შაბათი, 23.09.2017, 03:17მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 405
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 27 » კანონმდებლობა
22:52
კანონმდებლობა


კანონმდებლობა

 

ფიზიკური პირი ვალდებულია იარაღის საკუთრების ან სარგებლობის უფლების რეგისტრაცია შეძენიდან 10 დღეში გააკეთოს, გარდა პრევმატული იარაღისა და აეროზოლური მოცყობილობისა. იარაღის მოსარგებლე ან მესაკუთრე პირს უფლება აქვს, იარაღის შეძენის ნებართვა მიიღოს, რეგისტრაციაში ან ხელახალ რეგისტრაციაში გაატაროს სააგენტოს უფლება მოსილ ნებისმიერ დანაყოფში, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა. იარაღის რეგისტრაციის შემდეგ სარეგისტრაციო მონაცემებში აისახება იარაღის მესაკუთრის ან მოსარგებლე პირის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, იარაღის მარკა, მოდელი, სახეობა, ტიპი, კალიბრი, საინდიფიკაციო ნომერი, მინიჭებული იარაღის შეძენის ნებართვა, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის კატეგორია, იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაცია) საფუძველი. იარაღის ტარების უფლების მქონე პირი ვალდებულია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად იქონიოს იარაღის რეგისტრაციის მოწმობაც. 2008 წლის 20 დეკემბრამდე რეგისტრირებული რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის მოქმედების ვადა იურდიულ ძალას ინარჩუნებს რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში.

იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იარაღის შეძენის ნებართვის სახის მიხედვით იყოფა ა, ბ, ც ან დ კატეგორიებად.კერძოთ. ა კატეგორიის იარაღის სარეგისრაციო მოწმობა გაიცემა შენახვის უფლებით.რეგისტრირებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული თავდაცვის სახეობის მოკლეხრახნილლულიანი ცეცხლსასროლ იარაღზე (პისტოლეტი, რევოლვერი). ასევე, თავდაცვის სახეობის მიკლეგლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე (საფანტის პისტოლეტი ან რევოლვერი)და მოკლეგლუვლულიან თვით დამტენ ცეცხლსასროლ იარაღზე. ბ. კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებულ ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული სანადირო სახეობის ხრახნილლულიან,გლუვლულიან და კომბინირებულ ცეცხლსასროლ იარაღზე, თავდაცვის სახეობის გაზის იარაღზე,პირებზე რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდებათ იარაღის ტარების უფლება. ც. კატეგორიის იარაღის სარეგისრაციო მოწმობა გაიცემა ტარების უფლებით რეგისრირებულ ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მქონე იარაღზე.ამასთან მესაკუთრე პირს იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მოხსნამდე ეზღუდება საკუთრების განკარგვის განკარგვის უფლება. დ. კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა ტარების უფლებით რეგისტრირებულ სამსახურის ბალანსზე რიცხულ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მქონე იარაღზე. დაუშვებელია ერთი და იმავე იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა. ა. ან ბ. კატეგორიის ნებართვის გაცემისას პირმა უნდა წარმოადგინოს; 1. განცხადება; 2. იარაღზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; 4. საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი; 5. ჯამრთელობის ცნობა ( ფსიქო ) ,, ყველა სახელმწიფო მოხელეზე ითხოვენ უკვე ". 6. მომსახურების საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი; 7. იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი-ხრახნილლულიან იარაღზე - 8 ლარი, გლუვლულიანზე - 6 ლარი,ასევე უნდა წარმოადგინოს მომსახურებაზე დადგენილიგადახდის დამადასტურებელი ქვითარები. კერძოდ, იარაღის რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური -10 ლარი, იარაღის ბალესტიკური შემოწმების საფასური -20 ლარი, იარაღის დროებით მოწმობის საფასური - 5 ლარი. იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა 8 სამუშაო დღის შემდეგ. პირის მოთხოვნის საფუძველზე საბუთი შეიძლება გაიცეს 5 სამუშაო დღეშიც,ოღონდ ამ შემთხვევაში მოუწევს კიდევ 50 ლარის გადახდა. ერთი სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში პირი იხდის - 80 ლარს. ც. კატეგორიის ნებართვის გაცემისას პირმა ყველა ზემოაღნიშნუთან ერთად უნდა წარმოადგინოს ა. კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა და სამსახურის წერილობითი თანხმობა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იარაღზე სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის მინიჭების თაობაზე. დ. კატეგორიის ნებართვის გაცემისას, გარდა ზემოაღნიშნულ საბუთებისა, პირმა უნდა წარმოადგინოს სამსახურის წერილობითი მიმართვა სამსახურის ბალანსზე რიცხული იარაღის ფიზიკური პირისათვის გაცემისა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ასევე თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების ასლი ან ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ. ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვება ძველი ნებართვის ნიმუშის რეგისტრაციის ვადის გასვლის გამო და იარაღის სარეგისრაციო მონაცემების ცვლილებისას. იარაღის ხელახლი რეგისრტრაციისას გარდა განცხადების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა, იარაღის რეგისტრაციის მოწმობისა სააგენტოში უნდა წარმოდგენილი იქნეს ხელახალი რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი, საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ახალი იარაღის რეგისტრაციის დოკუმენტის გაცემის დღიდან ძველი იარაღის მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად და უნდა ჩაბარდეს სააგენტოს. იარაღის ხელახალ რეგისტრაციაში გამტარებელი პირის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს ჯამრთელობის ცნობა. იარაღის ჩამოწერისა და საკომისიო წესით ჩაბარების შემთხვევაში, მესაკუთრე პირმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს განცხადება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა ა. ან ბ. კატეგორიით, ჩამოსაწერი იარაღი, საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ჩამოწერის შემთხვევაში ჩაბარებული იარაღის განადგურების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებული იარაღის სააგენტოში რეგისტრირება შეიძლება, თუ დასაჩუქრებული პირი ან მემკვიდრე აკმაყოფილებენ იარაღის შეძენის ნებართვის მიღებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გადაფორმების ჩასატარებელი პროცედურები შემდეგში მდგომარეობს; იარაღზე უფლების გამცემი პირი უნდა გამოცხადდეს სააგენტოს ნებისმიერ დანაყოფში და წარმოადგინოს ერთობლივი განცხადება, უფლების გადაცემისა და მიმღების საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, უფლების მიმღები ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი, ჯამრთელობის ცნობა. ასევე უფლების გადამცემი იარაღის რეგისტრაციის მოწმობა, იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონით დადგენილი მოსაკრებელის გადახდის ქვითარი და მომსახურებაზე დადგენილი საფასურის გადახდის ქვითრები. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად უცხოელმა სააგენტოს ნებისმიერ დანაყოფში უნდა წარმოადგინოს უცხო ხასელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი, საქართვეოს ტერიტორიეზე კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, იარაღის ბალესტიკური შემოწმების აქტი, იარაღის შეძენასთან დაკავშირებული უცხო სახელმწიფო შუამდგომლობის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი, ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხო ქვეყნის მოქალაქის იარაღის შეძენის ნებართვა მიეცემა არა უმეტეს იმ ვადისა, რა ვადითაც უცხოელი იმყოფება საქართველოში. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად იურდიულმა პირმა სააგენტოს ნებისმიერ დანაყოფში უნდა წარადგინოს ; 1. განცხადება; 2. იურდიული პირის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტი; ექსპორტიორის მიერ დამოწმებული მონაცემები იარაღის თითოეულ ეგზემპლარის შესახებ (დასახელება,მოდელი,სერია); 3. იარაღისა და საბრძოლო მასალის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4. დოკუმენტი, სადაც ასახულია ზუსტი ინფორმაცია გადასატანი იარაღისა და საბრძოლო მასალის შესახებ; 5. პასუხისმგებელ პირთა მონაცემები; 6. ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები,რომლითაც ხდება გადატანა; 7. მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტო იარაღს რეგისტრაციაში არ გაატარებს, თუ არსებობს ,,იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული ნებართვის გაუქმების ან გაუცემლობის საფუძველი,რომლის მიხედვითაც პირს უარი დაუფიქსირდება თუ იგი დაავადებულია ფსიქიკურად, აქვს განსაკუთრებული ფიზიკური ნაკლი, სისტემატიურად არღვევს საზოგადეობრივ წესრიგს, არის ქრონიკული ნარკომანი, ან ტოქსიკომანი, ალკოჰოლიკი, არის არასრულცლოვანი და არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში. კანონმდებლობით აკრძალულია იარაღის სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენება. ასევე თუ იარაღი ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებულია არალიცენზირებული პირის მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებს იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის იარაღის რეგისტრაციისათვის კანონმდებლობითდადგენილ მოთხოვნებს; თუ იარაღის მესაკუთრემ ან მოსარგებლე პირმა იარაღის ხელახალი რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობიდან 10 დღის ვადაში დადგენილი წესით არ მიმართა სააგენტოს ხელახალი რეგისტრაციის მიზნით. შეიცვალა ის გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო იარაღის რეგისტრაციას და ა. შ. ცეცხლსასროლი იარაღის სროლა დასახლებულ პუნქტებსა და ამისათვის გამოუყოფილ ადგილებში, აგრეთვე გამოყოფილ ადგილებში, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, ანუ 200-დან 400-ს ლარამდე. ასევე დაჯარიმდება სავაჭრო საწარმოების მუშაკთა მიერ ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო თოფის და მისი საბრძოლო მასალების მიყიდვა მათთვის, ვისაც არ აქვთ შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვა. ჯარიმა იქნება შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობისა (40 ლარი). განმეორებით შემთხვევაში ორი მინიმალური ოდენობით (80 ლარი).

კატეგორია: ნადირობის სახეები და მეთოდები | ნანახია: 468 | დაამატა: gio | ტეგები: კანონმდებლობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი