პარასკევი, 19.04.2024, 05:01მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » გულის წასვლა და გულის შეტევა
18:14
გულის წასვლა და გულის შეტევა


გულის წასვლა და გულის შეტევა

 

გულის წასვლა

გულის წასვლა არის ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა, რომელიც განპირობებულია ტვინში სისხლის მიმოქცევის ხანმოკლე დარღვევით. ამ დროს პულსი ძალიან იშვიათდება, მერე კი უცებ ხშირდება. გულის წასვლის შემდეგ ხდება ადამიანის ზოგადი მდგომარეობის სწრაფი აღდგენა. გულის წასვლის მიზეზი შეიძლება იყოს ტკივილი, შიში, ემოციური გადაძაბვა, გადაღლა ან შიმშილი. ის ხშირად ვითარდება ხანგრძლივი ფიზიკური უმოძრაობის (მაგ. სიცხეში ფეხზე დგომა) შემდეგ. უმოძრაობა ხელს უწყობს სისხლის შეგუბებას სხეულის ქვედა ნაწილებში, რაც ამცირებს ჟანგბადით ტვინის მომარაგებას.

 

გულის წასვლის ნიშნები:

·ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა, რომელიც იწვევს დაზარალებულის დაცემას;

·იშვიათი პულსი;

·მკრთალი ფერის ცივი და ოფლიანი კანი.

 

პირველი დახმარება გულის წასვლის დროს:

1.დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები ზევით;

2.უზრუნველყავით სუფთა ჰაერის მიწოდება;

3.მას შემდეგ, რაც დაზარალებულს დაუბრუნდება ცნობიერება, გაამხნევეთ და დაეხმარეთ მას ნელ-ნელა წამოჯდომაში;

4.გულმოდგინედ ჩაატარეთ განმეორებითი დათვალიერება, რადგან შესაძლებელია დაცემისას დაზარალებულს მიეღო ტრავმა, გაუწიეთ პირველი დახმარება დაზიანების შესაბამისად. თუ დაზარალებულს სწრაფად არ უბრუნდება ცნობიერება, გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. საჭიროების შემთხვევაში მზად იყავით სარეანიმაციო ღონისძიებების ჩასატარებლად.

5.გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ გონზე მოსვლის შემდეგ დაზარალებული კვლავ ცუდად გრძნობს თავს, ურჩიეთ მას დაწვეს ზურგზე და აუწიეთ ფეხები, სანამ ზოგადი მდგომარეობა ბოლომდე არ გაუმჯობესდება.

 

გულის შეტევა

გულის შეტევას უხშირეს შემთხვევაში იწვევს გულის კუნთის გარკვეულ ნაწილში სისხლით მომარაგების შემცირება, მაგ. გულის მკვებავი რომელიმე სისხლძარღვის სისხლის კოლტით დახშობა ან მისი სანათურის შევიწროება (ათეროსკლეროზის ან სპაზმის გამო). გულის შეტევის დროს დაზარალებულის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომის უბანში ხდება სისხლის მიმოქცევის შეფერხება. მძიმე შემთხვევებში არსებობს გულის გაჩერების საშიშროებაც.

 

გულის შეტევისათვის დამახასიათებელი ნიშნები:

·მოჭერითი ხასიათის ტკივილის, წვის ან ზეწოლის შეგრძნება გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მარცხენა ხელში, ბეჭში, ხერხემალში, ქვედა ყბაში და სხვ. ტკივილი არ მცირდება მოსვენებით მდგომარეობაში, ზოგჯერ ის შეიძლება სწორედ მოსვენებულ მდგომარეობაში დაიწყოს;

·სუნთქვის გაძნელება;

·სიკვდილის შიში;

·ნაცრისფერი კანი ან ტუჩების მოლურჯო შეფერილობა;

·გახშირებული სუსტი და არარეგულარული პულსი;

·უეცრად განვითარებული თავბრუსხვევა ან გულის წასვლა;

·ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში.

 

გულის შეტევის დროს აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დაუყოვნებლივ გამოძახება. ხოლო მანამდე პირველი დახმარების ძირითადი მიზანია გულზე დატვირთვის შემცირება, რითაც ავადმყოფთა უმრავლესობის ზოგადი მდგომარეობა ჯერ კიდევ ექიმის მოსვლამდე შეიძლება გაუმჯობესდეს.

პირველი დახმარება გულის შეტევის დროს:

1.თუ შესაძლებელია, ნუ შეუცვლით ავადმყოფს ადგილმდებარეობას, მხოლოდ გადაიყვანეთ იგი მისთვის მოხერხებულ მდებარეობაში (მაგ. ნახევრადმჯდომარე მდებარეობა ფიქსირებული თავითა და მხრებით და მუხლის სახსარში მოხრილი ფეხებით საუკეთესო პოზაა გულის შეტევის მქონე დაზარალებულისათვის). თუ საჭიროება მოითხოვს, ავადმყოფის გადაყვანა უნდა განხორციელდეს ფრთხილად, მისთვის მინიმალური დატვირთვის პირობებში;

2.დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. მიაწოდეთ ოპერატორს ინფორმაცია, რომ ეჭვი გაქვთ გულის შეტევაზე. ავადმყოფის თხოვნით, შესაძლებელია ასევე მისი პირადი ექიმის გამოძახებაც;

 

3.მუდმივად გადაამოწმეთ და დააფიქსირეთ პულსი და სუნთქვა. საჭიროების შემთხვევაში მზად იყავით რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებისათვის;

4.თუ ავადმყოფს ექიმის მიერ დანისნული აქვს წამალი (ვალიდოლი, ნიტროგლიცერინი), რომელიც უხსნის ტკივილს გულის არეში, დაეხმარეთ წამლის მიღებაში. თუ დაზარალებული გონზეა, მიეცით დასაღეჭად ერთი აბი ასპირინი;

5.არ დატოვოთ ავადმყოფი უმეთვალყურეოდ ექიმის მოსვლამდე.

 

გახსოვდეთ!

დროულად და სწორად აღმოჩენილი პირველი დახმარება მნიშვნელოვნად განაპირობებს შემდგომი მკურნალობის ეფექტურობასა და მის კეთილსაიმედო გამოსავალს.

 

წყარო: medportal.ge

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 1596 | დაამატა: gio | ტეგები: გულის წასვლა და გულის შეტევა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი