ოთხშაბათი, 26.07.2017, 07:30მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 404
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » კუჭისა და თორმეტგოჟა ნაწლავის დახურული დაზიანება ძაღლებში
21:21
კუჭისა და თორმეტგოჟა ნაწლავის დახურული დაზიანება ძაღლებში

კუჭისა და თორმეტგოჟა ნაწლავის დახურული დაზიანება ძაღლებში


კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დახურული დაზიანება შეადგენს მუცლის ტრამვის 10%. იგი შეიძლება გამოიწვიოს ყოველგვარმა მექანიკურმა ტრავმამ, როგორიცაა კუჭში ძვლებით დაზიანება, უცხო სხეულები-ლურსმანი ან ბლაგვი სხეულები,მავთულები და ა. შ. , მუცლის მიდამოში მკვრივი საგნის მოხვედრა ან ჩარტყმა, სიმაღლიდან ჩამოვარდნა და მუცელზე დაცემა, სატრანსპორტო ტრამვა და სხვა. კუჭის დახურული ტრამვა იშვიათია. კუჭის დახურული დაზიანება ვითარდება ეპიგასტრიუმის მიდამოში მექანიკური ძალის ზემოქმედებით. ამავე დროს მნიშვნელობა აქვს კუჭის პათოლოგიური პროცესების არსებობას. დახურულ დაზიანებიდან უნდა გავარჩიოთ კუჭის დაჟეჟილობა და გახეთქვა. კუჭის დაჟეჟილობის დროს ადგილი აქვს ჰემატომის განვითარებას კუჭის კედლის შრეებს შორის, რომელიც შეიძლება გაიწოვოს ან დაარღვიოს კედლის კვება, რასაც მოჰყვება ნეკროზის განვითარება და პერფორაცია. დაჟეჟილობას უფრო ხშირად განიცდის კუჭის სხეული და ანტრალური ნაწილი, იშვიათად კუჭის ფუძე, უფრო იშვიათად კარდიალური ნაწილი. ხშირია კუჭის წინა კედლის დაჟეჟილობა, ვიდრე უკანა კედლის. წინა და უკანა კედლის ერთდროული დაზიანების შემთხვევას გაგაცნობთ პაციენტის ისტორიიდან. გერმანული ნაგაზი-2 წლის, მიღებულია კლინიკაში როგორც სასწრაფო შემთხვევა. კლინიკაში შემოსვლამდე 30 წუთით ადრე მოჰყვა ავტოაავარიაში. შემოსვლისას: ზოგადი მდგომარეობა მძიმე, პულსი 130 წუთში, რითმული, სუსტი ავსებისა და დაჭიმულობის, ენა ანემიური მშრალი, მუცელი ზომიერად გაბერილი, სუნთქვისას ზოგავდა, პალპაციით მტკივნეული და დაჭიმული. ჰქონდა სისხლიანი პირღებინება. დიაგნოზი-მუცლის დახურული დაზიანება. გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. განაკვეთი გატარდა შუა ხაზზე, გაიხსნა მუცლის ღრუ, გადმოვიდა დიდი რაოდენობით მღვრიე ჰემორაგიული გამონადენი,რომელიც ამომშრალდა.ღვიძლსა და კუჭს შორის ჩაღვრილი იყო დიდი რაოდენობით ნაღვლოვანი გამონადენი, რომელიც ამომშრალდა. დავათვალიერეთ მუცლის ღრუს ორგანოები. კუჭის წინა კედელი გაგლეჯილი იყო, რომელიც გადადიოდა თორმეტგოჯა ნაწლავზე. როგორც კუჭის, ისე თორმეტგოჟა ნაწლავის ჭრილობა გაიკერა მუცლის ღრუ დაიხურა. ოპერაციის შემდგომი პერიოდი გართულების გარეშე. ავადმყოფი გაეწერა გაჟანსაღებული. თორმეტგოჯა ნაწლავის იშვიათი დაზიანების მიზეზი ის არის, რომ იგი ღრმად მდებარეობს და ზემოდან დაცულია ხერხემლითა და წელის ძლიერი კუნთებით, წინიდან კუჭით, ღვიძლით, თვით ორგანო მცირე ზომისაა და მასში შიგთავსი დიდხანს არ ჩერდება. ჩვენს მასალაზე თორმეტგოჯა ნაწლავის იზოლირებული დაზიანების ერთი შემთხვევა გვაქვს. ავადმყოფი-ჯიში გერმანული ბოქსიორი,ძუ, 6 წლის. მიღებულია კლინიკაში როგორც სასწრაფო შემთხვევა. კლინიკაში შემოსვლამდე ქუჩაში დაეჯახა მანქანა. შემოსვლისას ზოგადი მდგომარეობა მძიმე, ანემიური, პულსი, 120 წუთში, სუსტი ავსებისა და დაჭიმულობის, რითმული, ენა მომშრალო, მუცელი პალპაციით დაჭიმული და მტკივნეული. დიაგნოზი- მუცლის დახურული დაზიანება, გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. გადმოვიდა მღვრიე ჰემორაგიული გამონადენი, რომელიც ამომშრალდა. დავათვალიერეთ მუცლის ღრუს ორგანოები. თორმეტგოჯა ნაწლავის ასწვრივი ტოტის მიდანოში აღმოჩნდა გაგლეჯილი ჭრილობა, დაზიანებული იყო წვრილი ნაწლავის ჯორჯალიც. ჭრილობები გაიკერა, მუცლის ღრუ დაიხურა. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მეტად მძიმე იყო. ჩაუტარდა ანტიბიოტიკოთერაპია, ინფუზიო-რინგერი, იზოტონური ხსნარი, გლუკოზა 5% მე-6 დღეს პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაიწერა კლინიკიდან.


წყარო: vet-express.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 815 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი