ოთხშაბათი, 17.04.2024, 00:27მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » პირველი დახმარება უგონო მდგომარეობისას
18:35
პირველი დახმარება უგონო მდგომარეობისას


პირველი დახმარება უგონო მდგომარეობისას

 

ნერვული სისტემა ადამიანის ორგანიზმში აკონტროლებს ცნობიერებასა და ნებისმიერი ორგანოს ფუნქციონირებას. მასში მოთავსებულია მეხსიერების, მეტყველების და აზროვნების ცენტრები.

გონზე მყოფი ადამიანი კარგად ერკვევა გარემოში. ძილი არის ცნობიერების დაბინდვის სრულიად ნორმალური სახე. უგონო მდგომარეობა - ნორმიდან გადახრაა, როდესაც ადამიანის სხეულის მაკონტროლებელი მექანიზმი აღარ ფუნქციონირებს ან დაქვეითებულია. ძილში სასიცოცხლო ფუნქციები, როგორიცაა, მაგ. სუნთქვა, ავტომატურად არის შენარჩუნებული. უგონო მდგომარეობის დროს კუნთები მოდუნებულია, და თუ დაზარალებული წევს ზურგზე, გულაღმა, ენა გადაინაცვლებს უკან და ახშობს სასუნთქ გზებს. ამიტომაც უგონო მდგომარეობის დროს აუცილებელია დაუყოვნებლივ პირველი დახმარების გაწევა.

ფაქტიურად უგონო მდგომარეობის მიზეზი არის ტვინის ნორმალური აქტივობის დარღვევა. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს. მაგალითად, თავის ტრავმის დროს ის განპირობებულია ტვინის უშუალო დაზიანებით. ზოგჯერ მისი მიზეზი შეიძლება იყოს ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა (მაგალითად, ინსულტის, გულის წასვლის, გულის შეტევის და შოკის დროს), ან ტვინზე ზეწოლა (თავის ტრავმა, ინსულტი, ზოგიერთი ინფექციური დაავადება, სიმსივნეები). ხშირად უგონო მდგომარეობა ვითარდება ტვინში მიტანილი სისხლის ქიმიური შემადგენლობის დარღვევის გამო. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჟანგბადის ნაკლებობა (ჰიპოქსია), მოწამვლა (ალკოჰოლური ან წამლისმიერი მოწამვლის ჩათვლით), სისხლში შაქრის (გლუკოზის) შემცირებაჰიპოგლიკემია. უგონო მდგომარეობის განვითარება ასევე შესაძლებელია კრუნჩხვის (ეპილეფსიური ან მაღალი ტემპერატურის ფონზე განვითარებული) შემდეგ.

 

მიუხედავად უგონო მდგომარეობის მიზეზისა, დაიცავით სამი ძირითადი წესი:

1.დარწმუნდით, რომ სასუნთქი გზები ღიაა. უგონო მდგომარეობაში მუდმივად არსებობს სასუნთქი გზების დახშობის საშიშროება, თუ დაზარალებული წევს ზურგზე. შესაძლებელია მოხდეს ენის გადანაცვლება უკან, რადგან ის კუნთები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასუნთქი გზების გამავლობას, მოდუნებულია. სასუნთქი გზების დახშობას ასევე ხელს უწყობს ხველის რეფლექსის გაქრობა უგონო მდგომარეობაში. გარდა ამისა თუ უგონო მდგომარეობის დროს განვითარდება ღებინება, არის საშიშროება პირნაღები მასების მოხვედრისა სასუნთქ გზებში;

2.მუდმივად შეამოწმეთ ცნობიერება. პირველადი დათვალიერების ბოლოს და მეორადი დათვალიერების შემდეგ ყოველ 10 წთ-ში ერთხელ გადაამოწმეთ ცნობიერების დონე AVPU ალგორითმის მიხედვით:

A–alert–აგზნება;

V–Voice–არის რეაქცია ხმაზე;

P–Pain–რეაქცია ტკივილზე

U–Unresponsive–რეაქცია არ არის.

 

ცნობიერების შემოწმება


3.გულმოდგინედ დაათვალიერეთ დაზარალებული. შეცვლილი ცნობიერება შეიძლება ნიღბავდეს სხვა დაზიანებებს. ამიტომ სრული დათვალიერება შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. დაზარალებულის ზოგადი მდგომარეობა და ცნობიერება შეიძლება იცვლებოდეს დროთა განმავლობაში. ხერხემლის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით გადაადგილეთ ის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში;

 

უგონო მდგომარეობის დროს პირველი დახმარების ძირითადი მიზნებია:

·სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება;

·ცნობიერების დონის დადგენა;

·ნებისმიერი თანაარსებული დაზიანების დროს პირველი დახმარება;

·გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დროული გამოძახება;

·უგონო მდგომარების განვითარების მიზეზისა და გარემოების დადგენა.

 

პირველი დახმარება უგონო მდგომარეობის დროს:

1.გადაწიეთ თავი უკან და წამოწიეთ ნიკაპი წინ და ზემოთ. შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. მზად იყავით სარეანიმაციო ღონისძიებების ჩასატარებლად. პირველადი დათვალიერების ბოლოს შეაფასეთ ცნობიერება AVPU ალგორითმის მიხედვით. თუ დაზარალებულს ეწყება ღებინება, სწრაფად მოათავსეთ ის უსაფრთხო მდებარეობაში.

უსაფრთხო მდებარეობა

 

უგონო მდგომარეობის დროს ყოველთვის მიიტანეთ ეჭვი ხერხემლის დაზიანებაზე;

2.სწრაფად და გულმოდგინედ ჩაატარეთ მეორადი დათვალიერება ნებისმიერი დაზიანების გამოვლენის მიზნით. მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება სისხლდენისა და მოტეხილობების გამოვლენას;

3.შეაჩერეთ გარეგანი სისხლდენა და მოახდინეთ მოტეხილობების იმობილიზაცია;

4.მიაქციეთ ყურადღება, ხომ არ აღინიშნება სპეციფიური სუნი სუნთქვისას, ხომ არა აქვს დაზარალებულს ინექციის კვალი. გამოკითხეთ თვითმხილველები, რა უსწრებდა წინ უგონო მდგომარეობის განვითარებას;

5.გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში;

6.თუ სამ წუთში დაზარალებულს არ უბრუნდება ცნობიერება, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. ყოველ 10 წთ-ში ერთხელ შეამოწმეთ სუნთქვა, ცირკულაციის ნიშნები და ცნობიერების დონე, დააფიქსირეთ მონაცემები და გადაეცით სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებს. თუ დაზარალებულს დაუბრუნდება ცნობიერება 3 წთ-ში და კარგად იგრძნობს თავს შემდგომი 10 წთ-ის განმავლობაში, ურჩიეთ მას რაც შეიძლება სწრაფად მიმართოს ექიმს.

 

გახსოვდეთ!

·უგონო მდგომარეობაში მუდმივად არსებობს სასუნთქი გზების დახშობის საშიშროება

·უგონო მდგომარეობის დროს ყოველთვის ეჭვი მიიტანეთ ხერხემლის დაზიანებაზე

·თქვენს მიერ თვითმხილველებისაგან მოპოვებული დამატებითი ინფორმაცია უგონო მდგომარეობის განვითარების შესახებ ძალზე მნიშვნელოვანია დაზარალებულის სწორი და დროული მკურნალობისათვის.

 

წყარო: medportal.ge

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 1656 | დაამატა: gio | ტეგები: პირველი დახმარება უგონო მდგომარეობი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი