რა სირთულე შეიძლება ახლდეს შინაურ ცხოველთა კვებას - 30 ნოემბერში 2011 - Персональный сайт
კვირა, 04.12.2016, 17:15მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 389
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30 » რა სირთულე შეიძლება ახლდეს შინაურ ცხოველთა კვებას
20:33
რა სირთულე შეიძლება ახლდეს შინაურ ცხოველთა კვებას


რა სირთულე შეიძლება ახლდეს შინაურ ცხოველთა კვებას

 

კვების მნიშვნელობა

საკვები, რომელსაც აძლევთ შინაურ ცხოველს (მიუხედავად იმისა, თქვენი ოთხფეხა მეგობარი ძაღლია თუ კატა), მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის ჯანმრთელობასა და კარგ განწყობაზე. ბალანსირებული კვება ცხოველის აქტიური და ჯანსაღი წესის არსებითი ნაწილია. ზოგჯერ ცხოველებს აქვთ მომატებული მგრძნობელობა საკვების მიმართ. ასეთ დროს სწორ კვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

 

რას გულისხმობს მგრძნობელობა საკვების მიმართ?

საკვების მიმართ მგრძნობელობა არის ზოგადი ტერმინი, რომელიც აერთიანებს საკვების მიღებისას აღმოცენებულ ნებისმიერ არანორმალურ რეაქციას.


ალერგია საკვების მიმართ

ალერგია საკვების მიმართ არის ორგანიზმის იმუნური რეაქცია საკვების რომელიმე კომპონენტზე. უმთავრესად ეს კომპონენტი არის ცილა. ალერგია ცხოველს ხშირად მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქვს, ამიტომ მისი გამომწვევი კომპონენტი რაციონიდან სამუდამოდ უნდა ამოვიღოთ.

საკვების აუტანლობა

საკვების ზემოქმედებით აღმოცენებული ორგანიზმის რეაქცია ყოველთვის ალერგია როდი გახლავთ. ზოგიერთი ცხოველი უბრალოდ ვერ იტანს ამა თუ იმ საკვებს.

მგრძნობიარეა თუ არა თქვენი ცხოველი საკვების მიმართ?

საკვებისმიერი ალერგიის ან მისი აუტანლობის ყველაზე ხშირი სიმპტომებია კუჭის აშლა ანუ ფაღარათი და კანის მხრივ გამოვლინებები. თუ თქვენს ცხოველს საკვებისადმი მგრძნობელობა აქვს, აუცილებლად შეამჩნევთ ჩამოთვლილთაგან ზოგიერთ ნიშანს:
. ღებინება.
. ფაღარათი ან მუცლის შებერვა გაზების დაგროვების გამო - მეტეორიზმი.
. კანის ქავილი, ნაკაწრები, ქერტლი, თმიანი საფარველის კარგვა.
. ანთება, კანის სიწითლე.
. ყურების ქრონიკული პრობლემები.
. ახალგაზრდა ცხოველის ზრდაში ჩამორჩენა.
. ხველა, ხმის ჩახლეჩა, ცემინება.

გაითვალისწინეთ! აღნიშნული სიმპტომები ძალიან ჰგავს ზოგიერთი სერიოზული დაავადების ნიშნებს. ამიტომ გირჩევთ, ნუ გაგიტაცებთ თვითდიაგნოსტიკა და მითითებულ შემთხვევებში საკონსულტაციოდ დროულად მიმართეთ ვეტერინარს.

რატომ ვითარდება მგრძნობელობა საკვების მიმართ?

ზუსტი პასუხის გაცემა, რასაკვირველია, რთულია, მაგრამ შეგვიძლია დავასახელოთ ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ მის აღმოცენებას. საკვები - საკვებისმიერი ალერგიის ხშირი მიზეზი ძაღლებში არის ძროხის ხორცი, რძის პროდუქტები და ხორბალი. კატისთვის ალერგენი უპირატესად შეიძლება იყოს ძროხის ხორცი, რძის პროდუქტები და თევზი. დაავადებები - ანთების, ინფექციის, ქირურგიული ჩარევის ან ზოგიერთი მედიკამენტის ზემოქმედებით შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემაც დაზიანდეს, რაც საკვებისადმი მგრძნობელობას იწვევს. ასაკი - საკვებისადმი მგრძნობელობა ყველაზე ხშირია სიცოცხლის ადრეულ სტადიაზე, ალერგიული რეაქციებიც ახალგაზრდა ცხოველებში უფრო მძიმეა. ჯიში - ზოგიერთი ჯიშის ცხოველებს უფრო ხშირად აქვთ მგრნობელობა საკვებისადმი. ამისი მაგალითია სიამის კატები, ტერიერები, კოკერსპანიელები და ირლანდიური სეტერები.

როგორ მოვიქცეთ

თუ ფიქრობთ, რომ ცხოველს აქვს მგრძნობელობა საკვებისადმი, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის ვეტერინარს. ცხოველი კვებეთ მხოლოდ სპეციალისტის მიერ რეკომენდებული წესით. მიიღეთ რჩევა მშრალი და სველი საკვების კომბინირების შესახებ. ნუ მიაწოდებთ ცხოველებს თქვენი საკვების ნარჩენებს ან ნუგბარს. დარწმუნდით, რომ თქვენს ცხოველებს ყურადღებისა და სიყვარულის დასტურად არ აძლევენ აკრძალულ პროდუქტებს. ყოველთვის მიაწოდეთ ცხოველს საკმარისი რაოდენობით ახალი, სუფთა წყალი. თუ დაავადების სიმპტომები არ მოიხსნა, ასევე რეციდივის დროს მიმართეთ ვეტერინარს.

საკვების მონელების დარღვევები

საკვების მონელების დარღვევები საკმაოდ ხშირია. მათი უმრავლესობა რამდენიმე დღეში გაივლის, თუმცა ზოგიერთ ცხოველს ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, ვინაიდან საკვების მონელების დარღვევები რეგულარულად აღმოცენდება ან მუდმივ ხასიათს იღებს. ჩვეულებრივ საკვები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ნორმალური სიჩქარით გადაადგილდება. მისი გადაადგილების აჩქარება - ფაღარათს ანუ დიარეას, ხოლო შენელება ყაბზობას ანუ შეკრულობას იწვევს.

აქვს თუ არა თქვენს ცხოველს საჭმლის მონელების დარღვევა?

საკვების მონელების დარღვევის ყველაზე ხშირი სიმპტომი კუჭის აშლა ანუ ფაღარათი ან განავლის კონსისტენციის შეცვლაა. გარდა ამისა, შეიძლება შეამჩნიოთ:
. ღებინება ან ფაღარათი.
. მადის შეცვლა.
. მეტეორიზმი.
. სისხლი და ლორწო განავალში.
. დაძაბულობა მოძრაობის დროს.
. წონის დაქვეითება.
. მწვავე მუცელი.

გახსოვდეთ! თუ თქვენს ცხოველს ფაღარათი ან ღებინება აქვს, სითხის კარგვამ მნიშვნელოვანი გაუწყლოვნება შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ მათი არსებობისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ვეტერინარს.

საკვების მონელების დარღვევების ტიპები და მიზეზები

განარჩევენ საკვების მონელების სხვადასხვა ტიპსა და მიზეზს - ცხოველისთვის შეუფერებელი საკვების ჭარბი მიღებიდან საკვებისმიერი ალერგიის, ინფექციის ან საკვების მონელებისთვის აუცილებელი ფერმენტების დეფიციტის ჩათვლით. ზოგიერთი ჯიშის ძაღლები, მაგალითად გერმანული დოგი, გერმანული ნაგაზი, ოქროსფერი რეტრივერი და კოლი, უფრო მიდრეკილნი არიან საკვების მონელების დარღვევებისადმი. პრობლემის მიზეზის დასადგენად ვეტერინარმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს აუცილებელი გამოკვლევების ჩატარება, რომელთა შედეგადაც ხშირად დგინდება საკვების მონელების დარღვევის შემდეგი მიზეზები: მწვავე გასტროენტერიტი - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება, რომელიც ჩვეულებრივ ხანმოკლედ მიმდინარეობს. მისი ხშირი მიზეზი ტოქსიკური ნივთიერებების ან უვარგისი საკვების მიღებაა. კოლიტი - მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც ხშირ, მტკივნეულ დეფეკაციას (კუჭის მოქმედებას) იწვევს. ხშირია 5 წელზე ნაკლები ასაკის ცხოველებში. შეკრულობა - რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ცხოველის ფიზიკური დატვირთვის სიმცირე და საკვებთან ერთად იმ ნაწილაკების მიღება, რომელთა მონელებაც შეუძლებელია, რისი მაგალითიცაა ძვლები. კუჭუკანა ჯირკვლის ანუ პანკრეასის გარესეკრეტორული უკმარისობა - ახასიათებს წონის დაქვეითება, მადის ზრდა და დიდი რაოდენობით რბილი განავლის გამოყოფა. მალაბსორბცია ანუ შეწოვის დარღვევა წვრილ ნაწლავში - წვრილი ნაწლავის ანთება საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევას იწვევს, რის შედეგადაც ვითარდება მუდმივი ფაღარათი, წონისა და მადის კარგვა.

როგორ მოვიქცეთ

ძალაში რჩება ზემოთ მოყვანილი საკვების აუტანლობასთან დაკავშირებული რჩევები. გარდა ამისა:
მიიღეთ რჩევა ვეტერინარისგან თქვენი ცხოველის მცირე ულუფებით ხშირი კვების შესახებ. აუცილებლობისას დროულად მიმართეთ ექიმს.

მარიკა დვალი

წყარო: mkurnali.ambebi.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 243 | დაამატა: gio | ტეგები: რა სირთულე შეიძლება ახლდეს შინაურ ც | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი