საჭიროა მოქმედება უფრო ნელა, "ნაბიჯ-ნაბიჯ”.

დამჯერობის სწავლება

სასუსნავით წაქეზების საშუალებით, ლეკვი უნდა შეაჩვიოთ მანქანით მგზავრობას. შეაქეთ ისეთი ბრძანებების კარგად შესრულება, როგორიცაა "დაწექი”, "დაჯექი”, "მაჩვენე კბილები”. სასუსნავის დახმარებით ადვილად იქნება შესაძლებელი ვარცხნა, თუ ლეკვს არ უყვარს სავარცხელის შეხება. იმისათვის, რომ ლეკვი მარტოობას შეაჩვიოთ, თავიდან გადით რამდენიმე წუთით, დაბრუნებისთანავე მაშინვე მიეცით სასუსნავი, შემდეგ თანთანობით, რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაშიც კი, გაზარდეთ თქვენი არყოფნის ხანგრძლივობა.

ზრდად ლეკვთან, განსაკუთრებით ხვადთან, ურთიერთობისას, შესაძლებელია მცირე კონფლიქტური სიტუაციები, რომლებსაც შემდგომში, სათანადო ღონისძიებების მიღების გარეშე, შეუძლიათ ურთიერთობაში პრობლემების შექმნა. მაგალითად, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი ცდილობს წაართვას ძაღლს სათამაშო ან საკვები ან უახლოვდება მას იმ მომენტში, როდესაც მას უჭირავს სათამაშო ხახით ან საგანი მის გვერდით დევს – ძაღლი იღრინება, ზოგჯერ კბენასაც კი ცდილობს. ამას ეწოდება – აგრესია ლიდერობისათვის ბრძოლაში. არასწორია იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მოქცევა ნორმალურია, რომ ძაღლი უბრალოდ იცავს საკვებს, ან ადგილს, ან რომ ძაღლთან კარგი ურთიერთობა ნიშნავს ყველაფერ იმის შესრულებას, რასაც იგი ითხოვს. აუცილებელია იმთავითვე აღმოფხვრათ ასეთი საქციელი და აჩვენოთ ლეკვს, თუ ვინ არის სახლის პატრონი. საჭიროა მკაცრად დასაჯოთ ძაღლი და დაიწყოთ მკაცრი წვრთნა დამჯერობის შემუშავებაზე.

ჩვენს პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევა. ლეკვი შეიძინეს 8 თვის ასაკში ოჯახში, სადაც იყვნენ 3 და 5 წლის ბავშვები. ლეკვის საბოლოოდ წაყვანამდე, ჟანა ორჯერ მოდიოდა, რათა უფრო ახლოს გაცნობილიყო ლეკვთან. ძაღლს იგი მოეწონა და მეორედ გაცნობისას ლეკვი სიამოვნებით ეჯდა ხელებში და ეთამაშებოდა. სანაშენეში ლეკვი ვერ ხედავდა პატარა ბავშვებს და არც იცოდა მათი არსებობის შესახებ. როდესაც მფლობელმა მიიყვანა იგი ახალ სახლში, ბავშვები ხმაურით მიცვივდნენ მასთან. ლეკვს თავიდან შეეშინდა და მიებღუჯა ნაცნობი ადამიანის ფეხებს. მფლობელმა აიყვანა იგი ხელში და მისი დამშვიდება სცადა. შედეგად ლეკვმა დაუღრინა ბავშვებს. შემდგომში ჩვენ ავუხსენით ჟანას მისი არასწორი ქმედებები, რის შემდეგაც ლეკვის აყვანა ბავშვების გარემოცვაში აღარ ხდებოდა. ბავშვებმა დაიწყეს ლეკვის ყოველდღიური კვება და იგი მიეჩვია მათ, აღარ უღრენდა და უკვე სიამოვნებით ეთამაშებოდა. პატრონის მხრიდან კარგი ქცევისათვის წაქეზებამ და ბავშვების მიმართ აგრესიის გამოვლენისათვის რბილმა დასჯამ გამოიღო დადებითი შედეგები.

არ მოექცეთ ძაღლს ისე, როგორც პატარა ბავშვებს! ძაღლი – გროვის წევრია და ემორჩილება ამ გროვის კანონს. პატრონი ყოველთვის გროვის ლიდერია, ძაღლი უნდა იყოს ბოლო ადგილზე.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ძაღლთა მფლობელებს უსიამოვნებებს ანიჭებს – საკვების ან ალერსის მოთხოვნაა. თავიდან ძაღლის მოთხოვნილებას არ მოჰყვება დიდი უსიამოვნებები, მაგრამ ხშირად სიტუაცია კონტროლიდან გამოდის. როდესაც იგი იწყებს ფხაჭვნას, ხმამაღლა ყეფას, ხტუნვას – ეს ძლიერ მოქმედებს ოჯახის წევრების ნერვულ სისტემაზე. თეორიულად ამ პრობლემის გადაჭრა მარტივია. ამისათვის მფლობელმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება – არასოდეს მისცეს ძაღლს ის, რისი მიღწევაც სურს მას თხოვნით. ამის გარდა, არ შეიძლება არასასურველი ქმედებების ჩახშობა მისთვის რაიმე ნივთის მიცემით; მაგალითად, ძაღლი ყეფს, როდესაც მთელი ოჯახი მაგიდასთან ზის და სადილობს. არ ღირს ძაღლისათვის სათამაშოს მიცემა მისი გაჩუმების მიზნით. ამგვარად, თქვენ შესაძლოა მხოლოდ განამტკიცოთ ძაღლის მიდრეკილებები. თუ მას არ აქვს ყეფის მოთმინების შესაძლებლობა, პატრონი დამაჯერებლად უნდა ადგეს მაგიდიდან და მკაცრი ხმით გააძევოს ძაღლი "ადგილზე” ან მკაცრად დასაჯოს, რათა იმთავითვე მოაშლევინოს არასასურველი ქცევა. არსებობს არასასურველი ქცევის გადაჩვევის კიდევ ერთი კარგი მეთოდი. უნდა ადგეთ, გახვიდეთ ოთახიდან და დააიგნოროთ ძაღლი. ასეთი ხერხი ერთგვარი რბილი დასჯის ტოლფასია.

წყარო: mydog.ge და bazieri.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 395 | დაამატა: gio | ტეგები: ძაღლისთვის “დაჯექი!” “ადგილზე!” ბრძ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი