პარასკევი, 29.03.2024, 13:36მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » მაჩვი
15:38
მაჩვი

მაჩვი


მაჩვი კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა ამიერკავკასიური მაჩვი. სხეულის სიგრძე აღწევს 1 მეტრს, კუდის 16-20 სმ, ცოცხალი წონა 10-20 კგ, შემოდგომით ცხიმის დაგროვების გამო იწონის მეტს. სხეული უხეშია, წინა ნაწილში წავიწროვებულია გრძელი მსხვილი ბრტყელი ბრჭყალებით, რომლებიც მომარჯვებულია მიწის სათხრელად. ბეწვი უხეში, ზურგზე ფაცახის სიგრძე 10 სმ-მდეა, თივთიკი გააჩნია მხოლოდ ზამთარში. სხეულის შეფერილობა რუხია, ზურგზე და მკერდზე მურა-შავი. თავის ორივე მხარეს შავი ზოლია, რომლებიც გრძელდება თვალზე გავლით ყურის მიმართულებით.
გავრცელებულია: თითქმის მთელი ევროპა (მისი ჩრდილოეთი ნაწილის გარდა) და აზიის უმეტესი ნაწილი. საქართველოში ველისა და ტყის ზონებში, ზოგჯერ ალპურ მდელოებზე, ზღვის დონიდან 2500მ სიმაღლეზე.
ბინადრობს ტყეებში, ტყის პირებზე, ველებზე, ბუჩქნარში, სოროს სწრაფად თხრის ბუჩქნარით დაფარულ ხევებში, ხეების ქვეშ, ეტანება უფრო სამხრეთ, მზიან ფერდობებს. სორო რთული აგებულებისაა. სიცოცხლის მეტ ნაწილს მაჩვი სოროში ატარებს და იქ თავისი შთამომავლობით რამდენიმე წელიწადი რჩება. თბილი და მზიანი ამინდის დროს ზამთრის ძილქუში ხშირად წყდება და მაჩვი გამოდის სოროდან და მზეზე თბება.
იკვებება ნაირგვარი ჩვეულებრივი მცენარეული საკვებით. წვრილი ნადირით, ფრინველითა და მათი კვერცხებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებით, მწერებით, მოლუსკებით, ჭიებით და სხვა უხერხემლო ცხოველებით, ნაყოფებით, თესლებით, ბოლქვებით, ფესვურებითა და სოკოებით,
მძუნაობა ხდება ივნის-ივლისში. მაკეობა გრძელდება დაახლოებით 1 წელიწადი. მდედრი შობს აპრილ-მაისში. იბადება 2-5 თვალებაუხელელი თეთრბეწვიანი ნაშიერი, რომლებსაც თვალები ეხილებათ 1 თვის ასაკში. ისინი იზრდებიან და 2-3 თვის ასაკში იწყებენ დამოუკიდებელ კვებას. გამრავლების უნარს მდედრები იძენენ ორი წლის ასაკში, ხოლო მამრები 3 წლის ასაკში. სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წლამდეა.
ჩვენში საწერაო მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ზოგიერთ ადგილას იყენებენ საკვებად ხორცს. ტყავი მდარე ხარისხისაა, მაგრამ გამოიყენება იატაკზე გასაშლელად, ის კარგია იმით, რომ მისგან ბეწვი არ სცვივა. ტყავი აგამძლეა და მისგან კერავენ შალითებს თოფებისათვის. ფაცახი გამოიყენება ფუნჯების გასაკეთებლად, ხოლო ცხიმი საპნის დასამზადებლად. სამკურნალო თვისებების გამო ცხიმი გამოიყენება მედიცინაში. მღრნელებისა და მწერების დიდი რაოდენობის მოსპობით მაჩვს სარგებლობა მოაქვს.
მაჩვის მოსაპოვებლად საჭიროა 2-3 ნომერი საფანტი. მაჩვზე ნადირობა აკრძალულია.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 3483 | დაამატა: gio | რეიტინგი: 2.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი