ხუთშაბათი, 25.04.2024, 22:39მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 2 » ინგლისური სპრინგერ-სპანიელი
18:10
ინგლისური სპრინგერ-სპანიელი

ინგლისური სპრინგერ-სპანიელი

 

XIX საუკუნის დასასრულამდე ინგლისისა და აშშ- ყველა სპანიელი ერთ ჯიშად (ან ჯგუფად) ითვლებოდა. თუმცა, მათი განსხვავება ხშირად ხდებოდა ზომით, ხანდახან ერთ ნაყარშიც კი. ყველაზე დიდებს იყენებდნენ ნადირის მიკვლევისათვის და შეშინებისათვის. მათ იმიტომ დაარქვეს სპრინგერები, რომ ნახტომების მეშვეობით უნდა გამოეტყუათ დამალული ნადირი. 1902 წელს ინგლისური სპრინგერ-სპანიელი დამოუკიდებელ ჯიშად ოფიციალურად აღიარა დიდი ბრიტანეთის მეძაღლეობის კლუბმა. თუმცა, ეს ჯიში გაცილებით უფრო ასაკოვანია. მხტუნავი სპანიელების (სპრინგერების) აღწერას შეიძლება შევხვდეთ ინგლისელი მეცნიერის ჯონ კაიუსის წიგნში ძაღლების შესახებ, რომელიც 1576 წელს გამოქვეყნდა.

ინგლისური სპრინგერ-სპანიელიჰარმონიული, კომპაქტური, ძლიერი და მოძრავი ძაღლია, ამასთან, ძალზე მხიარული, მისი მონათესავე კოკერის მსგავსად. სახემელეთო სპანიელთა შორის აღნიშნული ჯიში ყველაზე ახოვანი, მაღალფეხება და სწრაფია. სხეული ძლიერია, არც მოკლე და არც გრძელი, მკერდი ღრმაა, წელიკუნთოვანი, თავისაშუალო სიგრძის, ოდნავ გაფართოებული. სიმაღლე მინდაოში – 48-51 სმ, წონა – 23-25 კგ. ბეწვი სწორია, მჭიდროდ მიკრობილი, არასოდეს არაა უხეში. უფრო გრძელი მოსართავი ბეწვი განვითარებულია სხეულის ქვევით, ყურებზე და ფეხების უკანა მხარეებზე. შეფერილობა: თეთრი შავი ან ღვიძლისფერით ან მათგან ნებისმიერი ღვიძლისფერი ან წითური თრთვილებით (სამფეროვანი).

ხასიათი. ნამდვილი სპრინგერ-სპანიელი უნდა იყოს ძალიან შრომისმოყვარე. იგი შესანიშნავი მონადირეა, მას არ ჰყავს თანატოლი ნადირთან მუშაობაში, რომლის გამოყვანა საჭიროა ნახტომებით. ეს ძაღლი გამძლე და ზრდილობიანია, დამჯერი, სწრაფად იწვრთნება და გულღიაა. ერთი სიტყვით, სპრინგერ-სპანიელი მრავალმხრივ დაჯილდოებული ძაღლია.




კატეგორია: მონადირე ძაღლები | ნანახია: 2131 | დაამატა: gio | ტეგები: ინგლისური სპრინგერ-სპანიელი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი