კვირა, 24.09.2017, 11:27მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 405
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები
21:19
კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები

კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები


კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ტრავმული დაზიანებანი და დაავადებები, მისი კლინიკის, დიაგნოზისა და მკურნალობის საკითხი წარმოადგენს თანამედროვე ვეტერინარულ გასტროენტოროლოგიის ერთ-ერთ ურთულეს პრობლემას. ჩვენს კლინიკაში გამოკვლეულია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ის ტრავმული დაზიანებანი და დაავადებები, რომელიც გვხვდება ვეტერინარიის ქირურგიის პრაქტიკაში და მოითხოვს ოპერაციულ მკურნალობას. ვეტერინარული მედიცინის განვითარებასთან ერთად თანდათან ვითარდება და სრულყოფას განიცდის შეხედულებები ამა თუ იმ დაავადებების ეტიოლოგიისა და პათოგენეზზე. პრაქტიკაში ინერგება გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები, სრუკყოფილი ხდება ოპერაციის ჩვენებისა და წინააღმდეგ ჩვენების საკითხები. მიუხედავად ვეტერინარული ქირურგიის განვითარებისა ჯერ კიდევ ბევრი საკითხი სადავოა. მაგ. ოპერაციის რომელი მეთოდი იქნეს გამოყენებული წყლულოვანი დაავადების პერფორაციის დროს-ულცერორაფია თუ კუჭის პირველი რეზექცია ჩვენების მიხედვით ან ვაგოტომია მადრენირებელი ოპერაციით, ასევე გარკვეული არ არის და დაზუსტებას მოითხოვს წყლულოვანი ეტიოლოგიის პროფუზული გასტროდუოდენული სისხლდენის დროს ქირურგის ტექნიკა. მიუხედავად ვეტერინარული ქირურგიული ტექნიკის სრულყოფისა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების გამო კუჭის რეზექციის შემდეგ ვითარდება რეზექციის შემდგომი პათოლოგიური სინდრომები, მათ შორის შერთულის მიდამოში პეპტიკური წყლული. რეზექციის შემდგომ აღნიშნული გართულებების პრაქტიკა მეტად საყურადღებო საკითხია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ თანამედროვე ონკოლოგიის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს -კუჭის კიბოს კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. კუჭის კიბოს გართულებებიდან აღსანიშნავია პერფორაცია, სისხლდენა, ფლეგმონოზული გასტრიტი, ჩირქოვანი ლიმფადენიტი რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, რეტროპერიტონეალური სივრცის ფლეგმონა, მეტასტაზური აბსცესი ღვიზლში, ჩირქოვანი თრომბოფლევიტი. კუჭის კიბოს პერფორაციის მკურნალობა ოპერაციულია, თუ პერფორაციიდან გასულია 6 საათი და ცხოველის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გასტროექტომია, გავრცელებულ მეთოდად ითვლება პერფორირებული ხვრელის ამოკერვა, რომელიც შესრულებულ იქნა ჩვენს 21 შემთხვევაში. კუჭის კიბოს მეოთხე სტადიაში პერფორირებული ხვრელის ამოკერვიდან 1-2 თვის შემდეგ კუჭის კიბოს ოპერაბელური შემთხვევა შეიზლება გადაიქცეს ინოპერაბელურად.


წყარო: vet-express.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 1373 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი