ჯიგ სპინინგი პირველი ნაბიჯები - 2 დეკემბერში 2011 - Персональный сайт
კვირა, 04.12.2016, 17:21მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 389
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 2 » ჯიგ სპინინგი პირველი ნაბიჯები
23:15
ჯიგ სპინინგი პირველი ნაბიჯები


ჯიგ სპინინგი პირველი ნაბიჯები

 

ჯიგ სპინინგი ძალიან საინტერესო და წარმატებული თევზაობის მეთოდია. იგი გულისხმობს სპინინგით ჯიგ-ნემსკავიანი სატყუარით თევზაობას. ჯიგ-ნემსკავი ან როგორც მას მეთევზეები ეძახიან ჯიგთავი, არის სხვადასხვა ზომის და ფორმის.

ამ სტატიაში მე მოგიყვებით თუ როგორ დაიწყოთ სპინინგის ამ საინტერესო მეთოდის ათვისება, რომელიც დარწმუნებული ვარ მომავალში ბევრ სასიამოვნო და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.
მაშ ასე, დავიწყოთ ჯოხით. ჯიგით თევზაობისთვის (ამ მეთოდს ჯიგიტობასაც უწოდებენ მეთევზეები), თქვენ დაგჭირდებათ ხისტი, სწრაფი წყობის ჯოხი, მისი ტესტი დამოკიდებულია ჯიგთავის წონაზე, მაგრამ საქართველოს პირობებში მე გირჩევთ 5-25გ ან 10-30გ ტესტის და 2.4-2.7მ სიგრძის ჯოხს.
კოჭა დაგჭირდებათ ხარისხიანი და გამძლე, 3000-5000 სერიის. პლასტიკის ან კარბონის ნაწილებიანი კოჭა არ გამოგადგებათ ვინაიდან ამ მეთოდით თევზაობისას კოჭაზე სერიოზული დატვირთვა მიდის და მისი ყოველივე ნაწილის გამძლეობა გადამწყვეტია.
ძუა მხოლოდ წნული, 0.14-0.19მმ. მხოლოდ წნული იმიტომ, რომ იგი არაწელვადია და უკეთ გადასცემს სატყუარას თამაშს თქვენს ხელში და თქვენ პრაქტიკულად გრძნობთ რა ხდება ძუის ბოლოს.
სატყუარები ჯიგ სპინინგისთვის გამოიყენება სილიკონის (ტვისტერი, ვიბროკუდი და სხვა) და პარალონის. ვინაიდან პარალონის სატყუარას როგორც წესი ამონტაჟებენ ორყურა სიმძიმეზე და ჯიგ თევზაობის ეს მეთოდი ცოტა რთულია დამწყებისთვის ამ სტატიაში მას არ განვიხილავ.
გთავაზობთ ილუსტრაციას თუ როგორ მოვარგოთ ჯიგთავი სილიკონის სატყუარას-ტვისტერს.

გარდა საჭირო აღჭურვილობისა რა თქმა უნდა თქვენ უნდა იცოდეთ ჯიგ-სატყუარას სწორი გატარება. ეს გამოცდილება რა თქმა უნდა მხოლოდ სპინინგით ხელში თევზაობისას მოგივათ, მაგრამ მერწმუნეთ თეორიული ცოდნაც აუცილებელია.
მინდა შემოგთავაზოთ ჯიგ სატყუარას გატარების ხუთი მეთოდი, რომელთა მორიგეობითი ცვლა თევზაობისას წარმატების შანსებს
საგრძნობლად აამაღლებს.

1) კლასიკურუ ანუ პირდაპირი გატარება

ვაკეთებთ ტყორცნას და შემდეგ მონოტონურად, ყოველგვარი აჩქარების გარეშე ვატრიალებთ კოჭას. ამ გატარებისას იყენებენ მსუბუქი 10 გრამამდე ჯიგთავებს. საქართველოს წყლებში ესეთი გატარება მოგიტანთ ქაშაპს, ქორჭილას, კალმახს, ქარიყლაპიას.

2) ფსკერზე კაკუნი

გატარების ეს მეთოდი დამოიყენება მხოლოდ მდგარ წყალში. ტყორცნის შემდეგ სატყუარას აცლიან ფსკერზე დაშვებას, შემდეგ ძალიან მოკლე მოქაჩვებით ჩვენი სატყუარა 5-10 სანტიმეტრიანი ნაბიჯებით უნდა ვახტუნაოთ ფსკერზე, ამავე დროს ყოველ მოქაჩვას კოჭას ერთი ბრუნი მოჰყვება. აუცილიბელი პირობაა ძუის დაჭიმულობა. რამოდენიმე მოქაჩვას აუცილებლად უნდა მოყვეს 2-5 წამიანი პაუზა და შემდეგ გაგრძელდეს გატარება. წყალქვეშ ეს ყველაფერი ისე გამოიყურება თითქოს ლიფსიტა ან რაიმე მწერი ფსკერში იქექება, რაც პროვოცირებს მტაცებლის თავდასხმას. ეს გატარება ჩვენ წყლებში იზიდავს ლოქოს, ფარგას, ქარიყლაპიას.

3) გატარება "ჩაყოლებით"

ამ გატარებას იყენებენ დინებაზე, აქ მთავარია სათანადოდ შევარჩიოთ ჯიგთავის წონა, ვინაიდან ზედმეტად მსუბუქი დინებით გამოირიყება და ჭერის სიღრმეს ვერც მიაღწევს ხოლო ზედმეტად მძიმე ხშირად გაეჭედება ქვებში და სხვა დაბრკოლებებში.
ტყორცნის შემდეგ სატყუარა დინების წნეხით ფსკერის პარალელურად მოძრაობს, კოჭას ბრუნვის სიჩქარე დინების სიჩქარეზეა დამოკიდებული. ის ისეთი უნდა იყოს რომ დინებამ ჯიგ სატყუარა დაუპრკოლებლად გადაატაროს ფსკერს ჭერის ადგილას.
ეს მრთოდი მოგიტანთ კალმახს, ქაშაპს.

4) აგრესიული გატარება

ეს გატარება ჯიგ სპინინგისტთა შორის აღიარებულია ყველაზე წარმატებულად.
ტყორცნის შემდეგ ვაცლით სატყუარას ფსკერზე დაშვებას, შემდეგ სპინინგი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მოგვყავს ვერტიკალურში, მაგრამ არა ერთი მოძრაობით, არამედ 3-5 მოკლე მოქაჩვით. ასეთი მოძრაობით ჩვენი ტვისტერი ან ვიბროკუდი ფსკერიდან ზედა შრისკენ მიისწრაფვის "კონვულსიური" მოძრაობით, ამას მოყვება პაუზა რომელზეც სატყუარა თავისუფალ ვარდნას აკეთებს. პაუზის დროს კოჭით წნული უნდა ამოვახვიოთ დაჭიმვამდე, რომ სატყუარაზე კონტროლი არ დავკარგოთ. წყალქვეშ ეს ყველაფერი გამოიყურება ისე თითქოს ლიფსიტა სასიკვდილო აგონიაში ფართხალებს ფსკერზე, ეს ყველაზე უკეთ პროვოცირებს მტაცებელს ვინაიდან მას აქვს ინსტინქტი -შეჭამე სუსტი და ავადმყოფი-. ამ მეთოდით განსაკუთრებით წარმატებულად იჭერენ დიდ ქარიყლაპიას, ლოქოს, ფარგას, ქორჭილას.


5) გატარება "საფეხურით"

ტყორცნის შემდეგ ვაცლით სატყუარას ფსკერზე დაშვებას, შემდეგ სპინინგის სწრაფი მოძრაობით, რომელიც ამოკვრას გავს, ავწევთ ფსკერიდან სატყუარას შუა შრეში, დავახვევთ კოჭას 2-3 ჯერ და ვაკეთებთ პაუზას ამ დროს სპინინგი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოგვყავს, რომ სატყუარამ ფსკერზე ვარდნა გააკეთოს.
ეს ყოველივე მტაცებელს მოაგონებს ლიფსიტას რომელიც მას გაურბის და პროვოცირებს თავდასხმას.
ვიმედოვნებ რომ ამ სტატიაში გაზიარებული გამოცდილება დაგეხმარებათ ჯიგ სპინინგის ვირტუოზულად ხმარების ათვისებაში

სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია).


წყარო: fisher.ge

კატეგორია: სპინინგი | ნანახია: 617 | დაამატა: gio | ტეგები: ჯიგ სპინინგი პირველი ნაბიჯები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი