სამშაბათი, 23.04.2024, 13:14მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 27 » ნადირობა საქართველოში
23:05
ნადირობა საქართველოში


ნადირობა საქართველოში

 

განათხარ ძეგლებში ნაპოვნი ძვლოვანი მასალა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის პერიოდში ნადირობის ობიექტი იყო თხა, ქურციკი, გამოქვაბულის დათვი, მგელი, გარეული ცხენი და სხვა ნადირი. ნეოლითიდან—ირემი, შველი, წავი; ენეოლითიდან—გარეული ღორი, ნიამორი, თახვი, სხვადასხვა ფრინველი; ბრინჯაოს ხანიდან—კურდღელი, მელა და ა. შ. თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთბზე გამოსახული ნადირი და ნადირობის სცენები მიუთითებს ნადირობის კოლექტიურ ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში.

ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების ფორმაც. იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კი ბაზიერთუხუცესი ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი", „მრეკალი", „მესახუნდრე", ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე).

აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი დალი, ნადირთ-მწყემსი ოჩოპინტრე და ა. შ. ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა.

ნადირობის მიზნის მიხედვით განარჩევენ სარეწაო, სპორტისა და სამეცნიერო ნადირობას.

1) სარეწაო ნადირობის მიზანია ბეწვის, ხორცისა და სხვა პროდუქციის მოპოვება მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და ექსპორტისათვის.

2) სპორტული ნადირობა, გარდა აღნიშნულისა, ითვალისწინებს აგრეთვე მონადირის ფიზიკურ მომზადებას, გამბედაობის და სწრაფი ორიენტირების უნარის გამომუშავებას. ნადირობა დასვენების სპეციფიკური ფორმაცაა. სპორტული ნადირობის საფუძველზე ვითარდება სამონადირეო ტურიზმი როგორც ცალკე ქვეყნებში, ისე ქვეყნებს შორის.

3) სამეცნიერო ნადირობა ტარდება სამეცნიერო-კვლევის დაწესებულებების დავალებით, რომლის მიზანია სანადირო ფაუნისა და ნადირის დაავადებების შესწავლა, სამხარეთმცოდნეო მუზეუმების შევსება, სამეცნიერო კოლექციების შედგენა და სხვა.

საქართველოში ძირითადად განვითარებულია სპორტული ნადირობა, სარეწაო მნიშვნელობა აქვს ბეწვეულის დამზადებასაც (კვერნა, მელა და სხვა).

ნადირობის განვითარების თანამედროვე პრობლემები ბუნების დაცვის საერთო ამოცანების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველთა მომრავლებას და მის რაციონალურ გამოყენებას. ეს ხდება როგორც სახელმწიფოებში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

 

წყარო: ka.wikipedia.org

კატეგორია: ნადირობის სახეები და მეთოდები | ნანახია: 1591 | დაამატა: gio | ტეგები: ნადირობა საქართველოში | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი