შაბათი, 20.04.2024, 00:52მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » გარეული ღორი
15:25
გარეული ღორი

გარეული ღორი


გარეული ღორი, ღორების ოჯახის ტიპიური წარმომადგენელია. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა-კავკასიური გარეული ღორი.
აღწერილობა: სხეული მოკლეა მასიური დიდთავიანი:დინგი გრძელი, კისერი მოკლე. მამრების სხეულის სიგრძე 200 სმ-მდეა, სიმაღლე 124სმ, წონა 300 კგ-მდეა .მდედრები მამრებზე უფრო პატარაა, სხეულის სიგრძეა 180 სმ-მდე, სიმაღლე 100 სმ-მდე, წონა 200კგ-ს აღწევს. სხეული დაფარულია უხეში ჯაგრისით, შეფერილობა მორუხო-მურაა, გოჭებს აქვთ ბაცი-მურა შეფერადება და გასწვრივი ნათელი ზოლები ზურგსა და გვერდებზე.
გავრცელება: ევროპა, კავკასია, აზია ჩრდილოეთამდე- ციმბირის სამხრეთ ნაწილისა და შორეული აღმოსავლეთის ჩათვლით, ჩრდილო აფრიკა. საქართველოში გვხვდება როგორც ჭალის ტყეებში, ასევე მთის ტყეებში ზღვის დონიდან 100-2500 მ სიმაღლის ფარგლებში, მაგრამ ადგილ-ადგილ ლაგოდეხის, ყვარლის, წითელწყაროს, სიღნაღის, გარდაბნის, დუშეთის, კასპის, ახალციხის, ასპინძის, ფოთის, ლანჩხუთის, წალენჯიხის რაიონებში და აგრეთვე აფხაზეთის ზოგიერთ ადგილას.
ცხოვრების ნირი: ტყის ტიპიური ბინადარია მაგრამ ველებზეც გადის და ამ დროს დიდი მანძილით შორდება ტყეს. საწოლარებს იკეთებს გაუვალ ეკლიან ბუჩქნარებში ან ლელის შალდამებში მდინარეების და სხვა წყალსატევების ნაპირებზე, სადაც არის წყალი და (საბანაო) ადგილები. კარგად არის შეგუებული ნაირგვარ ეკოლოგიურ პირობებს რასაც ხელს უწყობს ის, რომ გარეული ღორი ყველაფრისმჭამელია. ძირითად საკვებს შეადგენენ მერქნიანი მცენარეების ნაყოფები, ტუბურები, ფესვურები, განსაკუთრებით უყვარს ძირხვენის ტკბილი ფესვები. სწრაფად იზრდება და გამრავლების უნარს იძენს წლინახევრის ასაკში. ხურაობა მიმდინარეობს ნოემბერ-დეკემბერში, გოჭებს ჰყრის მარტ-აპრილში; თითო ნაყარში არის 3-7 გოჭი . კოლტებათ ცხოვრობს, ამასთან კოლტები საკმაოდ მრავალრიცხოვანია, რაც აადვილებს თავდაცვას მტრებისაგან.
სამეურნეო მნიშვნელობა: იძლევა მაღალხარისხოვან ხორცს, ქონს, ტყავსა და ჯაგარს. ჩლიქებისა და ეშვებისგან ამზადებენ ღილებსა და სხვა ნაირგვარ ნაკეთობას. ძვირფასი სანადირო ობიექტია:ღორზე ნადირობენ მორეკვით,სახუნდარში წინდაწინ შერჩეულ საკვებ ადგილებზე ჩასაფრებით და სხვა ხერხებით. სპორტული და საინტერესოა ტყიანი და ეკალბარდიანი ადგილების მორეკვა მდევარი ძაღლებით და სპეციალური მომრეკების საშუალებით. ღორზე სასროლი ვაზნა სპეციალურად იაკანის, ბრენეკის ან მრგვალი ტყვიით უნდა იყოს დატენილი. დღევანდელი მდგომარეობით ღორზე მხოლოდ კერძო მეურნეობებში შეიძლება ნადირობა.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 2198 | დაამატა: gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი