შაბათი, 20.04.2024, 02:26მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ყვითელგულა კვერნა
15:37
ყვითელგულა კვერნა

ყვითელგულა კვერნა


ყვითელგულა კვერნა, კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. სხეულის სიგრძე 42-56 სმ, კუდის 22-26 სმ, სხეულის ზომითა და წონით მამრები უფრო დიდია, ვიდრე მდედრები. შეფერილობა მუქი წაბლისფერიდან მუქ მურამდე, კუდი და კიდურები უფრო მუქია. ყველაზე დიდი მოყვითალო ხალია, თათების ლაჩები დაფარულია ხშირი ბეწვით.
გავრცელებულია, ევროპა, კავკასია, დასდავლეთი ციმბირი, საქართველოში დიდი და მცირე კავკასიონის ტყეებში, უფრო ხშირად გვხვდება ტყის შუა ზონის ტყეებში 1000-2000მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
უღრანი ტყეების ტიპიური ბინადარია, უფრო ხშირად წიწვოვან ტყეებში, სადაც უხვად პოულობს საკვებს. ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში, კლდეთა ნაპრალებში ან ფესვების ან ქვების ქვეშ. კარგად დარბის როგორც მიწაზე, ისე ხეედზეც. შეუღლებამდე ცხოვრობს მარტოსულად. იკვებება შერეული საკვებით მაგრამ უპირატესობას აძლევს ცხოველურ საკვებს. მოხერხებულად ნადირობს წვრილ ძუძუმწოვრებზე, განსაკუთრებით ციყვებზე და ხეებზე მობუდარ ფრინველებზე. იმდენად ავი და გამბედავი მტაცებელია, რომ თავს ესხმის უფრო მსხვილ ცხოველებს, ვიდრე თვითონ არის. ცხოველური საკვების გარდა, ჭამს ჟოლოს, მოცვსა და სხვა ნაყოფს. ხალისით ჭამს გარეული ფუტკრის თაფლს. მძუნაობა ივლის-აგვისტოშია. ნაშიერები 2-4 იბადებიან აპრილ-მაისში. ერთი თვის შემდეგ მათ ეხილებათ თვალები, ისინი იმდენად სწრაფად იზრდებიან, რომ შემოდგომაზე სხეულის ზომით არ ჩამორჩებიან მშობლებს და იწყებენ დამოუკიდებენ ცხოვრებას. გამრავლების უნარი უნვითარდება 2 წლის ასაკში. სიცოცხლის ხანგრძლივობა 12 წელია.
ჩვენი სანადირო საწერაო ფაუნის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი წარმომადგენელია. მისი ბეწვი მაღალი ხარისხისაა და თავისი ღირსებით უახლოვდება სიასამურის ბეწვს.
ყვითელგულა კვერნის მოსაპოვებლად საჭიროა 5 ნომერი საფანრი. ნადირობა აკრძალულია.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 2389 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი