კაკაბი - 27 თებერვალში 2011 - Персональный сайт
პარასკევი, 09.12.2016, 10:44მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 390
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » კაკაბი
18:43
კაკაბი

კაკაბი


კაკაბი დამახასიათებელია განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოსათვის. მისი საყვარელი საცხოვრებელი ადგილებია უტყეო, კლდიანი და ძეძვით დაფარული გორაკები, თუმცა შეხვედრა შესაძლებელია ბარშიც, განსაკუთრებით ზამთარში, როცა მთები თოვლითაა დაფარული. კაკბის ვერტიკალური გავრცელება ზღვის დობიდან 1200 მერტს და ზოგჯერ მეტსაც აღწევს.
გაზაფხულზე კაკბის გუნდები იშლებიან და იწყება დაწყვილება. დედალი 8-14 კვერცხს დებს, კრუხობაში მამალი დედალს ცოტათი ეშველება, ბუდის ახლოს სადარაჯოზე დგას. გამოჩეკვას 24-26 დღე სჭირდება. ბარტყების გამოჩეკვის შემდეგ ორივე მშობელი დიდი მზრუნველობით უვლის შვილებს. ზაფხულის დამლევს და შემოდგომის დასაწყისში კაკბების გუნდები ერთიანდებიან და ასე ატარებენ ზამთარს.
კაკბები ფართოდ იყო გავრცელებული თბილისის ირგვლივ განლაგებულ მთებსა და გორაკებზეც. მასზე ნადირობა შეიძლებოდა ფუნიკულიორის პლატოს გასწვრივ მდებარე გორაკებზე, შავნაბადაზე, ნარიყალას მიდამოებში.
ყველაზე დიდი რაოდენობის კაკაბი აღრიცხული იყო შირაქის ქედზე. ელდარის მეურნეობის გარშემო მდებარე გორაკებზე და ლეკის წყალზე. კახეთს არც ქართლი ჩამორჩება კაკბის გავრცელების მხრივ. მცხეთის, კასპის, გორისა და ქარელის რაიონებში, მცხეთაში საკმაოდ იყო კაკაბი, თუმცა გუნდების სიხშირითა და გუნდებში ფრინველთა რაოდენობით დიდი სხვაობა იყო ქართლსა და კახეთს შორის. აფრენილი კაკბის გუნდების რიცხობრივი რაოდენობა კახეთში გვიან შემოდგომასა და ზამთარში ზოგან ასეულ და მეტ ფრინველს აღწევდა. დიდი იყო აგრეთვე მესხეთში.
კაკბის ცხოვრების პირობები თითქმის ისეთივეა, როგორიც გნოლისა, კაკბები უფრო მკვირცხლი, მარდი და ხშირი კაკანით გამაცოცხლებელი ფრინველია. ფრენით გნოლი და კაკაბი ერთმანეთს ემსგავსებიან, ორივენი თითქმის ერთნაირად ფრენენ და აფრენილი გუნდი შორს არ მიდის. კაკბის ხმა ქათმის კაკანს მიაგავს. დაშლილი გუნდის თითოეული წევრი კაკანით უხმობს დანარჩენებს. მალე გუნდი ერთად იყრის თავს და ხშირად ძველ ადგილს უბრუნდება. დედალი და მამალი კაკბები ძლიერ გვანან ერთმანეთს.
კაკბის მოსაპოვებლად საჭიროა 6-7 ნომერი საფანტი.

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 722 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი