ლანდსირი - 25 ნოემბერში 2011 - Персональный сайт
კვირა, 26.03.2017, 02:35მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 400
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 25 » ლანდსირი
17:59
ლანდსირი


ლანდსირი

 

ლანდსირი ნიუფაუნდლენდის ნაირსახეობაა, რომელსაც ეს სახელი სერ ედვინ ლანდსირი ინგლისელი მხატვარ-ანიმალისტის საპატივცემულოდ შეარქვეს. იგი XIX საუკუნეში და ამ ჯიშის ძაღლებს გამოსახავდა თავის ტოლებზე. გასული საუკუნის 20-იან წლებში აღნიშნული ჯიში პრაქტიკულად გაუჩინარდა, თუმცა შემდგომში, სენბერნარებისა და დიდი პირენეელების შეჯვარების შედეგად გერმანელმა მეძაღლეებმა შეძლეს მისი აღდგენა.

ლანდსირი-დიდი, ძლიერი, პროპორციულად აწყობილი ძაღლია, ნიუფაუნდლენდზე უფრო გრძელი ფეხებით და ძალიან ენერგიული სვლით. სიმაღლე მინდაოში: ხვადი 78-80 სმ. წონა: ხვადი 60-70 კგ. ძუებს აღნიშნული პარამენტრები აქვთ 10%-ით ნაკლები. ბეწვი გრძელი, ხშირი და შეხებისას რბილია, თვალები-ღია ყავისფერი, მეგობრული გამომეტყველებით, ყურები-დაკიდებული, მიკრობილი თავთან. კუდი ლაქებით მკერდსა და ზურგზე შავი თავით.

ხასიათი: ლანდსირი ენერგიული, ძლიერი და ჭკვიანი ძაღლია, ამასტან იგი ძალზე მეგობრულია ბავშვების მიმართ. წყალში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. პრაქტიკულად დაბადებიდანვე იგი შესანიშნავად ცურავს და ძალიან გამძლეა.ამიტომაც, მას შეუძლია დახმარების გაწევა თევზაობისას, ნადირის მიწოდება ჭაობიან ადგილებში ნადირობისას და რასაკვირველია, წყალში მხრჩობელთა გადარჩენა. ამის გარდა, ძალზე მხიარულია ბანაობისას მასთან ერთად წყალში თამაში.

კატეგორია: მონადირე ძაღლები | ნანახია: 288 | დაამატა: gio | ტეგები: ლანდსირი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი