ოთხშაბათი, 24.04.2024, 07:16მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30 » როგორ გამოვკვებოთ ძაღლი?
21:02
როგორ გამოვკვებოთ ძაღლი?


როგორ გამოვკვებოთ ძაღლი?

 

სპეციალიზებული საკვები სამ კლასად იყოფა: ეკონომი, პრემიუმი და სუპერპრემიუმი. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ყუათიანობის მიხედვით; მაგ: პროტეინის შემცველობისა და სრულფასოვნების ხარისხით, დამატებითი საკვები სუნელების, საღებავების და კონსერვანტების შემცველობით, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებათა წარმოშობის წყაროებით. სხვადასხვა დანამატები ცალეკულ ორგანოთ მუშაობისა და ცხოველმყოფელობის გაუმჯობესებისათვის (მაგ: ქონდროპროტექტორები დიდი ძაღლისთვის განკუთვნილ საკვებში) და თავისთავად საკვების ღირებულებით.

სპეციალიზებულ საკვებთა უმეტესობა განსაზღვრულ კანონზომიერებებს ემორჩილება:

1. რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით მეტად ხარისხიანია მასში სრულფასოვანი პროტეინის წყაროები.

იაფფასიან საკვებ პროდუქტში საკვები ცილის ძირითად წყაროს წარმოადგენს საგანგებო წესით გადამუშავებული მცენარეული პროტეინი (სოიას, სიმინდის და ა.შ.), ხოლო რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით უფრო მაღალია მასში კუნთოვანი ქსოვილის შემცველობა. სუპერპრემიუმ კლასის მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი საკვების შემადგენლობაში შემავალი ხორცეულის კომპონენტები სრულიად ვარგისია ადამიანის საკვებადაც. ცხოველთათვის განკუთვნილი მაღალხარისხიანი საკვების შემადგენლობა დაბალანსებულია და ერთნაირია, ვინაიდან მოქმედებს ხარისხის კონტროლის მკაცრი სისტემა. იაფფასიანი საკვების შემადგენლობა შეიძლება ყოველი ახალი მიწოდების შემთხვევაში შეიცვალოს.

2. რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით უფრო

მცირეა მასში როგორც გემოს, ასევე საღებავებისა და კონსერვანტების გამაძლიერებლები. ამის გამო მრავალი მეპატრონის გასაოცრად, მათი ძაღლები, რომლებიც არ არიან მიჩვეული მაღალი კლასის საკვებს, გაცილებით ხალისიანად მიირთმევენ იაფფასიან, დაბალი კლასის პროდუქტს, ვიდრე სუპერპრემიუმი კლასის, ძვირადღირებულ საკვებს. ამავე დროს, ცხოველები, რომლებიც მაღალი კლასის საკვებს არიან ჩვეული, არცთუ იშვიათად `იბზუებენ ცხვირს~ დაბალი კლასის საკვებისგან. მაღალხარისხიანი საკვები პროდუქტი არ საჭიროებს გემოს და სუნის დამატებით გამაძლიერებლებს.

3. რაც უფორო მაღალია საკვების კლასი, მით მეტია

მასში ბალანსირებული ნიბთიერებები. ყურადღება უნდა მიაქციოთ კვების რეკომენდებულ სადღეღამისო ნორმებს. 40 კგ-იანი მოზრდილი ძაღლისათვის აუცილებელია (მწარმოებული ფირმის რეკომენდაციით) 550 გრ. ეკონომ- კლასის საკვები, ხოლო სუპერ-პრემიუმ კლასის საკვები 250-დან 400 გრ-მდე.

რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით უფრო ადვილი მოსანელებელია საკვები, რაც საბოლოოდ ამტკიცებს დატვირთავს ცხოველის საჭმლის მომნელებელ ტრაქთეზე.

4. რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით უფრო

მეტადაა წარმოდგენილი საკვებთა სპექტრი და მით უფრო იოლია საკვების შერჩევა თქვენი ძაღლის სქესობრივ-ასაკობრივი და ფიზიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად.

ეკონომ კლასის საკვებიდან შეიძლება გამოვყოთ მაქსიმუმ საკვები კნუტებისათვის და კატებისათვის, ლეკვებისათვის და მოზრდილი ძაღლებისათვის, უფრო მაღალი კლასის საკვების გამოყოფა ხდება ცხოველთა ზომის, ასაკის და ენერგომოხმარების ხარისხის (აქტივობის) მხრივ.

5. რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით მეტია

მასში დამატებითი კომპონენტები, რაც აუმჯობესებს ორგანიზმში მიმოცვლის პროცესს, ასევე ცალკეული ორგანოების და სისტემების მუშაობას. მათ მიეკუთვნება ქონდროპროტექტორები (გლუკოზამინი და ქონდროიტინი), რომლებიც რეკომენდებულია დიდი ძაღლების საკვებში; ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ბეწვის გამოდევნას კატების ნაწლავებიდან და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებისათვის.

6. რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით მეტად ძვირადღირებულია იგი. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, დღიური ულუფის გამოთვლის შემთხვევაში, განსხვავება იმდენად თვალსაჩინო აღარ იქნება, ხოლო თუ ამასთან ერთად, მოყვანილ არგუმენტებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ აშკარა გახდება, რომელი ჯობია ავარჩიოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრის საკვებად.

 

წყარო: vipanimals.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 1241 | დაამატა: gio | ტეგები: როგორ გამოვკვებოთ ძაღლი? | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი