პარასკევი, 29.03.2024, 09:01მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 25 » პუმი
17:55
პუმი


პუმი

 

პუმი ეს ჯიში გამოიყვანეს 1700 წელს პულის შეჯვარების შედეგად ფრანგულ და გერმანულ სამწყემსო ძაღლებთან. სავარაუდოდ, მის ძარღვებში ჩქეფს ძველი ტერიერის სისხლი და სავარაუდოდ, ბოლო 300 წლის მანძილზე მას უმატებდნენ პომერანული და სამწყემსო შპიცების სისხლსაც. ამჟამად, პუმის ჯიშმა მჭიდროდ დაამტკიცა თავისი პოზიციები არაჩვეულებრივი უნივერსალურობის გამო.

პუმი საშუალო ზომის ძაღლია. სიმაღლე მინდაოში: 33–44 სმ. წონა: 8–13 კგ. ამ ჯიშის თავი ჩანს დიდად ვიწრო. დრუნჩთან შედარებით. ცხვირი შავი და წვეტიანია, თვალებიყავისფერი, ყურებინახევრად მდგომი, V–ფორმის, კუდიკუპირებული სიგრძის ორი მესამედით. კორპუსი კვადრატული ფორმისაა და დაფარულია შედარებით გრძელი, ხუჭუჭა ბეწვით, რომელიც არასოდეს იხვევა შნურებში. შეფერილობა: ფოლადისფერნაცრისფერი, მოვერცხლისფრონაცრისფერი, ხასხასა ნაცრისფერი, შავმქრქალი, თეთრი, წითუროქროსფერყავისფერი, მაგრამ უნდა იყოს არა ლაქებიანი, არამედერთიანი.

ხასიათი: პუმი ადვილად ექვემდებარება წვრთნას, უპირატესობას ანიჭებს პატრონის საზოგადოებაში ყოფნას, მაგრამ ეჭვის თვალით უყურებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ოჯახის წევრს არ წარმოადგენს. ეს ძაღლი ყოველთვის ყეფს ხმამაღლა, რაც მისი თავისებურებაა. იგი ფხიზელი გუშაგია, აგრესიულია შეტევისას ან ქონების დაცვისას. ერთერთი თავისებურებაა მიდრეკილება მაწანწალობისაკენ.

პუმი ენერგიული და ძლიერი სამწყემსო ძაღლია. უნგრეთში ცხოვრობს და მუშაობს, ძირითადად, ფერმერებზე. მას წარმატებით იყენებენ როგორც სადარაჯო და ფრინველზე მონადირე ძაღლს. შესაძლოა, რომ ძველი ტერიერების სისხლის წყალობით მას გააჩნია გარეულ ცხოველებზემელიებზე და მაჩვებზე ნადირობის ინსტიქტი. პუმი იდეალური დამცველია განმარტოვებული ფერმერებისათვის, სახლებისათვის ან ფაბრიკებისათვის. რადგან ყოველთვისაა მზად თავს დაესხას უცხო ადამიანს გამაყრუებელი ყეფით.

კატეგორია: მონადირე ძაღლები | ნანახია: 1274 | დაამატა: gio | ტეგები: პუმი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი