ხუთშაბათი, 28.03.2024, 16:01მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » ჰიპერთერმია
23:25
ჰიპერთერმია


ჰიპერთერმია

ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურაა 360 - 370C. იმისათვის რომ მოხდეს სიცივეში სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება, ორგანიზმში მატულობს სითბოს წარმოქმნა და მცირდება მისი გაცემა, ხოლო სიცხეში ხდება პირიქით – იმატებს სითბოს გაცემა გარემოში. იმ შემთხვევაში, როცა სხეულის ზოგადი ტემპერატურა მნიშვნელოვნად მატულობს ან ქვეითდება, ადამიანის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შეექმნას.

ადამიანის ორგანიზმზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპერთერმია ანუ სხეულის ზოგადი ტემპერატურის მომატება. ჰიპერთერმიის ერთ-ერთი სახეა - მზის დაკვრა, რომელიც ვითარდება დიდი ხნის განმავლობაში მზეზე ყოფნისას.

 

ჰიპერთერმიის ხელშემწყობი ფაქტორებია:

·გარემოს მაღალი ტემპერატურა;

·გარემოს მომატებული ტენიანობა;

·აქტიური ფიზიკური დატვირთვა;

·ასაკი - მოხუცებში და ბავშვებში ჰიპერთერმია უფრო სწრაფად და ადვილად ვითარდება.

ჰიპერთერმიის დროს დიდი რაოდენობით გამოიყოფა ოფლი და ორგანიზმიდან იკარგება სითხე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

 

ჰიპერთერმიისათვის დამახასიათებელი ნიშნები მრავალფეროვანია:

·სხეულის ტემპერატურის მომატება (400 C-მდეც კი!!!);

·ხშირი და სუსტი პულსი;

·ხშირი, ზედაპირული სუნთქვა;

·შეიძლება გამოიხატოს აგზნება, კრუნჩხვა, საერთო სისუსტე, ძილიანობა. მძიმე შემთხვევაში ვითარდება ცნობიერების დაბინდვა და უგონო მდგომარეობა;

·უმადობა, გულისრევა და ღებინება;

·თავის ტკივილი;

·მკრთალი ან მოწითალო ფერის ნამიანი კანი;

·ძლიერი ოფლიანობა;

ჰიპერთერმიის დროს თქვენი ძირითადი მიზანია – დააქვეითოთ სხეულის ტემპერატურა და დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.

 

პირველი დახმარება ჰიპერთერმიის დროს:



1.თუ დაზარალებული გონზეა, სწრაფად გადაიყვანეთ დაზარალებული გრილ ადგილას. გახადეთ ტანსაცმელი. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები ზემოთ. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური;

2.დაიწყეთ დაზარალებულის გაგრილება. ამისათვის მოათავსეთ დაზარალებულის გარშემო ვენტილატორები ან შეახვიეთ ის სველ ზეწარში. პერიოდულად დაასველეთ ზეწარი წყლით. მას შემდეგ რაც სხეულის ტემპერატურა ჩამოვა 37.50C -მდე, შეცვალეთ სველი ზეწარი მშრალით;

3.მიეცით დაზარალებულს ცივი წყალი დასალევად;


4.თუ დაზარალებული უგონოდაა, გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. თუ ცირკულაციის ნიშნები და სუნთქვა არის, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში. თუ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები არ არის დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია.

 

წყარო: medportal.ge

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 2032 | დაამატა: gio | ტეგები: ჰიპერთერმია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი