ხუთშაბათი, 23.11.2017, 05:03მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 407
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » იცით რატომ სწყურია ადამიანს?
16:38
იცით რატომ სწყურია ადამიანს?


იცით რატომ სწყურია ადამიანს?

 

წყურვილი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. სუსტი წყურვილი დაკავშირებულია ნერწყვის მცირე გამოყოფასთან და ყლაპვის მოთხოვნილებასთან. ძლიერი წყურვილის დროს წყდება ნერწყვის გამოყოფა, პირი და ყელი შრება. ხანგრძლივი წყურვილი მოქმედებს საერთო განწყობილებაზე. იწვევს პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის გაწითლებას, თვალების გაწითლებას და წვას, სახის გახურებას, ძნელდება ყლაპვა, იხლიჩება ხმა, ხშირდება მაჯისცემა, იკარგება მადა, თავს იჩენს დაღლა. მოგვიანებით ძლიერდება ორგანიზმის აგზნებადობა, იწყება ჰალუცინაციები, ციებ-ცხელება, ბოდვა, ამას მოსდევს გრძნობის დაკარგვა და ბოლოს საშინელი ტანჯვით სიკვდილი.

წყურვილის მიზეზია სისხლში მინერალური მარილებისა და ორგანული ნივთიერებების ჭარბი დაგროვება. უფრო ხშირად ამას იწვევს ორგანიზმში დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვა.

ორგანიზმის ნორმალური დღიური მოთხოვნილება 2-3 ლიტრ წყალს უდრის. წყალი გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან (საშუალოდ 1,5 ლიტრი დღე-ღამეში) და განავალთან (0,2 ლიტრი) ერთად, აგრეთვე ორთქლის სახით სუნთქვის დროს (დაახლოებით 0,43 ლიტრი დღე-ღამეში). წყლის მუდმივი დაკარგვა აუცილებელს ხდის სითხის ხელახლა მიღებას.

ცხელ, მშრალ უდაბნოებში შეიძლება დიდი რაოდენობით წყალი დაკარგოს ორგანიზმმა (უმთავრესად ოფლის სახით), რომ აუცილებელი გახდეს დღეში 12 ლიტრი წყლის მიღება.

ცხელ ქვეყნებში ძლიერი ოფლის გამოყოფა, რომელიც საათში 0,9 ლიტრს უდრის, იწვევს არა მარტო წყლის დაკარგვას, არამედ მინერალური მარილების დაკარგვასაც. ეს თავის მხრივ ძალიან აძნელებს ორგანიზმში წყლის შენარჩუნებას, რის შედეგად უფრო მეტად იზრდება ოფლის დენა, წყურვილის მოკვლა კი არ ხერხდება. ამ შემთხვევაში წყალს მარილს უმატებენ.

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 501 | დაამატა: gio | ტეგები: იცით რატომ სწყურია ადამიანს? | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი