მგზავრობა ცხოველებთან ერთად - 30 ნოემბერში 2011 - Персональный сайт
კვირა, 04.12.2016, 17:15მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 389
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30 » მგზავრობა ცხოველებთან ერთად
21:38
მგზავრობა ცხოველებთან ერთად


მგზავრობა ცხოველებთან ერთად

 

ყველაფერი მზად არის, ბარგი ჩალაგებულია, ტრანსპორტის საკითხი - მოგვარებული, ბილეთები - შეძენილი, მივდივართ! შესაძლოა, ცხოველთა მფლობელები არც კი დაფიქრებულან იმაზე, რომ ამ დროს მთავარი საზრუნავი ცხოველია, რომლისთვისაც მგზავრობა და გარემოს შეცვლა ძლიერი სტრესია.

როგორ უნდა წავიყვანოთ ცხოველი, როცა სადმე მივემგზავრებით? რასაკვირველია, უმჯობესია, ინდივიდუალური ტრანსპორტი გვქონდეს. ალბათ გაგეცინებათ, მაგრამ  მგზავრობის წინ არ არის სასურველი ცხოველის კვება - შესაძლოა, გული აერიოს.

თუ მანძილი დიდი არ არის და მგზავრობის ხანგრძლივობა საათნახევარს არ აღემატება, განსაკუთრებული მზრუნველობა არ არის საჭირო, პრაქტიკულად ჯანმრთელ ცხოველებს ასეთი მგზავრობა არავითარ პრობლემას არ უქმნის, თუმცა უნდა ვარიდოთ ორპირ ქარსა და სხეულის გადახურებას. შორ მანძილზე მგზავრობისას აუცილებელია საკვების მარაგის წაღება. ეს უნდა იყოს მშრალი საკვები, რომელიც გზაში არ გაფუჭდება. სასმელი წყალიც უმჯობესია შინიდან წავიღოთ. რეკომენდებულია, ეს იყოს შუშის ჭურჭელში ჩასხმული ანადუღარი წყალი. სხვათა შორის, დაგჭირდებათ ქაღალდის ხელსახოცი ან ტუალეტის ქაღალდიც მოსალოდნელი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად. ცხოველები სპეციალური კონტეინერით უნდა გადავიყვანოთ - ასეთ პირობებში ისინი უფრო დაცულად გრძნობენ თავს. ცხოველთა მფლობელებმა ალბათ კარგად იციან, რომ პატარა ძაღლები და კატები პატრონის კალთაშიც მშვენივრად გრძნობენ თავს. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ცხოველის გადაყვანისას მფლობელი ვალდებულია, ძაღლს საყელური და სადრუნჩე გაუკეთოს, ხოლო კატა ან სხვა პატარა ცხოველი სპეციალურ კონტეინერში ჩასვას.

ნუ გვექნება იმედი, რომ კონტეინერის მაგივრობას უბრალო მუყაოს ყუთი გაგვიწევს, განსაკუთრებით - კატის გადაყვანისას. კატა ძალიან აქტიური, მოძრავი და თავისუფლების მოყვარული ცხოველია და შესაძლოა, ყუთიდან გაიქცეს კიდეც. სწორედ ამიტომ გვირჩევენ სპეციალისტები, შევიძინოთ კარგი, მაგარი პლასტმასის კონტეინერი ლითონის კარით. პლასტმასის კარი სანდო არ არის. დიდი ნებისყოფა გმართებთ, როცა ტრანსპორტით კატა გადაგყავთ. მისი ნებაზე მიშვება არ შეიძლება, მაშინაც კი, როცა ირგვლივ ნაცნობები არიან. არცთუ იშვიათად კატა, რომელმაც "საკანს" თავი დააღწია, სხვა კუპეში ან სხვა ვაგონში აღმოჩენილა. ზოგჯერ ფისო მგზავრობისას ნერვიულობს, კნავის, კონტეინერის კარს კაწრავს. გამოუცდელი მფლობელი უმალ რეაგირებს ცხოველის მსგავს ეშმაკობაზე, მაგრამ საკმარისია, კონტეინერის კარი გაიღოს, რომ კატას თვალსაც ვეღარ მოჰკრავთ. მისი უკან დაბრუნება ძალიან ძნელი იქნება. სამაგიეროდ, თუ ყურადღებას არ მივაქცევთ, ფისო მალე დაწყნარდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ადგილსამყოფელის შეცვლით გამოწვეულ სტრესს ყველა ცხოველი თავისებურად განიცდის - ორგანიზმის ადაპტაციური რეაქცია ხომ ყველა ინდივიდს სხვადასხვაგვარი აქვს. ზოგი საერთოდ არ რეაგირებს გარემოს შეცვლაზე, ზოგი კი ნერვული სისტემის გადაძაბვის გამო შესაძლოა ავადაც კი გახდეს.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას ცხოველს გონს მოსვლის საშუალება უნდა მივცეთ. კარგი იქნება, თუ მას ჩრდილში მივუჩენთ ადგილს, მივაწვდით წყალს, ცოტაოდენ ნუგბარს, მოვეფერებით. კატებს შეიძლება ვალერიანის ძირების დაყნოსვის საშუალებაც მივცეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ოთახის ცხოველები მიუჩვეველი არიან თავისუფლების იმ ხარისხს, რომელიც მათ აგარაკზე თუ სოფლად ეძლევათ, ამიტომ პირველ ხანებში აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება, რათა ცხოველმა არ დატოვოს ეზო და არ დაიკარგოს. ეს განსაკუთრებით კატებს ეხება. მაშ ასე, უკვე აგარაკზე ვართ! რა საფრთხე გველის ახლა, რისგან და როგორ უნდა დავიცვათ ცხოველები და პირიქით, როგორ უნდა დავიცვათ ბუნება მათი თავდასხმისაგან? ზაფხულის დადგომისთანავე კატები ფრინველებზე "ნადირობას" იწყებენ. თუ შინ იადონი ან თუთიყუში გყავთ, არ დაგავიწყდეთ გალიის მოთავსება კატისთვის მიუწვდომელ ადგილზე. საინტერესოა, რომ კატები ყოველთვის ნადირობენ, განურჩევლად იმისა, მაძღრები არიან თუ არა - ბუნებრივი ინსტინქტის დათრგუნვა სიმაძღრით შეუძლებელია. ამიტომაც გვირჩევენ, კატას ეჟვანი შევაბათ ან ალიკაპი გავუკეთოთ.

 

დიდი პრობლემაა ცხოველების ერთმანეთისგან დაცვა. ძაღლებსაც და კატებსაც ძალიან უყვართ ახალი ადგილების დათვალიერება და ამ დროს სხვა ინდივიდების გაცნობა, რაც ხშირად ტერიტორიის გადანაწილებისთვის ბრძოლით მთავრდება. უცხო ადგილებისა ნახვისა და ახალი ნაცნობების გაჩენის სურვილი განსაკუთრებით ძლიერი აქვთ არაკასტრირებულ ცხოველებს, ეს კი შესაძლოა ჯიშის სიწმინდის დარღვევით და არასასურველი შთამომავლობით დასრულდეს. არსებობს სხვა საფრთხეც - ჭუჭყიან წყალში ბანაობა, დაკარგვა, მანქანის ბორბლებქვეშ ჩავარდნა... არანაკლებ საშიშია სხვა ცხოველებთან ბრძოლა და სხეულის გადაცივება ცივ წყალში დიდხანს ყოფნის გამო. სპეციალისტები გვირჩევენ, აგარაკზე ყოფნის პირველ დღეებში ცხოველების ეზოდან გასვლა შევზღუდოთ, ზოგიერთი კი ცხოველისათვის დამამშვიდებელი პრეპარატების მიცემასაც კი მიიჩნევს მიზანშეწონილად. სახიფათოა ნაგავსაყრელები და გუბეებიც. ასეთი ადგილებისკენ ცხოველს იზიდავს უცნობი და მძაფრი სუნი, ცნობისმოყვარეობამ კი შესაძლოა მოწამვლამდე და დაავადებამდე მიიყვანოს. სააგარაკო ადგილზე ყოველთვის გვაქვს ქიმიკატები, საღებავები, სასუქი, რომლებიც პოტენციური საწამლავებია, ასე რომ, დროულად მოაცილეთ ისინი ცხოველისთვის მისაწვდომ ადგილებს.

 

ისიც გაითვალისწინეთ, რომ აგარაკზე მღრღნელებთან ბრძოლა არცთუ იშვიათად შინაური ცხოველების მოწამვლით და დაღუპვით მთავრდება. ქალაქგარეთ სააგარაკო ადგილები ზამთრობით გაუკაცრიელდება ხოლმე. ამ პერიოდში სახლების სიახლოვეს მაწანწალა ძაღლები იდებენ ბინას, აქ ატარებენ ზამთარსა და გაზაფხულს, ზაფხულში კი თავს იქაურობის ბატონ-პატრონებად თვლიან და სულაც არ სიამოვნებთ ახალი "მოაგარაკეების" გამოჩენა, ამიტომ არცთუ იშვიათად ნამდვილ ნადირობას აწყობენ კატებსა და პატარა ძაღლებზე. ამიტომ არის საჭირო განსაკუთრებული კონტროლი. ცალკე საუბრის საგანია ის გარემო, რომელიც ქალაქგარეთ ხვდება ცხოველს. ორპირი ქარი და ხშირი გრილი ნიავი შესაძლოა ფილტვების ანთების, მიოზიტის, ართრიტის მიზეზად იქცეს. დიდ პრობლემას ქმნიან ტკიპები, რწყილები, სხვა მწერები. კიდევ ერთი საშიშროებაა პარაზიტული ინვაზია. ამ უსიამოვნებებისგან ცხოველების დასაცავად სასურველია, აგარაკზე გამგზავრების წინ ვეწვიოთ ვეტერინარს, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ვაქცინაციის კალენდარს და რჩევებიც მივიღოთ.

 

მარიკა დვალი

 

წყარო: mkurnali.ambebi.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 295 | დაამატა: gio | ტეგები: მგზავრობა ცხოველებთან ერთად | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1  
madlobaa amm rchevebistviss :) :) :)

სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი