ხუთშაბათი, 25.04.2024, 03:48მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » პროფილაქტიკური აცრები
20:53
პროფილაქტიკური აცრები

პროფილაქტიკური აცრები


როფილაქტიკური აცრები – პრობლემა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციონ არა მხოლოდ ძაღლების, არამედ კატების მფლობელებმაც. ძაღლთა ყველაზე საშიში და გავრცელებული ინფექციური ავადმყოფობებია: ხორცის მჭამელი ცხოველების შავი ჭირი, ჰეპათიტი, პარვოვიროზი, ლეპტოსპიროზი, ცოფი; კატებისა: ვირუსული რინოტრაქეიტი; კალცივირუსული ინფექცია, კატების პანლეიკოპენია და ცოფი. ცხადია, უფრო მარტივია ყველა ამ ავადმყოფობის შესახებ გაფრთხილება, ვიდრე მათი მკურნალობა. ჩატარებული აცრების შესახებ ყველა ცნობა შეიტანება ვეტერინარულ პასპორტში, რომელიც ფორმდება ვეტერინარის მიერ ვაქცინის სახეობის, ვაქცინაციის თარიღისა და ვაქცინაციის ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის მითითებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ გეგმავთ გამოფენებზე მონაწილეობას ანაც ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობას.
ვაქცინაციის ვადები: ლეკვების აცრა პირველად 8-9 კვირის ასაკში ხდება, 3-4 კვირაში ატარებენ რევაქცინაციას იმავე აცრებით, ამ შემთხვევაში განმეორებით რევაქცინაციას ატარებენ 10 თვეში (წელიწადში), ამასთან ცოფის აცრასაც. კნუტებს ვაქცინაციას პირველად 9-12 კვირის ასაკში პოლივალენტი ვაქცინით უკეთებენ, შემდგომი რევაქცინაცია უნდა მოხდეს 3 კვირაში ამავე ვაქცინით, ამასთან უნდა გაკეთდეს ცოფის ვაქცინაც. უფრო ადრეულ ასაკში მაღალია დედისეული ანტისხეულების დონე, რომელთაც კნუტები და ლეკვები რძესთან ერთად იღებენ, ამიტომაც ამ პერიოდში ვაქცინაცია არაეფექტურია.
ზრდასრული ცხოველების ვაქცინირება საჭიროა წელიწადში ერთხელ ყოველწლიურად.
აქტიური იმუნიტეტის გამომუშავება არ ხდება ვაქცინაციის მომენტიდან 10 დღის შემდეგ, ამ პერიოდში აუცილებელია თვალი ადევნოთ იმას, რომ ცხოველები არ გაცივდნენ, არ შეიძლება მათთან ერთად ქუჩაში სეირნობა, არ არის რეკომენდირებული მათი დაბანვა.
თუ დაავადებულ ცხოველთან კონტაქტი უკვე მოხდა ან ავადმყოფობა განვითარების ადრეულ სტადიაზეა, მაშინ შესაძლებელია ჰიპერიმუნური შრატების გამოყენება. შრატი – ეს არის მზა ანტისხეულები ძაღლებისა და კატების ვირისული დაავადებებისათვის; იგი უზრუნვეყოფს პასიურ იმუნიტეტს 2 კვირის ვადით.

ვაქცინაციის წესები:
ვაქცინირებული შეიძლება იყვნენ მხოლოდ კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველები;
ვაქცინაციამდე 10 დღით ადრე აუცილებელია დეგელმინტიზაციის ჩატარება, რადგანაც გელმინტები გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას და ვაქცინას არაეფექტურს ხდიან;
ვაქცინაცია (განსაკუთრებით პირველი ვაქცინაცია) უნდა ჩაატაროს ვეტერინარმა კლინიკაში, რადგანაც არაა გამორიცხული ვაქცინათა ისეთი ნეგატიური ქმედებები, როგორიცაა სხვადასხვა ალერგიული რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსიის უმძიმესი მდგომარეობები. ამიტომაც, ამ შედეგებისაგან პროფილაქტიკისათვის და დაცვისათვის აცრამდე იყენებენ რომელიმე ანტიჰისტამინ პრეპარატს (დიმედროლი, სუპრასტინი, ტავეგილი).


წყარო: vet-express.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 2313 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი