პარასკევი, 19.04.2024, 03:06მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ლეიშმანიოზი ფატალური დაავადებაა!
21:32
ლეიშმანიოზი ფატალური დაავადებაა!

ლეიშმანიოზი ფატალური დაავადებაა!


ლეიშმანიოზი ფატალური დაავადებაა! ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა ძაღლებში ლეიშმანიოზის შემთხვევებმა, რამაც დიდი პრობლემები და საფიქრალი შეგვიქმნა, როგორც ჩვენ ვეტერინარ სპეციალისტებს, ასევე ცხოველის მფლობელებს. თუ სტატისტიკას გადავხედავთ 2003 წელს-39 პაციენტი, 2004 წელს -68 პაციენტი, 2005 წელს-62პაციენტი, 2006 წელს-68პაციენტი 2007 წელს -48პაციენტი , 2008 წელს-51 პაციენტი,2009 48 პაციენტი არის დაფიქსირებული. ეს დაავადება საქართველოში თითქმის არ არსებობდა თითო შემთხვევა თუ დაფიქსირდებოდა. ლეიშმანიოზი ცხოველებში წარმოადგენს გრანულემატოზურ დაავადებას კანის და შინაგანი ორგანოების, გამომწვევი უჯრედშიდა უმარტივესი მიკროორგანიზმები ტრიპანოსომატიდები leishmania donovani infantinumდა მიეკუთვნება ისეთ დაავადებას, რომელიც შემოტანილია ენდემური ადგილებიდან მაგ, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან, ადამიანებში leishmania donovaniიწვევს ვისცერალურ ლეიშმანიოზს (კალა-აზარ), გარემოში ველური მტაცებლები ძაღლისებრთა ოჯახიდან,მღრნელები,ძაღლები და კატები წარმოადგენენ რეზერვუარს leishmani donovani, leishmani tropica - ადამიანში (ჩრდილოეთ აფრიკა, ხმელთაშუა ზღვა) იწვევს კანის ლეიშმანიოზს, დასნებოვნება ხდება ენდემური ადგილებიდან გადამტანად ითვლება მოსკიტები– ფლებოტომუსები . ინკუბაციური პერიოდი 3-7 თვე, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე წელიც, ვასხვავებთ ლატენტურ ფორმებს, რომელიც საწყის სტადიაზე შეუმჩნეველია და ენდემურ ადგილებში თითქმის ნახევარზე მეტ ძაღლს აღენიშნება ეს დაავადება. ლეიშმანიოზი ძაღლებში არასპეციფიკურად ვლინდება და ხშირ შენთხვევაში ძაღლის პატრონი არ აკითხავს ვეტერინარ ექიმს , რაც მოგვიანებით ართულებს სურათს. ზოგ შემთხვევაში ძაღლებს ახასიათებთ ლეტარგია, ბეწვის ცვენა-ალოპეცია, სიცხე-ჰიპერთერმია დასუსტება, ანემია, ბრჭყალების ზედმეტად ზრდა, თვალების გარშემო ბეწვის შეთხელება სათვალისებურად, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, პალპაციის დროს კი ტკივილი ღვიძლის გადიდება, კანის ეროზია. დიგნოზი ისმება ლაბორატორიულად,პრეპარატი-სისხლი ან ძვლის ტვინი. სეროლოგიური მეთოდი-ანტისხეულების გამოვლინებით ფლუოროსცენციით ან ჰემოაგლუტინაციით. პროგნოზი საფრთხილოა, ლეიშმანიოზი უმეტეს შემთხვევაში მკურნალობა გვაძლევს საშუალებას რემისიაში ჩავაგდოთ leishmania donovani თუმცა პერიოდულად დასჭირდება მკურნალობა რომ ამით გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. თუმცა ჩვენს პრაქტიკაში გამოჯანმრთელებულა სრულიად პაციენტი რაც ლაბორატორიულად დადასტურებულა და ესეც კაზუისტიკურ შემთხვევას მიეკუთვნება, სწორედ ჩვენი მიზანია დროულად მოგვმართოდ დროულად ჩავუტაროდ მკურნალობა, რომ აღმოვფხვრად ეს საკმაოდ არასასურველი დაავადება. პროფილაქტიკური ღონისზიება, ვაქცინაცია თუ სხვა საშუალებები დაიცავს თქვენს ოთხფეხა მეგობარს ამ დაავადებისაგან.


წყარო: vet-express.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 1647 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი