ღამის ტივტივა - 17 დეკემბერში 2011 - Персональный сайт
პარასკევი, 09.12.2016, 10:48მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 390
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17 » ღამის ტივტივა
21:04
ღამის ტივტივა


ღამის ტივტივა

 

სიამოვნებით გაგაცნობთ ჩემს მცირე გამოცდილებას ისეთ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ტივტივიანი ანკესით თევზაობა ღამით. არ დაგიმალავთ და პირადად ჩემთვის, ეს ერთ ერთი ყველაზე სასიამოვნო მეთოდია.

მოდით მოკლედ განვიხილოთ თუ რა უპირატესობები აქვს ასეთ თევზაობას.

უპირველეს ყოვლისა ჩვენი ჭერის ობიექტის უმრავლესობა გაცილებით აქტიურად იკვებება ღამით, ამას რამდენიმე ობიექტური მიზეზი აქვს:

ღამით წყალსატევზე შედარებით სიმშვიდეა, შესაბამისად თევზიც შედარებით თამამად იქცევა და მაქსიმალურად კონცენტრირდება კვებაზე

ჩვენი ჭერის ობიექტთა საკვები ბაზის წარმომადგენელთა უმეტესობა სწორედ ღამით აქტიურდება და ტოვებს თავშესაფარს, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სხვადასხვა სახის მწერის მატლები და ჭუპრები სწორედ სანაპირო ზოლში, დაბალ წყალში ბინადრობს, თევზის ნაპირთან ახლოს გამოჩენაც სავსებით ლოგიკური და გასაგები ხდება. კვებითი კონკურენციის უმარტივესი კანონის მოქმედება კი იწვევს იმას, რომ ამ დროს წვრილი თევზის აქტიურობა მინიმალურია, იგი უბრალოდ იძულებულია დატოვოს კვების ზონა და ადგილი მოზრდილ ეგზემპლიარებს დაუთმოს.

თევზის ღამით აქტიურობას ასევე ტემპერატურული რეჟიმიც განაპირობებს, ყველას მოგეხსენებათ, თუ რაოდენ უარყოფითად მოქმედებს თევზის მადაზე სიცხე, ღამით, განსაკუთრებით კი დაბალ წყალში ტემპერატურა სწრაფად იკლებს და აქტიურობაც იზრდება.

 

ახლა რაც შეეხება სუბიექტურ მიზეზებს:

აქ მარტივადაა საქმე, რა სჯობს სიმშვიდეში, ულამაზეს ბუნებაში, წყლის სარკისებრ ზედაპირზე ტივტივას მანათობელი თავის უცბად გაქრობის ან ზედაპირზე დაწოლის ცქერას? როდესაც არსად არ გეჩქარება, არ გაწუხებს მზე, მობილური ტელეფონი გამორთულია და .

იმისათვის რომ თევზაობისაგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ საჭიროა ეკიპირებას, ადგილის შერჩევასა და დაკვებვას სათანადო ყურადღება მივაქციოთ.

გამომდინარე იქედან, რომ თევზაობა მიდის ახლო მანძილზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს მოსაქნევ ანკესს გამოვიყენებთ, მატჩს თუ ბოლონიურს, რეზულტატზე ეს არ აისახება. მთავარია წყობა შეძლებისდაგვარად პარაბოლური იყოს, რადგან ძუა მოკლეა და ამოკვრის მაქსიმალური ამორტიზაცია აქტუალურია. უპრიანია თუკი ძუის დიამეტრი დღის პირობებთან შედარებით ოდნავ მეტია, ვთქვათ 0,18 მმ 0,16 -ის მაგივრად, რადგან მსხვილი თევზის დაჭერის შანსი მაღალია, იგივეს თქმა შეიძლება სადავეზეც. კონკრეტული სიღრმიდან გამომდინარე ვიყენებთ ფიქსირებულ ან სრიალა ტივტივებს, მთავარია მათი კონსტრუქცია მანთობელი ელემენტის მონტაჟის შესაძლებლობას უზრუნველყოფდეს. ნემსკავი შესაძლებელია ერთი ან ორი ზომით დიდი გამოვიყენოთ, პირადად მე 14 ნომერს ვანიჭებ უპირატესობას. უკეთესია, თუკი კოჭას მაქსიმალურად ხარისხიანი ფრიქციონი ექნება, რადგანაც თევზაობა მოკლე მანძილზე მიდის.

რაც შეეხება დამატებით აღჭურვილობას: აუცილებლად დაგჭირდებათ ფარანი სათადარიგო ელემენტებით, ექსტრაქტორი, შეზლონგი (ან სკამი და ტურისტული კარიმატი), საწვიმარა, ჩოგანბადე, ანკესის დასადები ჯოხები, თევზის შესანახი ბადე.

მანათობელი ტივტივა

ადგილის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ისეთ ადგილებს, სადაც თევზის ღამით გამოჩენის შანსი მაქსიმალურია, წყალმცენარეებისაგან თავისუფალი ფსკერის თავთხელი მონაკვეთები შედარებით მყარი სტრუქტურით, ზუსტად ისაა, რასაც ჩვენ ვეძებთ. ურიგი არ იქნება თუკი ასეთ ადგილებს დაღამებამდე შევამოწმებთ, არ დაიზაროთ, შედით წყალში რამდენიმე ქვა გადმოაბრუნეთ, შეამოწმეთ თვითონ ფსკერი, თუკი ქვის ქვედა მხარეს ან ფსკერზე სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმებს აღმოვაჩენთ წარმატებული ჭერა თითქმის გარანტირებული გვექნება.

ძირითად დაკვებას დაღამებამდე 0,5-1 საათით ადრე ვახდენთ, დამატებით ვკვებავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აქტიურობა აშკარად კლებულობს, კენკვის პიკი ჩემი გამოცდილებიდან ღამის პირველიდან სამ საათამდე მონაკვეთზე მოდის, შემდეგ კი გამთენიისას. სწორად შერჩეული ეკიპირება, ადგილი და სატყუარა წარმატების გარანტიაა, გამთენიისას, როგორც კი რამდენიმე წვრილ თევზს დაიჭერთ, ჩათვალეთ, რომ ღამის თევზაობა დამთავრებულია, ამ დროს მსხვილი თევზის დაჭერა უკვე თითქმის გამორიცხულია.

სტატიის ავტორი ნიკა ზურაბიშვილი (NickAdams).


წყარო: fisher.ge

კატეგორია: ტივტივა | ნანახია: 575 | დაამატა: gio | ტეგები: ღამის ტივტივა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი