პარასკევი, 29.03.2024, 15:47მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » კასტრაცია და სტერილიზაცია
21:03
კასტრაცია და სტერილიზაცია

კასტრაცია და სტერილიზაცია


არსებობს მრავალი მოსაზრება ცხოველთა კასტრაციასა და სტერილიზაციასთან დაკავშირებით. კასტრაციისა და სტერილიზაციის ტერმინის ქვეშ იგულისხმება ორგანიზმის რეპროდუქტიული უნარის ხელოვნური დარღვევა. თავდაპირველად შევეცდებით კასტრაციისა და სტერილიზაციის დადებითი მხარეების აღწერას: სტერილიზირებული ცხოველების ცხოვრების ხანგრძლივობა საშუალოდ 1.5-2 წლით მეტია; სტერილიზირებული ცხოველები უფრო მშვიდნი არიან, როგორც შედეგი, მცირდება აგრესია, ქრება მოუსვენარი ქცევა და გაქცევისკენ მისწრაფება. ცხოველი ხდება უფრო დამჯერი და მართვადი; მათ უქრებათ ყველა ჰორმონალური პრობლემა, თქვენ კი აღარ მოგიწევთ ხმამაღალი ყვირილი, ქრება ღამის განმავლობაში ყმუილი და კნავილი, ასევე ჩხუბები ხვადებს შორის. თქვენი ოთხფეხა მეგობარი არ დაიტანჯება ისეთი მძიმე და ხშირი დაავადებებით, როგორიცაა პროსტატიტი, პიომეტრა, კისტა და საკვერცხეების, საშვილოსნოსა და სათესლეების ახალწარმოქმნა; ახალგაზრდა ასაკში სტერილიზირებულ ცხოველებს უქრებათ სარძევე ჯირკვლის ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეების გაჩენის ალბათობა სქესობრივი აქტი ცხოველებს მხოლოდ შთამომავლობის წარმოებისათვის ესაჭიროებათ; ცხოველებს არ გააჩნია ლოგიკურად აზროვნების უნარი, მათ არ აწუხებთ სინდისი იმ შემთხვევაში, თუ არ აქვთ შთამომავლობის წარმოების უნარი; ზრდასრულ ასაკში მრავალ ცხოველს უჩნდება კასტრაციისა ან სტერილიზაციის აუცილებლობა, ანესთეზიოლოგიური რისკი (ნარკოზის რისკი) კი მკვეთრად იზრდება. თუმცა ცხოველთა კასტრაციასა და სტერილიზაციას აქვს გარკვეული უარყოფითი მხარეებიც: კასტრაცია სრულდება საერთო ნარკოზით, ნებისმიერ ნარკოზს კი თან სდევს რისკი ცხოველის ორგანიზმისათვის; ის, შესაძლოა, არ იყოს მაღალი ჯანმრთელი და ახალგაზრდა ცხოველისათვის, მაგრამ, დაგვეთანხმებით, რისკი ყველა ვარიანტში რისკად რჩება; ორგანიზმში ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას თან შეიძლება სდევდეს გართულებები; რაც უფრო მაღალია ქირურგის კვალიფიკაცია, მით, როგორც წესი, ნაკლები სირთულე იჩენს თავს, მაგრამ გართულებებს მაინც შეიძლება ჰქონდეთ ადგილი იდეალურად ტექნიკურად შესრულებული ოპერაციის დროსაც; ზოგიერთ გასუქებულ ძუს სტერილიზაციის შემდეგ შეიძლება განუვითარდეს შარდის შეუკავებლობა, რომელიც მარტივად კუპირდება პრეპარატების დანიშვნით. ახლა კი რამდენიმე სიტყვით იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორ ტარდება მოცემული ოპერაციები. მოცემული ოპერაციები არ წარმოადგენენ უნიკალურს და რთულს, მაგრამ მათი გატარება უმჯობესია სტერილურ პირობებში. ხვადების შემთხვევაში ოპერაცია მდგომარეობს სათესლეების მოშორებაში. ამჟამად, მრავალი ხერხი არსებობს და მათგან საუკეთესო ისაა, რომლის უმჯობესი განხორციელების უნარი გააჩნია ქირურგს. ძუების შემთხვევაში მოცემული ოპერაცია უფრო რთულია და მიეკუთვნება ღრუოვან ოპერაციებს. სტერილიზაციისათვის აუცილებელია ხელმისაწვდომობა მუცლის ღრუში, რომლის მეშვეობით შეიძლება საკვერცხეების ან საკვერცხეების საშვილოსნოსთან ერთად ამოკვეთა. ჩვენი მოსაზრებით, მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა სტერილიზაციისას უმჯობესია საკვერცხეების საშვილოსნოსთან ერთად ამოკვეთა, რადგანაც საშვილოსნოში (საკვერცხეების გარეშე) არაა არანაირი აუცილებლობა, იგი თავად პროდუცირებს სქესობრივ ჰორმონებს (უმნიშვნელო რაოდენობით) და შესაძლოა ანთების განვითარება. ქვემოთ მოყვანილია იმ მფლობელთა მიერ ხშირად დასმული შეკითხვები, რომლებიც ოპერაციის წინ კონსულტაციაზე მოდიან. როდის, რა ასაკშია უმჯობესი ცხოველის სტერლიზირება? რეკომენდირებული არაა 8-10-თვიან ასაკზე ახალგაზრდა ხვადების კასტრირება, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ისინი ჩამორჩებიან ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით. ძუების სტერილიზაცია კი უმჯობესია პირველ ახურებამდე – ეს პრაქტიკულად იქნება სარძევე ჯირკვლების არგაჩენის გარანტი. როგორ მოვამზადოთ ცხოველი ოპერაციისათვის? ეს ოპერაცია ტარდება საერთო ნარკოზის ქვეშ და მოითხოვს გარკვეულ მომზადებას, კერძოდ, 8-12-საათიან მშიერ დიეტას. 4-6 საათის მანძილზე რეკომენდირებული არაა წყლის მიცემა. რამდენ ხანში მოეგება გონს ცხოველი ოპერაციის შემდეგ? ნარკოზიდან ცხოველი გამოდის პირველი დღე-ღამის განმავლობაში, შემდეგი 10 დღის მანძილზე აუცილებელია ნაკერების დამუშავება (თუ ასეთები არსებობს) და არ შეიძლება მათი თვითნებული ალოკვის დაშვება. ამისათვის თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა უნდა ატაროს სპეციალური, ოპერაციის შემდგომი, საყელო. ნაკერების მოხსნის შემდეგ სხვა სპეციალური მოვლა საჭირო არ არის. საჭიროა თუ არა გაჩენა ჯანმრთელობისათვის? არა, ჯანმრთელობისათვის გაჩენა საჭირო არ არის. მართალია თუ არა, რომ კასტრირებული ცხოველები სუქდებიან? კასტრაციის შემდეგ ცხოველის წონის მომატება (რასაც ასე შიშობენ მფლობელები), სწორედ რომ არ წარმოადგენს მის პირდაპირ შედეგს, იგი დამოკიდებულია, ძირითადად, ცხოველის კვებაზე და სიმსუქნისადმი მის გენეტიკურ მიდრეკილებაზე. მეტიც, არსებობს სუპერპრემიუმის კლასის მრავალი საჭმელი, რომლებიც სპეციალურად სტერილიზირებული ცხოველებისათვისაა შექმნილი. რა ჯობია – სტერილიზირება თუ ძუებისათვის ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიცემა? პასუხი ცალსახაა – სტერილიზირება უმჯობესია. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ყველა გამოშვებადი ფარმაკოლოგიური პრეპარატი განკუთვნილია ერთი-ორი ახურების კუპირებისათვის და მათი ხანგრძლივი მიღება ორგანიზმში იწვევს სერიოზულ ჰორმონულ პრობლემებს; ხშირად ამას თან სდევს საშვილოსნოს ანთებითი დაავადებანი.


წყარო: vet-express.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 2491 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი