კაცობურის დაცული ტერიტორია - 2 მარტში 2011 - Персональный сайт
ხუთშაბათი, 23.03.2017, 11:21მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 400
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » კაცობურის დაცული ტერიტორია
16:06
კაცობურის დაცული ტერიტორია

კაცობურის დაცული ტერიტორია

კაცობურის აღკვეთილი 1996 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. იგი თბილისიდან 300 კილომეტრში, აბაშის რაიონის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკეა — მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრს არ აღემატება. აქ ძირითადად გავრცელებულია ალუვიური თიხნარ-ქვიშნარი, მცირე ფართობებზე გვხვდება ნეშომპალა თიხნარ-სილნარი ნიადაგები. კაცობურის აღკვეთილის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი. ამას გარდა, აღკვეთილის ჰიდროგრაფიული ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილია გრუნტის წყლები, რომელთა დონე ზოგიერთ ადგილას მიწის ზედაპირს უახლოვდება და ჭაობებს წარმოქმნის. ჰავა კოლხეთის დაბლობისთვის დამახასიათებელია – წლიური საშუალო ტემპერატურა იანვარში არის მინიმუმ - 4ოჩ, მაქსიმალური კი +22 ოჩ. წლიური ნალექების საერთო რაოდენობა შეადგენს 17757 მმ-ს. 
წარსულში ამ ტერიტორიაზე ნამდვილი კოლხური ტყეები ყოფილა გავრცელებული. ამჟამად შემორჩენილია ამ ტყეთა ძლიერ სახეშეცვლილი ნაშთები. ამჟამად, კაცობურის აღკვეთილში მცენარეულობის ძირითად ფონს მურყნარები ქმნიან, სადაც ძირითად ტყისშემქნელ სახეობასთან ასოცირებულია ლაფანი, იფანი და სხვ. აღკვეთილის ტყით დაფარულ ფართობებზე გვხვდება აგრეთვე თეთრი აკაცია, თხმელა, ტირიფი, პანტა, ტყემალი, ფშატი და ამორფა.
კაცობურის აღკვეთილში ფაუნა შედარებით ღარიბია. ჩლიქოსნებიდან აქ გვხვდება: გარეული ღორი და შველი. მტაცებლებიდან კი – მგელი,კურდღელი, ტურა, მაჩვი, გარეული კატა, წავი.
ფრინველთაგან კი აქ მხოლოდ რამოდენიმე სახეობის ფრინველი გვხვდება: ქედანი, რუხი ყანჩა, სკვინჩა, გარეული იხვი, თეთრთვალა ყვინთია, რუხი ყანჩა, მიმინო, ქორი და სხვა. აღსანიშნავია აგრეთვე კოლხური ხოხობის პოპულაციის არსებობა.
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 390 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი