პარასკევი, 29.03.2024, 13:11მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 27 » კირკიტას დაგეშვა გაწრთვნა
22:06
კირკიტას დაგეშვა გაწრთვნა


კირკიტას დაგეშვა გაწრთვნა

 

პირველ რიგში როდესაც მტაცებელი მოგყავთ სახლში არ აქვს მნიშვნელობა ეს კირკიტა იქნება მიმინო ქორი არწივი თუ სხვა, ბაზიერი პირველ ღამეს უთენებს მტაცებელს რათა კარგად მიიჩვიოს. მტაცებელი ხელზე გვიზის და ვეალერსებით და შიგადა შიგ დაბალ ხმაზე ვუსტვენთ ეს მტაცებელს ამშვიდებს, შემდეგ კი წყნარად გადაგვყვავს ერთი ხელიდან მეორეზე ამ პროცესს ვაგრძელებთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით კი მტაცებელს ისევ ვისვამთ ხელზე და ფეხებთან მიგვაქვს საჭმელი თუ მტაცებელი საჭმელს არ შეწამს მაშინ მოვაშიებთ საღამომდე და ისევ მივცემთ ფეხებში საჭმელს ჩიტი თუ კიდევ არ მიირთმევს საჭმელს ეს მეორე დილას ვცადოთ და მეორე დღესაც თუ არ შეჭამა მაშინ მტაცებელი ჯიუტია და მისი დაგეშვა არ არის მიზანშეწონილი, ასეთ ფრინველს ისევ ბუნებაში უშვებენ.

როდესაც ხედავთ რომ მტაცებელი უკვე ხელზე არის მიცვეული, აღარ ფრთხის და საწმელსაც თავისუფლად მიირთმევს ხელზე მაშინ უკვე ვაწყებინებთ ხელზე მოსვლის ვარჯიშს.

თავდაპირველად მტაცებელს დილით ადრე ვანახებთ ხორცს ხელზე დადებულს 1 მეტრიდან, მტაცებელს ვეძახით რომ გადმოვიდეს ხელზე, როდესაც ხელზე გადმოვა მტაცებელი ჩვენ მას ხელში მომზადებული ულუფით ვიმასპინძლდებით და ვაძობთ. ამ ყველაფრის შემდეგ მტაცებელს ვასვენებთ, საერთოდ როდესაც მტაცებელი მაძღრია სასურველია 3 ან 4 საათის განმავლობაში აღარ შევაწუხოთ. საღამოს კი ჩაგვყავს მტაცებელი და ვასეირნებთ ხალხ მრავალ ადგილას.

დაიმახსოვრეთ;ფრინველს ადამიანების არ უნდა ეშინოდეს...

თორემ ასეთი დაგეშილი მტაცებლის ბოლო ყოველთვის თავისუფლებაა. მტაცებელი სასურველია ხელზე მოსვლაზე ყოველ დღე ავარჯიშოთ მაგრამ მანძილს დღითი დღე თითო თითო მეტრით ვუდიდებთ.

უკეთესია თუ მტაცებელს ეზოში (მინდორში) ვავარჯიშებთ რადგან მტაცებელი ბუნებაში სულ სხვა ხასიათისაა... ამ ყველაფრის შემდეგ მტაცებელს როდესაც კარგად მივიჩვევთ და ენდობით მიგვყავს მინდორში სადაც მარტო თქვენ იქნებით მაქსიმუმ კიდევ ერთი კაცი (ეს დასაწყისისთვი როდესაც მტაცებელს პირველად ვუშვებთ) კირკიტას ხელზე ისვამთ და ხელს მაღლა წევთ, ცოტა ხანში მტაცებელი თვითონ აფრინდება ხელიდან. (დაიმახსოვრეთ რომ მაძღარი მტაცებლის გარეთ გამოყვანის დროს დიდი საშიშროებაა გაქცევის) ამიტომ მტაცებელი ყოველთვის მშიერი უნდა გამოვიყვანოთ გარეთ... აფრენილი ფრინველი დაიწყებს ჩვენს თავზე ტრიალს.


როდესაც 10 მეტრით აგცილდებათ დავუძახებთ მას და ხელზე მოვიყვანთ და გავაძღობთ, ასე ვავარჯიშებთ 1კვირის განმავლობაში... როდესაც მტაცებელს ჰაეში აფრენილსაც ენდობით ეს ძალიან კარგია.

ერთ კვირიანი ვარჯიშის შემდეგ კირკიტას ვაკვლევინებთ მწყერს, მიგვყავს ცოცხალი და სად მე ოთახში თუნდაც მინდორში მივუგდებთ და არა გავუგდებთ... მტაცებელი როდესაც მწყერს მოკლავს მსხვერპლს თავს ბლაგვი საგნით გავუჩეჩქვავთ და მოვაწრით თავს, თავს კირკიტას შევაწმევთ ხოლო ტანს ავაცლით როდესაც კირკიტა თავის ჭამას მორჩება ხელზე უნდა გვქონდეს მომზადებული ულუფა ამ ულუას ვაწვდით და ხელზე ვაძღობთ მტაცებელს.

მეორე დღის დილას გაგვყავს მტაცებელი მინდორში გა მიგვყავს ეღთი ცოცხალი მწყერიც და ამ ყველაფერთან ერთად მომზადებული უნდა გვქონდეს საქონლის 100 გრამიანი ხორცის ნაჭერი, კირკიტას ძველბურად მინდორში გავუშვებთ და როდესაც 5 თუნდაც 10 მეტრის მანძილზე ავა ცაში ჰაერში ავუგდებთ მწყერს დაეშვება კირკიტა და დაიჭერს ამ მწყერს თუ ვერ დაეწია არ აის პრობლემა მეორე მწყრის აგდებაც შესაძლებელია. როდესაც მწყერს დაიჭერს ისევ თავს დავუტობთ მტაცებელს და ტანს ჩვენ ვიღებთ ამ თავის შეწმის შემდეგ მომზადებულ 100 გრამიან ხორცს მტაცებელს მივცემთ და ხელზე გავაძღობთ.მეორე დღეს კი უკვე შეგეძლებათ მტაცებლის სანადიროდ წაყვანა.

 

ძირითადი პრობლემები;

როდესაც მტაცებელთან მიდიხართ მსხვერპლის წასართმევად შეიძლება უხასიეთო ფრინველმა გაიტაცოს მსხვეროლი და თგვენგან მოშორებით და განმარტოებით დაიწყოს ჭამა, ამ პრობლემას თავიდანვე თუ არ მიხედავთ შესაძლებელია მტაცებელი დაკარგოთ... ამ შემთხვევაში თუ ფრინველი ესე იქცევა,როდესაც კირკიტას სხვერპლი ფეხებში უზის მიუახლოვდით ნაზად და ცოტა სტვენით დაუჯექით გვერდზე და აგრძნობინეთ რომ შენ მისი ნადავლი არ გჭირდება როდესაც ჩიტი თავს დახრის და ჭამასდაიწყებს მისწევთ ნელ ნელა ხელს რომლშიც ხორცი გეჭირებათ, მიუტანთ პირთან და უკეთესია თუ მსხვეპლს ზედ დაადებთ (ნადავლი არ უნდა ჩანდეს თორემ ისევ იმის ჭამას გააგრძელებს) და როდესაც ჭამას დაიწყებს ხელი ნელ ნელა ზემოთ აწიეთ, მტაცებელს ხორცის დაკარგვის შეეშინდება და ხელზე ხრცთან ერთად ამოგყვებათ. ამ შემთხვევისთვის ბაზიერებს დააქვთ პატარა კარდონიც რომ ხელის მიტანის დროს მსხვერპლს გადააფარონ რათა არ ჩანდეს.

თუ ამჩნევთ რომ მტაცებელი ზარმაცობს არც ხელზე მოდის და არც მწრის დაჭერაში იწუხებს თავს მაშიმ მტაცებელს კუჭში ქონი აქვს და ამ შემთხვევაში ეძლევა საქონლის წყალში ჩამბალ ხორცი, ხორს ვდებთ წყალში 2-3 შაათის განმავლობაში ხოლო შემდეგ ვაჭმევთ მტაცებელს.... სიხლგაცლილი ხორჩი მტაცებელს კუჭიდან ქონს გაუქრობს.....

თუ ხედავთ რომ მტაცებელი ხელზე მაინც არ მოდის და ხელიდან საჭმლის გატაცებასაც ცდილობს მაშინ მას საკმარის დროს არ უთმობთ, ან მტაცებელი შეშინებულია ხალხის თუნდაც ძაღლის მიერ...

დაიმახსოვრეთ მტაცებლის დაგეშვას სჭირდება პირველ რიგში; დრო, მოთმინება, ნებისწოფა და გამძლეობა ამის გარეშე მტაცებელს ვერ დაგეშავთ ან დაგეშავთ და არასრულყოფილად.

წყარო: bazieri.ge

კატეგორია: ქორ–შავარდნებით ნადირობა | ნანახია: 2060 | დაამატა: gio | ტეგები: კირკიტას დაგეშვა გაწრთვნა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი