პარასკევი, 19.04.2024, 15:35მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ევროპული წაულა
15:20
ევროპული წაულა

ევროპული წაულა


ევროპული წაულა ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს. სხეული წაგრძელებულია და მოკლე. სხეულის სიგრძე 28-40 სმ, კუდის 12-18 სმ. ბეწვი მოკლე, ხშირი თივთიკით. შეფერილობა მუქი ყავისფერი, ტუჩებზე თეთრი ლაქა, თათების ლანჩები შიშველია. 
გავრცელება შუა და აღმოსავლეთი ევროპა, ჩრდილოეთი კავკასია, დასავლეთ ციმბირის სამხრეთი ნაწილი. საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ აფხაზეთშია, მდინარეების ფსოუს, ბზიფისა და გუმისტის ხეობებში სადაც ბინადრობს წაულას კავკასიური ქვესახეობა.
ადგილსამყოფელები დაკავშირებულია ტყის პატარა მდინარეებთან, რომლებშიც არის მორევები და ფლატეებიანი ნაპირი და რომლებიც ზამთრობით არ იყინება, ზოგჯერ გვხვდება ტყის ტბების ნაპირებზე რომელიც დაფარულია ლერწმით. წყლის ახლოს თხრის სოროს, რომლის გამოსასვლელი მოწყობილია წყლის ზედაპირის ქვეშ. ბუდეს იკეთებს აგრეთვე ხის ფეღუროებში და ლერწმის შალდამში. საკვების მოსაპოვებლად გამოდის ღამით. საუკეთესოდ დარბის, ცურავს და ყვინთავს. საკვებს პოულობს როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. მის საკვებს შეადგენენ ტყის თაგვები, წყლის მემინდვრიები, ბაყაყები, თევზები, მოლუსკები, ჭიები, კიბოები, წყლის მწერები, ზოგიერთ შემთხვევაში ფრინველები და მათი კვერცხები. ზამთრობით ხშირად ცხოვრობს წყალში ყინულის ქვეშ და იქიდან იშვიათად გამოდის ზედაპირზე. ნაშიერები ჩნდებიან მაის-ივნისში. თითო ჯერზე იბადება 3-5 თვალებაუხელელი ნაშიერი, რომლებსაც ერთი თვის შემდეგ ეხილებათ თვალები. ისინი სწრაფად იზრდებიან და დედას დაყავს სანადიროთ, ხოლო შემოდგომიდან შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება.
იძლევა ძვირფას ბეწვს, განსაკუთრებით დეკემბერ-იანვარში. მცირერიცხოვნობის გამო საქართველოში სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ნადირობა აკრძალულია.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1763 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი