შაბათი, 23.09.2017, 03:20მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 405
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 26 » ძერანა
16:15
ძერანა


ძერანა

 

ქუდი-5-60 სმ, იზრდებაერტეულებად ან შეერთებულია რამდენიმე ეგზემპლარი ერთად, დასაწყისში მომრგვალოა და ელასტიურ-ხორცოვანია, შემდეგ-თირკმელისებრი, მარაოსებრი. ზედაპირი დაფარულია კონცენტრულად განწყობილი ყავისფერ და მუქმურა ზედაპირზე გაკრული ქერცლებით, ღია-მოყვითალოა, ჟანგმიწისფერია და მომწიფებისას თითქმის მურაა, ჰიმენოფორი დასაწყისში თეთრია, შემდეგ მოყვითალო. მილები დაღმავალია, ფორები მსხვილი კუთხოვანი, უსწორმასწოროდ დაკბილული კიდეებით.

ფეხი მოკლეა 1-3 სმ, Vეულებრივ გვერდითი, ექსცენტრული, იშვიათად ცენტრალური, ძირში გაგანიერებული მუქმურა ან შავია. ზედა ნაწილში თეთრია ან ღია-მოყვითალო, ბადისებრფოროვანი, სქელი და მკვირივი.

რბილობი - თეთრია ან მოყვითალო, ჯერ წვნიანი, მსუბუქი, ხორციანი, შემდეგ მაგარი - კორპისებური.

სპორები 10-14X4-5 მკმ. წაგრძელებულ-ელიფსისებურია, უფერული. სპორების მტვერი - თეთრი.

იზრდება მკვდარ და დაზიანებულ ხეებზე, განსაკუთრებით წიფელსა და თელაზე, მთელ სავეგეტაციო პერიოდში. საქართველოში ყველგან გვხვდება.

გამოყენება-საჭმელია ნორჩობაში, წინასწარი გათუთქვის შემდეგ. სიმწიფეში კორპდება და საჭმელად არ გამოიყენება.

კატეგორია: სოკოები | ნანახია: 641 | დაამატა: gio | ტეგები: ძერანა | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი