ორშაბათი, 25.09.2017, 21:36მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 405
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » რადიაციული დაზიანება
17:10
რადიაციული დაზიანება


რადიაციული დაზიანება

 

რადიოაქტიური ნივთიერებებით ადამიანის ორგანიზმის დაბინძურება შეიძლება იყოს გარეგანი და შინაგანი.

გარეგანი დაბინძურება ვითარდება ადამიანის დაუზიანებელ კანზე რადიაქტიური ნივთიერებების მოხვედრისას მისი რადიაციულ ზონაში ყოფნის დროს.

შინაგანი დაბინძურება შეიძლება განვითარდეს შესუნთქვით, რადიაციულად დაბინძურებული საკვების მიღებით, ჭრილობის ან დაზიანებული კანის ზედაპირიდან შეჭრით. რადიაციული დაზიანებისას ნებისმიერი ჭრილობა ითვლება დაბინძურებულად.

დასხივების ნიშნები მეტად მრავალფეროვანია (უმადობა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება და სხვა), რის გამოც შესაძლოა დროულად ვერ მოხდეს მათი იდენტიფიკაცია და შეგვეშალოს რადიოაქტიური დასხივებით გამოწვეული სიმპტომატიკა სხვა დაავადებით გამოწვეულ სიმპტომებში.

რადიაციული დაბინძურების დროს პირველი დახმარების მიზანია რადიაციული ნივთიერებების გაუვნებელყოფა და დაზარალებულის გადაყვანა სტაციონარში.

 

რადიაციული ნივთიერებების გაუვნებელყოფა:

·იწყება კანის, ჭრილობის, სხეულის წარზიდული ნაწილების გასუფთავების პროცედურით. ეს აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ შინაგანი დაბინძურება, შევამციროთ დაბინძურებული არიდან გამოსხივება. ამით სხეულის სუფთა არეებს მაქსიმალურად დავიცავთ რადიაციისაგან. კანის დამუშავება უნდა ჩატარდეს დაზოგვით, რათა მინიმუმამდე შევამციროთ მისი მექანიკური და ქიმიური დაზიანების რისკი. ყველაზე მარტივ და დამზოგველ მეთოდად ითვლება კანის ჩამობანა წყლის ჭავლით. წყალი აუცილებლად უნდა იყოს თბილი, ვინაიდან ცხელი წყალი იწვევს კანის ფორების გაფართოებასა და მასში რადიაქტიული ნივთიერებების შეღწევას, ხოლო ცივი წყალი ფორებს ხურავს და შესაბამისად რთულდება არსებული რადიაქტიული ნივთიერებების მოცილება. თავის დაბანისას წყალი არ უნდა მოხვდეს თვალში, პირის, ცხვირისა და ყურის ღრუებში. რეკომენდირებულია შხაპის რამდენჯერმე მიღება. ყოველ გამშრალებაზე გამოიყენება ახალი სუფთა პირსახოცი;

·რადიაციის ზემოქმედების შემდეგ ხშირად ვითარდება რადიაციული დამწვრობა. ასეთ შემთხვევაში პირველი დახმარება ტარდება, როგორც ქიმიური დამწვრობის დროს;

·განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს პირის, ცხვირის, ყურების და თვალების რადიოაქტიური დაბინძურება, ვინაიდან ამ უბნებიდან რადიაქტიული ნაწილაკები ორგანიზმში კანთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად აღწევს;

·პირის ღრუს რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისას დაუყოვნებლივ უნდა გავიხეხოთ კბილები კბილის პასტით;

·ცხვირის დაბინძურებისას რეკომენდირებულია ცხვირის ღრუს გამორეცხვა წყლით;

·თვალები საჭიროა ჩამოიბანოს წყლით ისე, რომ ჭავლი მიმართული იყოს თვალის შიდა კუთხიდან გარეთა კუთხის მიმართულებით;

·ყურების დაბინძურებისას, iსუფთავებთ მათ წყლის საშუალებით;

რადიაციული ნივთიერებების გაუვნებელყოფის შემდეგ აუცილებლად უნდა განხორციელდეს დაზარალებულების გადაყვანა სტაციონარში.


გახსოვდეთ!

·რადიაციული დაბინძურების ადგილზე პირველი დახმარების გაწევისას აუცილებლად უნდა დაიცვათ პირადი უსაფრთხოება: შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე ყველამ უნდა გამოიყენოს დამცავი ტანსაცმელი, მაგ. კაპიუშონი, ნიღაბი, ხელთათმანი (ნიღბისა და ხელთათმანის კიდეები უნდა იყოს დახურული).

·დროულად უნდა მოხდეს რადიოაქტიური ნივთიერებების მოცილება სხეულიდან, რათა შემცირდეს გამოსხივება დაბინძურებული არიდან და თავიდან იქნას აცილებული მისი შემდგომი დამაზიანებელი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე.

·ყველა, ვინც მოხვდა რადიაციული დაბინძურების ზონაში, უნდა გადაყვანილ იქნას საავადმყოფოში.

 

წყარო: medportal.ge

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 817 | დაამატა: gio | ტეგები: რადიაციული დაზიანება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი