სამშაბათი, 23.04.2024, 18:06მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ფარაონის ძაღლი
17:27
ფარაონის ძაღლი

ფარაონის ძაღლი

ფარაონის ძაღლი ძალიან ჰგავს ყურცქვიტა ძაღლებს, რომლებიც ძველეგვიპტურ ფრესკებზეა გამოსახული. ეგვიპტიდან ეს ჯიში ევროპაში ესპანეთის მეშვეობით მოხვდა. ფარაონის ძაღლებს აშენებენ ბალეარის კუნძულებზე.
ფარაონის ძაღლი ძალიან სწრაფი, მოქნილი ძაღლია, კარგად დახტის, აზარტულად მონადირეობს ბორცვებზე, კურდღლებზე, ხოხბებზე. სახლში იგი ალერსიანი და ანცია. ფარაონის ძაღლი მონადირული და კომპანიონი ძაღლია. ფარაონის ძაღლის თავი დაბლაგვებული სოლის ფორმისაა. თავის ქალა გრძელი, მშრალია, მკვეთრი ზოლებით. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა სუსტადაა შესამჩნევი. დრუნჩი თავის ქალაზე ოდნავ გრძელია. ცხვირის ბიბილო სხეულებრივი ფორმისაა, ყბები ღონიერია, თვალები-ოვალური ფორმის, ქარვისფერი, შეფერილობის შესაბამისი. ამ ჯიშის ყურები დიდი, თხელი, საფუძველთან ფართოა, დაკიდებული. ძაღლს ისინი უჭირავს აწეული. ყურები ძალზე მოძრავია. კორპუსი და მშრალი და კოხტაა, თითქმის კვადრატული ფორმატის. კისერი გრძელი, მშრალი და კუთხოვანია. გულმკერდის ქვედა ხაზი არ აღწევს იდაყვების სახსრებს, მკერდის ძვალი გამოწეულია წინ. თეძოები ამობურცულია, ზურგისა და გავის ზედა ხაზი ქმნის თითქმის სწორ ხაზს. ფარაონის ძაღლის კიდურები ტანადია, თათები-ძლიერი, მჭიდროდ შეკრული თითებით, კუდი საკმაოდ სქელია საფუძველთან, თხელდება ბოლოში და ოდნავ მოღუნულია. სიმშვიდისას იგი ჩამოშვებულია და აღწევს სახტომ სახსრებს. მოძრაობისას ძაღლს იგი მაღლა უჭირავს. ბეწვი მოკლე, მჭიდროდ მიკრობილი, ბზინვარე, თხელი და ოდნავ უხეშია. შეფერილობა: ირმისფერი (მოყვითალო-მოყავისფრო) თეთრი ლაქებით კუდის წვერზე (რაც ძალზე სასურველია), მკერდის წინ (ვარსკვლავი) და თითებზე. დაშვებულია ვიწრო თეთრი ზოლი დრუნჩზე. სიმაღლე მინდაოში: ხვადი 56-63,5 სმ. ძუ 53-61 სმ. წონა: დაახლოებით 28 კგ.
ხასიათი: ფარაონის ძაღლის ყოლა შეიძლება ბინაში აქტუალური და ხანგრძლივი სეირნობების პირობების პირობებისას. ბეწვი საჭიროებს რეგულარულ წმენდას ჯაგრისით.

ნანახია: 1560 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი