პარასკევი, 19.04.2024, 06:55მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30 » როგორ შევარჩიოთ იარაღი
23:31
როგორ შევარჩიოთ იარაღი


როგორ შევარჩიოთ იარაღი

 

იარაღის შერჩევა მოითხოვს მინიმუმ გამოცდილებას მაინც.  ყოველთვის ეცადეთ რომ იარაღის შერჩევისას დახმარება სთხოვოთ გამოცდილ ადამიანს.  ნუ იჩქარებთ თორემ ყიდვისაგან მიღებულ სიამოვნებას მალე ჩაანაცვლებს აღმოჩენილი დეფექტით მიღებული იმედგაცრუება.

ამ პოსტში არ დავიწყებ იარაღის მარკების და მოდელების შედარებას,  აქ უბრალოდ გეტყვით იმ ქარხნულ დეფექტებზე რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. 

არა მხოლოდ იარაღის ყიდვისას, ნებისმიერ სფეროში თუ ყიდვის მომენტში გამყიდველმა შეგატყოთ გამოუცდელობა, რომ ვერ ერკვევით ნივთში რომელსაც ყიდულობთ,  ყოველთვის შეეცდებიან მოგყიდონ ის რაც არ იყიდება ან ის რაშეც მეტი მოგება დარჩებათ.  ამის გამო არასოდეს მიხვიდეთ რჩევის მისაღებათ მასთან ვისგანაც ყიდულობთ ნივთს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის მწარმოებელი და მოდელი.  დღევანდელ დღეს როდესაც სავსეა დახლები სხვადასხვა წარმოების პროდუქციით და ახალ-ახალი ბრენდებით, აუცილებელია  იცოდეთ შერჩეული მოდელი რამდენად წარმატებულია (საუბარი მაქვს იარაღის გამძლეობაზე).  ამის შემოწმება მაღაზიაში შეუძლებელია, ამას მხოლოდ დრო აჩვენებს.

როდესაც საუბარია ბრენდებზე, შევიტანოთ ეჭვი მის ხარისხში ცოტა ზედმეტია, მაგრამ  ბრენდები ყოველთვის ძვირია და გვიწევს ყურადღება შევაჩეროთ ნაკლებად ცნობილ მწარმოებელზე. ასეთი იარაღის მფლობელის ნახვა ვინც გამოცდილებას გაგვიზიარებს ძნელია, ჩემი რჩევაა გაიგოთ შერჩეული მოდელის მაკა, მოდელის ნომერი და მოიძიოთ ინტერნეტ ფორუმებზე სადაც მომხმარებლები გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. (აქვე დავამატებ რომ უახლოეს ხანში ჩვენს საიტზე ამუშავდება ფორუმი,  ნუ დაიზარებთ და თქვენც გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს).

იარაღი ჯერ უნდა დაათვალიეროთ ვიზუალურად.  ხშირია როდესაც გაღუნილია სამიზნე პლანკა ან ლულების შედუღების ადგილში არის ხარვეზი (შეუდურებელი ადგილი),  ირიბად გაშვებული შურუფები,  დარტყმის ან ჟანგის კვალი, სხვადასხვა ფერის კონდახი და ყაპო.  ცხადია რომ ასეთი იარაღის ტიდვაზე ფიქრს უნდა შეეშვათ.

შემდეგი ეტაპია ლულების შემოწმება.  ამისათვის ლულა უნდა იყოს იდეალურად გაპრიალებული,  მოცილებული უნდა ქონდეს ზეთი და ყველანაირი საპოხი მასალები. თუ ლულას გავხედავთ სინათლეზე მის შიგნიტ უნდა ჩანდეს მხოლოდ რგოლები, თუ სხივის გარდატეხა ხდება სხვა ფორმით მაგალითად ოვალები ან არასწორი წრეები ეს მიუთითებს მის ქარხნულ დეფექტზე (შეიძლება იყოს გაღუნული ან გაბერილი).  ის რომ ლულა ამოტეხილი არ უნდა იყოს შიგნიდან (რაკოვინები არ ქონდეს)  საუბარი ზედმეტია.  შეიძლება იფიქროთ რომ ქარხნულ იარაღს ასეთი რამ არ ექნება მაგრამ შემთხვევები ძალიან ბევრია.  მე თვითონ მქონდა თოფი რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მონადირის მაღაზიაში ვიყიდეთ ქარხნული დეფექტით,  არ გეგონოთ რომ შეცდომის გამო,  უბრალოდ ერთი პატარა რაკოვინა ქონდა  ქვედა ლულაში და  ზუსტად მეოთხედ ფასში იყიდებოდა,  ამ დროს ფასმა ითამაშა მთავარი როლი და თვალი დავხუჭეთ დეფექტზე.

ამის გარდა ლულას შეიძლება ქონდეს ისეთი დეფექტებიც რომ თვალით არ შეიმჩნეოდეს,  სასურველია ყველა მხრიდან გავისვათ ხელი ლულას, ნებისმიერი დეფექტის არსებობა ხელში იოლად იგრძნობა.

ლულაში ხარვეზები შეიძლება ითქვას რომ ყველაზე დიდი ხარვეზია რაც შეიძლება ქონდეს იარაღს,  ეს ხომ პირდაპირ სროლის სიზუსტეზე მოქმედებს.

ყურადღება მიაქციეთ შავი ლაქების არსებობას,  ეს შესაძლოა იყოს ამძვრალი ქრომი ან შეუმჩნეველი ჟანგი რომელიც დროდადრო განაგრძობს პროგრესირებას,  რათქმაუნდა ეს არ იმოქმედებს სროლის ხარისხზე მაგრამ როდესაც ყიდულობ ახალ ნივთს სასურველია კარგად გამოიყურებოდეს.

ამის შემდეგ ლულაში მოათავსეთ ცარიელი ახალი გილზა რომლეშიც კაფსონი არ არის და ლულას გახედეთ სამიზნის მხრიდან.  გილზი უნდა ჯდებოდეს ზუსტად საგილზეში,  ერთი მხარე არ უნდა ჩანდეს მეორეზე მეტად.   ეს გიჩვენებთ სწორად არის თუ არა საგილზე ლულასთან მიმართებაში.

შემდეგი ეტაპი შემოწმების არის რამდენად ხარისხიანად იკეტება ლულები.  ამის ქარხნული წუნი ძალიან იშვიათია მაგრამ მაინც უნდა ნახოთ რომ არც იმდენად ცუდად იკეტებოდეს რომ დაკეტვა ჭირდეს და არც ლულა მოძრაობდეს დაკეტვის შემდეგ. ჩეკეტვის შემდეგ არ უნდა რჩებოდეს ნაპრალი (ზაზორი). დააკვირდით ჩამკეტი მექანიზმის დეტალებს,  ახალი წარმოების ნაკლებად ცნობილ ბრენდებზე ხშირია სუსტი ჩამკეტი მექანიზმი რომელიც ყიდვისას კი კარგად იკეტება მაგრამ ექსპლუატაციისას მალე ცვდება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის სასხლეტი მექანიზმის სისუსტე.  სამწუხარო ფაქტია რომ ამის გამოვლინება ხდება მხოლოდ ყიდვიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ,  იარარი გიმტყუვნებთ სროლისას( არ გავარდა ბატონოოო).  ეს პრობლემა აცილებიტ მალე ემართება ქვედა ლულას რადგან მისი სასხლეტი მექანიზმის მოძრაობის დიაპაზონი ნაკლებია ვიდრე ზედასი და მექანიზმის სისუსტე აქ უფრო მალე ჩნდება.  ამ დროს შეიძლება თან იქონიოთ 2 გილზა კაფსონით,  ჩადევით გილზები და გაისროლეთ ორივე კაფსონი,  დააკვირდით  ნემსის  დარტყმის შედეგად დატოვებულ კვალს,  ორივე ლულაზე ეს კვალი უნდა იყოს თითქმის ერთნაირი ან ძალიან მიახლოებული.  თუ ქვედა კაფსონზე დატოვებული კვალი გაცილებით სუსტია ეს მიუთიტებს მექანიზმის სისუსტეზე.

აქვე შეხედავთ რამდენად კარგად მუშაობს იჟექტორები (თუ აქვს მოდელს რათქმაუნდა).

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი,  იარაღის სიცოცხლის უნარიანობა.  ანუ რამდენ გასროლაზეა გათვლილი.  ეს დამოკიდებულია იმ მასალების ხარისხზე რომლითაც დამზადებულია იარაღი.  რათქმაუნდა ამის გარკვევა მაღაზიაში ძალინა ძნელია. ხშირ შემთხვევაში ცნობილი ბრენდების სიძვირე ამითაც არის გამოწვეული.  

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კონდახს, საუბარი არ მაქვს მის სილამაზეზე მხოლოდ,  ესეც სასურველია მაგრამ პირველ რიგში ის უნდა იყოს თქვენზე მორგებული რომ შეძლოთ ზუსტი სროლა.

იარაღის წონასწორობა,  კონდახის და ყაპოს ზომები ეს კიდევ ცალკე თემაა და სხვა პისტებიში დავუბრუნდები ამ საკითხს.

კატეგორია: სანადირო თოფები და შაშხანები | ნანახია: 2830 | დაამატა: gio | ტეგები: როგორ შევარჩიოთ იარაღი | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი