ხუთშაბათი, 25.04.2024, 06:41მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ლელიანის კატა
15:26
ლელიანის კატა

ლელიანის კატა


ლელიანის კატა ეკუთვნის კატების ოჯახს. სხვა კატებთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა. სხეულის სიგრძე 73-75 სმ, კუდი შედარებით მოკლეა, კუდის ბოლო ნახევარს ემჩნევა რგოლები. ბეწვის შეფერილობა თითქმის ერთფეროვანია-ყვითელი. სხეულის წონა 16 კგ. საქართველოში გხვდება ძირითად აღმოსავლეთ რაინობში.
გავრცელებულია მცირე აზიაში, წინა აზია, შუა აზია, აფრიკის საკმაოდ დიდი ნაწილი, აღმოსავლეთი ამიერკავკასია. საქართველოში გვხვდება მხოლოდ მის აღმოსავლეთ რაიონებში, მდინარეთა: ალაზნის, ივრის, ხრამის, მტკვრის გასწვრივ.
ბინადრობს ბუჩქთა ხშირ ბარდნარებში, ლელქაშისა და ლელის შალდამებში, მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე. ბიოლოგიით არ განსხვავდება სხვა კატებისაგან. ბუდეს იკეთებს ბარდებში მიწის ზედაპირზე ან სხვა ცხოველების მიტოვებულ სოროში. ძირითად საკვებს შეადგენენ ჭაობისა და წყალმცურავე ფრინველები, ხოხბები და დანარჩენი სამონადირეო ფრინველები, წვრილი ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები და ა.შ. მძუნაობა მიმდინარეობს თებერვალ-მარტში, მაკეობის ხანგძლივობა 66 დღემდეა. მდედრი შობს 2-5 კნუტს , რომლების თვალებს იხელენ 9-10 დღის ასაკში.
ბეწვი მდარე ხარისხისაა და სპეციალურად მისი დამზადება არ წარმოებს. მცირე სარგებლობა მოაქვს თაგვისნაირი მღრღნელების განადგურებით, დიდ ზარალს აყენებს სამონადირეო მეურნებას, განსაკუთრებით იმით, რომ სპობს ხოხბებს. მისი მოპოვება შეიძლება მდევარი ძაღლებით და თოფით, ვაზნა დატენილი უნდა იყოს 0-1-2 ნომერი საფანტით.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1549 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი