ხუთშაბათი, 25.04.2024, 13:06მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 38
სტუმარი: 38
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 27 » მტაცებელი ფრინველის დაჭერა
20:20
მტაცებელი ფრინველის დაჭერა


მტაცებელი ფრინველის დაჭერა

 

მტაცებელი ფრინველის დასაჭერად ბაზიერი აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ემზადება. ის ქსოვს სამკუთხა ბადეს, სიგრძით არა უმეტეს სამი მეტრისა, რომელიც გაკრულია თხილის ან ბამბუკის ორ ჯოხზე. საგანგებო სხაპით იჭერს ნარდ ღაჟოს და იწყებს მის მართვას.

ჩიტის(ამ შემთხვევაშიღაჟოს)გამართვა მდგომარეობს შემდეგში: ღაჟოს დაჭერისთანავე წააბამენ ფეხებზე მოკლედ დაგრეხილ კოჭის ძაფს და მიაბამენ თხილის ან სხვა შესაფერისი ხის 2 მეტრიან სწორ ჯოხზე. ჯოხი კედელზე ან ხეზე უნდა მიმაგრდეს.


ღაჟო

თავდაპირველად ღაჟო ჯოხზე ჩამოეკიდება და იწყებს ფართხალს, ცდილობს აფრინდს და თავი დააღწიოს ტყვეობას, შემდეგ კი ჯდება ჯოხზე. თანდათან ისე შეეჩვევა ჯოხზე ჯდომას, რომ ორი დღის შემდეგ ფეხით აღარ ჩამოეკიდება. ბაზიერი ღაჟოს დღეში ორჯერ მაინც ავარჯიშებს. ჯოხს მეორე თავში მოკიდებს ხელს და ზევით შექნევით ღაჟოს ჰაერში შეისვრის-აფეთქებს. ეს პროცედურა ერთ კვირას გრძელდება, რის შემდეგ ღაჟო გაწვრთნილია და იგი მზად არის საირაოზე წასაყვანად.

საირაოზე ბაზიერი დილით ადრე მიდის ჩიტ-ბადით, არჩევს მაღლობზე ისეთ ადგილს, საიდანაც მოჩანს ვრცელი დაბლობი, კარგად გაწმენდს ბალახისაგან, ახლო მდებარე ხეებს ტოტებს შეაჭრის, თუ ეს ხელს უშლის ირაოს ცქერას, და აკეთებს პატარა კარავს, რომელსაც ხის ფოთლებით შენიღბავს. კარავში თავისუფლად უნდა მოთავსდეს მუხლებზე დაჩოქილი ბაზიერი. კარავს უკეთებს პატარა სარკმელს, საიდანაც თვალყურს ადევნებს ირაოს გამოჩენას, კარვის თავში შლის ბადეს, რომლის ერთი ჯოხი მიწაშია ოდნავ ჩასობილი, ხოლო მეორედაგდებულია მიწაზე. ბაზიერი დგას ბადის უკან, მარჯვენა ხელში ჯოხზე დამჯდარი ღაჟო უჭირავს და უთვალთვალებს, როდის გამოჩნდება ცაში მტაცებეთა ირაო ან ცალკეული ფრინველი, რომელიც ჩიტს ეტანება.

როდესაც გამოჩნდება ირაო ან ერთეული ფრინველი (ქორი, მიმინო, თვალშავა და სხვა), რომელიც შორს, ბადის პირდაპირ წრეს აკეთებს ან მოფრინავს ბადისაკენ, ბაზიერი სწრაფად შედის კარავში, მუხლეზე დგება, იცქირება სარკმელში და თან ბადესთან მარჯვენა ხელით ღაჟოს აფეთქებს, მარცხენათი კი მიწაში ჩასობილი ჯოხი უჭირავს.

როგორც მტაცებელი ფრინველი აფეთქებულ, მოფრთხიალე ჩიტს თვალს მოჰკრავს, ის შეთამაშდება ჰაერში და დაიწყებს წრის გაკეთებას ბადის პირდაპირ. ბაზიერი ღაჟოს ფეთქებას განაგრძობს.ღაჟოს ფრთხიალით მოხიბლული და ცდუნებული ფრინველი უცებ აიწურება, ფრთებს შემოკრავს, ღაჟოს დასაჭერად ტყვიასავით დაეშვება და ღაჟოს წინ გაშლილ ბადეში მოხვდება. ბაზიერი მაშინვე ღაჟოს ჯოხიანად მარჯვნივ გადააგდებს, მიწაში დასობილ ბადის ჯოხს სწრაფად წააქცევს და ფრინველი უკვე ბადეშია გახვეული. ღაჟოს ეტანება და ბადეში ხვდება არა მარტო ქორი ან მიმინო, არამედ სხვა მტაცებელიც: მარჯანი, ალალი, შაკი,ძელქორი, თვალშავი, მცირე ზომის არწივები,ძერა და სხვა. ბადეში მოხვედრილ ფრინველს ბაზიერი სწრაფად თავზე დააცხრება, ხელში დაიჭერს, გაუსწორებს ფრთებსა და ბოლოს და ბადიდან გაანთავისუფლებს.

მიმინოს გამოხსნა ბადიდან

ბადიდან ფრინველი დიდი სიფრთხილით უნდა გამოიხსნას, რომ მას არ დაუზიანდეს ფრთები ან ბოლო, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სანადიროდ ღარ გამოდგება.

 

წყარო: "მონადირის გზამკვლევი

კატეგორია: ქორ–შავარდნებით ნადირობა | ნანახია: 1332 | დაამატა: gio | ტეგები: მტაცებელი ფრინველის დაჭერა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი