ორშაბათი, 25.09.2017, 21:52მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 405
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიები
16:19
იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიები

იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიები

იმერეთის მღვიმეთა კომპლექსი ქ. ქუთაისიდან 10კმ-ში მდებარეობს. იმერეთის მღვიმეთა კომპლექსის ფართობი დაახლოებით 354 ჰექტარია. თავად სათაფლია ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზე სიმაღლეზე მდებარეობს. ტერიტორიაზე გვხვდება კარსტული მღვიმეები. სათაფლიის ჰავა სუბტროპიკულია. ნალექების წლიური რაოდენობა 1900მმ-ს აღწევს. იანვრის საშუალო ტემპერატურა +40C, ხოლო აგვისტოს +250C. 
სათაფლიას ნაკრძალი ნოტიო სუბტროპიკულ სარტყელში მდებარეობს. ნაკრძალის ტერიტორიის 98% დაფარულია ახალგაზრდა კოლხური ტიპის სუბტროპიკული ტყით. ტყეში დომინირებს წიფლნარი ტყე ბზის ქვეტყით და რცხილნარი ჯაგრცხილის ქვეტყით. წიწვოვანებიდან აქ ბუნებრივად გვხვდება უთხოვარი (თახუს ბაცცატა).
ნაკრძალის ტერიტორიაზე 67 სახეობის მერქნიანი მცენარეა აღწერილი, რომელთაგან 30 ხეა და 37 ბუჩქი, მათგან 59 სახეობა ფოთოლმცვენია, 8 მარადმწვანე. მერქნიან მცენარეთა თითქმის ნახევარი რელიქტურია. მათ შორისაა მესამეული პერიოდის რელიქტები: კავკასიური რცხილა, ქართული მუხა, აღმოსავლეთის წიფელი, წაბლი, იმერეთის ხეშავი, ჩვეულებრივი მურყანი, კოლხური ჯონჯოლი, ბზა და სხვა.
კოლხური ტყის ელემენტებიდან ნაკრძალში გავრცელებულია რვა სახეობა, ასეთებია: ჰართვისის მუხა, იმერული ხეშავი, შქერი, თაგვისარა, ძმერხლი, კოლხური ჯონჯოლი, მაღალი მოცვი და კოლხური ბზა. პოლტავის ფლორის ელემენტებიდან ბზა, კოლხური სურო, შქერი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ნაკრძალში გავრცელებულია იშვიათი და გადაშენების პირას მისული საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი 9 მერქნიანი მცენარე. გარდა ამისა, სამი კავკასიისა და ერთი საქართველოს ენდემი.
სათაფლიას ნაკრძალში ძუძუმწოვრების 12, რეპტილიების-5, ამფიბიების-4 და ფრინველების 30 სახეობა ბინადრობს. მსხვილი ძუძუმწოვრებიდან აქ ტურა, მაჩვი, ტყის კვერნა, კავკასიური ციყვი, კურდღელი და მელა გვხვდება, იშვიათად კი მგელი და შველი.
კოლხური ტყის ლამაზ პეიზაჟს ჭრელა-ჭრულა ფრინველები ავსებენ. ნაკრძალი მერცხლების, კავკასიური სკვინჩების, ჭედია ყარანების, შაშვებისა და ჩხიკვების სამფლობელოა. მას ხშირად ოფოფი, მწყერი და ტყის ქათამი სტუმრობს.
მრავალხმრივ საინტერესო ნაკრძალი ქართული კულტურისა და რქეოლოგიური ძეგლებითაა გარშემორტყმული. სათაფლიასთან ახლოს ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში განადგურებული ვანის ანტიკური ნაქალაქარი მდებარეობს. ვანი ძალიან მდიდარი არქეოლოგიური ძეგლია, გალავნისა და კარიბჭის ნაშთებით, საკულტო შენობა-ნაგებობის ნანგრევებით. იქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა კი საქართველოს სახელმწიფოს ოქროს ფონდის ნამდვილი მშვენებაა. ნაკრძალისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს ქრისტიანული კულტურის ისეთი ცნობილი ძეგლები, როგორებიცაა: მეცხრე საუკუნის უბისის ეკელსია, მეთორმეტე საუკუნის გელათის სამონასტრო კომპლექსი ამავე პერიოდის კედლის მხატვრობით, მეათე საუკუნის მოწამეთას ეკლესია და მეთერთმეტე საუკუნის ბაგრატის ტაძრის ნანგრევები. ეს უკანასკენლი გელათის არქიტექტურულ ძეგლთან ერთად ”იუნესკოს” მიერ არის დაცული.
ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურიზმის ყველაზე განვითარებული ფორმები კულტურული და არქეოლოგიური ტურებია. ასევე ხორციელდება სამანქანო სათავგადასავლო ტურები ზეკარისა და საირმის მიმართულებით. თავად სათაფლიას საკმარისზე მეტი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ მის ტერიტორიაზე წარმატებით მოეწყოს სპელეოლოგიური ტურები. ნაკრძალის ტერიტორიაზე შესაძლებელია ეკოლოგიური ტურიზმისა და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობაც. ნაკრძალის მიმდებარე კოლორიტულ იმერულ
სოფლებში ეთნოგრაფიული და ღვინის ტურების ორგანიზებაც სავსებით შესაძლებელია.
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 906 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი