პარასკევი, 29.03.2024, 18:45მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » გლაუკომა განკურნებადია!
21:28
გლაუკომა განკურნებადია!

გლაუკომა განკურნებადია!


გლაუკომა განკურნებადია! ჩვენი ვეტერინარული კლინიკის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ბოლო ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა თვალის დაავადებებმა. განსაკუთრებით, როგორიცაა გლაუკომა. გლაუკომა - თვალის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება თვალის შიდა წნევის მომატებით. გლაუკომა: შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. პირველადი გლაუკომა აღენიშნება ისეთ ძაღლებს, როგორიცაა: ბიგლი, კოკერ-სპანიელი, ბასეტ ჰაუნდი, პუდელი, ტაქსა, ჩაუ-ჩაუ, დალმატინერი. ამ ჯიშის ძაღლებს ეს დაავადება აღენიშნება თვალის დეფექტის გამო, რაც დაკავშირებულია თვალის შიდა წნევის მომატებით. მეორადი გლაუკომა ვითარდება ანთებითი პროცესების დროს, თვალის ბროლის გადაადგილებისას, ტრავმული დაზიანების დროს და ა.შ. თუ არანაირ ზომებს არ მივიღებთ შესაძლებელია პაციენტმა მხედველობა დაკარგოს. მედიკამენტოზური მკურნალობა გლაუკომის შემთხვევისას ხშირად ეფექტურია - გამოიყენება მხოლოდ თვალის შიდა წნევის დროებით დასაწევად. მედიკამენტოზური მკურნალობა: წნევის დასარაგულირებლად გამოიყენება მანიტოლი და დიომაქსი. პილოკარპინი 1% 5-6 ჯერ დღეში, ტიმოპტიკი და ა.შ. ქირურგიული მკურნალობა: ლაზეროთერაპია, თვალის ნაწილის დაშლა, რომელიც ხელს უწყობს თვალის შიდა წნევის დაწევას. მინი მილის შეყვანა თვალში და შუნტირება, რომელიც სითხეს გამოდევნის გარეთ. მხედველობის შენარჩუნებისათვის საჭიროებს კომპლექსური მკურნალობა, რაც საბოლოო ჯამში დადებით შედეგს იძლევა. თუ გლაუკომა წარმოადგენს ნეოპლაზმის ან რთულად განკურნებად ინფექციურ დაავადების შედეგს, მაშინ თვალი მთლიანად უნდა იქნეს ამოკვეთილი (ენუკლეაცია) ქუთუთოები კი ამოკერილი. ჩვენს კლინიკაში მედიკამენტოზურ მკურნალობით არა ერთხელ ჩატარებულა თვალის შუნტირება, ლაზეროთერაპია, რამაც მეტად სასიხარულო შედეგები მოგვცა. ვეტერინარული კლინიკის მთავარი ვეტ-ექიმი - ვახტანგ მამალაძე.

წყარო: vet-express.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 2923 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი