გედი - 2 მარტში 2011 - Персональный сайт
კვირა, 04.12.2016, 17:20მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 389
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » გედი
14:42
გედი

მყივანი გედი

სისინა გედი


გედი


გედი საქართველოს წყალსატევებზე გვხვდება ორი სახის მყივანა და წითელ ნისკარტა. ეს გედები გადამფრენი არიან, მაგრამ მათი ნაწილი ჩვენშიც ზამთრობს შავ ზღვაში ჩამავალი მდინარეების შესართავებში და ზღვის ახლო მდებარე ტბებზე, განსაკუთრებით პალიასტომზე.
მათი სხეულის სიგრძე 180 სმ აღწევს, წონა 13 კგ. აქვთ გრძელი კისერი. კარგად ფრენენ და ცურავენ, ცუდად დადიან და ვერ ყვინთავენ. გედების 6 სახეობა გაერთიანებულია 2 გვარში: Cygnus და Chenopsis, პირველი მოიცავს 5 სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ამერიკაში. მეორე გვარში შედის 1 სახეობა შავი გედი, რომელიც ავსტრალიასა და ტასმანიაში ბინადრობს. საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას გვხვდება სისინა (ანუ წითელნისკარტა) გედი და მყივანი გედი. მონოგრამები არიან.
მყივანა გედი საბუდრად მიყრუებული ტბების ხალიან ადგილებს ირჩევს, აქ ის იკეთებს ბუდეს, მამალი ეხმარება დედალს ბუდის შენებაში. დებენ 5-7 (12-მდე) კვერცხს. დედალი 35-40 დღის განმავლობაში კრუხობს. გამოჩეკისთანავე მშობლებს ისინი ჩალიანიდან მდინარეზე გადაჰყავთ.
იკვებებიან მცენარეული საკვებით და წყლის უხერხემლო ცხოველებით. ზოგან საწერაო მნიშვნელობა აქვს. გამოსადეგია ბუმბული და ხორცი. სისინა გედს აშინაურებენ.
მყივანა გედი გარეგანი შესახედაობით ისეთი ლამაზი არ არის, როგორც წითელნისკარტა გედი, ვინაიდან გრძელი ყელი მას სწორედ უჭირავს, მაგრამ მისი ხმა გაცილებით უფრო მელოდიურია, ვიდრე წითელნისკარტასი. გედზე ნადირობა ჩვენში აკრძალულია.
საერთოდ კი მის მოსანადირებლად საჭიროა 0-1-2 ნომერი საფანტი.

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1148 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი