ხოხობი - 2 მარტში 2011 - Персональный сайт
პარასკევი, 09.12.2016, 10:46მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 390
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ხოხობი
14:59
ხოხობი

ხოხობი


საქართველოს ფრინველთა ფაუნის ერთერთი ძვირფასი წარმომადგენელია ხოხობი. სილამაზით უფრო მამალი ხოხობი გამოირჩევა, მაგრამ არც დედალს აკლია თავისებური ლაზათი. ხოხობი ბინადრობდა საქართველოს მრავალ ადგილას, მაგრამ დღესდღეობით მისი რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია და ნაკრძალების და სანადირო მეურნეობების გარდა აქაიქღა გვხვდება. ხოხობი ბინადრობს ტყეებში, ჭალებში, ბუჩქნარში, ზოგჯერ მდინარეთა სანაპიროებზე ლერწმითა და ჩალით დაფარულ ადგილებში, სიმინდის ყანებში და ჩაის პლანტაციებშიც. 
ხოხობი ბუდეს იკეთებს მიწაზე, გაზაფხულზე დებს 10-15 კვერცხს. მისი კრუხობა გრძელდება 25 დღეს. ხოხბის გამრავლებას ხელს უშლიან პატარა მტაცებელი ცხოველები როგორებიცაა მელა, ტურა, კვერნა და მისთანები. ხოხობი მთელ მსოფლიოში საქართველოდან გავრცელებულა. ძველბერძნული ლეგენდა მოგვითხრობს, რომ მითიურმა არგონავტებმა კოლხეთიდან საბერძნეთში წაიყვანეს ხოხობიც. იგი ბერძნებს არ ენახათ და ბუნებრივია მისი სახელიც არ იცოდნენ, ამიტომ მას დაარქვეს "ფაზიანოსი" (ფაზისის ფრინველი). ამ სახელით ცნობილია ხოხობი მთელ მსოფლიოში და შესულია მეცნიერულ ზოოლოგიურ ტერმინოლოგიაში. ხოხობს არ უნდა ესროლოთ, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ მას ნამდვილად აიღებთ, დაჭრილი ხოხობი, მითუმეტეს, მამალი, ხშირად მიწაზე დავარდნის უმალვე გარბის და იკარგება.
ხოხობზე სანადიროდ 5-6-7 ნომერ საფანტს ხმარობენ, თუ მონადირე კარგი მსროლელია, საფანტი უფრო წვრილიც შეიძლება იხმაროს, ხოლო თუ თოფს ძლიერ მჭიდროდ მიაქვს, შეიძლება იხმაროს 3 და 4 ნომერი საფანტი, ფრინველი შორს გაუშვას, ივარაუდოს რომ 1 და 2 კეკალი საფანტიც კი საკმარისია ფრინველის მოსაპოვებლად და მაგრად, იგი არ გააფუჭოს.

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 529 | დაამატა: gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი